ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ცეფტისოლი (Ceftisol) 100 მლ

₾20.49
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
ბრენდი : კრიდაფარმ
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 5944756701154

 

ცეფტისოლი (Ceftisol) 100 მლ

50 მგ/მლ საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორებისათვის.

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

S.C. CRIDA PHARM S.R.L.

Str. Intrarea Vagonetului, Nr. 2, Bloc 101, Ap. 47, Parter, სექტორი 6, ბუქარესტი, რუმინეთი.

ტელ.:/ფაქსი: +4021 430 4399, ელ.ფოსტა: office@cridapharm.ro

 

მწარმოებელი:

S.C. CRIDA PHARM S.R.L, Str. Stadionului, Nr. 1, Oltenița, Jud. კალარასი, რუმინეთი.

ტელ./ფაქსი: +4024 251 5005, ელ.ფოტა: office@cridapharm.ro

 

შემადგენლობა:

საინექციო ხსნარის 1მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ცეფტიოფური (ცეფტიოფურის ჰიდროქლორიდის სახით)...50 მგ

 

ჩვენებები:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ღორებში  სასუნთქი გზების ინფექციები- რაც გამოწვეულია ცეფტიოფურის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. 

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მწვავე ჩლიქებს შორის განვითარებული ნეკრობაქტერიოზი (პანარიციუმი, ჩლიქის ლპობა) და მოგების შემდგომი მეტრიტი. მოწოდებულია მეტრიტის იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობა არაეფექტური იყო.

 

აქტიურია შემდეგი ბაქტერიების წინააღმდეგ:

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:  Pasteurella haemolytica, P. multocida, Haemophilus somnus, Fusobacterium negrophorum, Bacteroides melaninogenicus.

ღორები: Actinobacillus pleuropneumoniae, Pasteurella multocida, Salmonella choleraesuis, Streptococcus suis.

 

უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ ცეფტიოფურის და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებზე. არ შეიყვანოთ ინტრავენურად. არ გამოიყენოთ სხვა ცეფალოსპორინების ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის დროს. არ გამოიყენოთ შინაურ ფრინველებში.

 

გვერდითი რეაქციები: შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დოზასთან. ალერგიული რეაქციები (კანის რეაქციები, ანაფილაქსია) ფიქსირდებოდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში (10000 ცხოველიდან 1 ცხოველზე, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით).

ღორებში მსუბუქი რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა ფასციის ან ცხიმის ფერის შეცვლა, ფიქსირდებოდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინექციიდან 20 დღის განმავლობაში.

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღენიშნებოდა მსუბუქი ანთებითი რეაქციები ინექციის ადგილზე, ისეთი როგორიცაა ქსოვილის შეშუპება და კანქვეშა ქსოვილის და/ან კუნთის ზედაპირული ფასციის გაუფერულება. ზემოთ აღნიშნულის ალაგება ცხოველთა უმეტესობაში ინიექციიდან 10 დღის განმავლობაში ხდება, თუმცა ქსოვილის უმნიშვნელო გაუფერულება შეიძლება გახანგრძლივდეს 28 დღე ან მეტიც.

მსუბუქად ან ზომიერად გამოხატული ლოკალიზებული ქრონიკული ანთება უმეტეს შემთხვევაში ინექციიდან 42 დღის განმავლობაში ვლინდება. აღნიშნული ვლინდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

 

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორი.

 

დოზირება თითოეული სახეობისთვის, გამოყენების გზები და მეთოდი:

სწორი დოზირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სხეულის მასის ზუსტი განსაზღვრა, იმისათვის, რომ  თავიდან აცილებულ იქნეს ჭარბი დოზირება.

ღორები: ცეფტიოფური 3 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე 3 დღის განმავლობაში კუნთში (1 მლ ცეფტისოლი/სხეულის მასის 16 კგ-ზე). ერთ საინექციო არეში დაშვებულია მაქსიმუმ 4 მლ-ის შეყვანა.

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

რესპირატორული დაავადებები: ცეფტიოფური 1 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე/დღეში, 3-5 დღის განმავლობაში კანქვეშ (1 მლ ცეფტისოლი/სხეულის მასის  50 კგ-ზე).

ჩლიქების მწვავე ნეკრობაქტერიოზი: 1 მგ/სხეულის მასის  ერთ კგ-ზე/დღეში, 3 დღის განმავლობაში კანქვეშ (1 მლ ცეფტისოლი/სხეულის მასის  50 კგ-ზე).

მოგების შემდგომი მწვავე მეტრიტი მოგებიდან 10 დღის განმავლობაში: 1 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე დღეში 5 დღის განმავლობაში კანქვეშ (1 მლ ცეფტისოლი/სხეულის მასის 50 კგ-ზე). ერთ საინექციო ადგილას დაშვებულია მაქსიმუმ 13 მლ-ის შეყვანა.

 

რჩევები სწორი გამოყენებისთვის:

გამოყენებამდე ენერგიულად შეანჯღრიეთ ბოთლი მაქსიმუმ 60 წამის განმავლობაში ან სანამ პროდუქტი არ გახდება ერთგვაროვანი. ყოველი შემდგომი ინექცია უნდა გაკეთდეს სხვადასხვა ადგილას.

ფლაკონის გახვრეტა შესაძლებელია მაქსიმუმ 50-ჯერ.

მშობიარობის შემდგომი მწვავე მეტრიტისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი დამხმარე თერაპია.

 

მოცდის პერიოდი:

ღორი (ხორცი და სუბპროდუქტები): 2 დღე.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხორცი და სუბპროდუქტები): 6 დღე.

რძე: 0 (ნული) დღე.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პროდუქტის შენახვისას:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში.  შეინახეთ პროდუქტი პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ აღნიშნული ვეტერინარული პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გახსნის შემდეგ: 28 დღე.

 

სპეციალური უსაფრთხოების ზომები ცხოველებში გამოსაყენებლად:

ცეფტისოლი უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევებში რომლებიც არ ექვემდებარება პირველი რიგის მედიკამენტებით მკურნალობას. აღნიშნული ეხება ძალიან მწვავე შემთხვევებს, როდესაც მკურნალობა უნდა დაიწყოს ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე. პრეპარატის ხშირად გამოყენებამ ან მითითებული დოზირების რეჟიმის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობის გაზრდა. უმჯობესია ცეფტისოლი გამოყენებულ იქნას მხოლოდ მგრძნობელობის განსაზღვრის საფუძველზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი დაავადების პროფილაქტიკისათვის მათ შორის პლაცენტის გამოსვლის შეყოვნების შემთხვევაში.

 

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც დაცული უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო პრეპარატის გამოყენებას ცხოველებზე.

პენიცილინებმა და ცეფალოსპორინებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ინექციის, ინჰალაციის, გადაყლაპვის ან კანთან კონტაქტის შემდეგ. პენიცილინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი რეაქციები ცეფალოსპორინების მიმართ და პირიქით. ალერგიული რეაქციები ამ ნივთიერებების მიმართ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ხასიათდებოდეს სერიოზული გამოვლინებებით.

ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის ან ცეფალოსპორინების მიმართ, უნდა მოერიდონ კონტაქტს ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან. პროდუქტის ზემოქმედებისაგან თავდაცვის მიზნით გამოიყენეთ ყველა რეკომენდაციის დაცვით და დიდი სიფრთხილით.

იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი კანზე, აუცილებელია მიმართოთ ექიმს და აჩვენოთ მას შეფუთვის საინფორმაციო ფურცელი ან ეტიკეტი. სახის, ტუჩების ან თვალების შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება უფრო სერიოზული სიმპტომებია და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

 

გამოყენება მაკეობის ან ლაქტაციის დროს:

ლაბორატორიული ცხოველის სახეობებზე ჩატარებული კვლევებით არ გამოვლინდა ნაყოფზე ტოქსიკური ეფექტები, თუმცა ვეტერინარული პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. გამოიყენეთ მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ სარგებელი/რისკის შეფასების შესაბამისად.

 

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

ბეტა-ლაქტამების ბაქტერიციდული თვისებები ნეიტრალიზდება ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკების (მაკროლიდები, სულფონამიდები და ტეტრაციკლინები) ერთდროული გამოყენებით.

ამინოგლიკოზიდებს შესაძლოა ჰქონდეთ გამაძლიერებელი ეფექტი ცეფალოსპორინებზე.

 

ჭარბი დოზირება: ცეფტიოფურის დაბალი ტოქსიკურობა გამოვლინდა ღორებში, როდესაც ინტრამუსკულურად გამოყენებულ იქნა ცეფტიოფურის რეკომენდებულ დღიურ დოზაზე 8-ჯერ გადაჭარბებული დოზა ზედიზედ 15 დღის განმავლობაში. პარენტერალურად დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შედეგად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში  ტოქსიკურობის სისტემური გამოვლინებები ასევე არ დაფიქსირებულა.

 

შეუთავსებლობა: დაუშვებელია აღნიშნული ვეტერინარული პროდუქტის შერევა სხვა ვეტერინარულ საშუალებებთან.

 

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას გამოუყენებელი პროდუქტების ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციის დროს.

დაუშვებელია სამედიცინო საშუალებების ჩაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

 

ATC Vet Code: QJ01DD90.

 

შეფუთვა:

100მლ-იანი პოლიპროპილენის ფლაკონები, დახურული ბრომობუთილის რეზინის საცობითა და  ალუმინის ჩაჩით მოთავსებული ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

ფასდაკლება