ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ნიუფლენდ ND H9 4000D

₾900.00
მიმართულება : მეფრინველეობა
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 09062

ნიუფლენდი ND H9 (Newflend ND H9) 4000 დოზა ანოტაცია

 

მწარმოებელი:
შ.პ.ს. Ceva–Phylaxia Veterinary Biologicals Co.
1107 ბუდაპეშტი, Szállás u. 5., უნგრეთი ცოცხალი, გაყინული, უჯრედთან დაკავშირებული ვაქცინა ქათმების აქტიური იმუნიზაციისთვის ნიუკასლის დაავადებისა და დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის H9 ქვეტიპის წინააღმდეგ.

 

შემადგენლობა:
უჯრედთან დაკავშირებული ცოცხალი რეკომბინანტული ინდაურის ჰერპესვირუსი (rHVT/ND-H9), რომელიც ახდენს ნიუკასლის დაავადების ვირუსისა და დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის H9 ქვეტიპის ჰემაგლუტინინის შერწყმის პროტეინის ექსპრესირებას.

 

  • ჩვენებები:
    18 დღის საინკუბაციო ქათმის კვერცხის ემბრიონში ან ერთი დღის წიწილში
    აქტიური იმუნიზაციისთვის ნიუკასლის დაავადების ვირუსით (NDV) გამოწვეული სიკვდილიანობის, კლინიკური ნიშნების, დაზიანებებისა და ვირუსის გამოყოფის შესამცირებლად,
    NDV ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გააქტიურება: 3 კვირაში.
    NDV ვირუსის მიმართ იმუნიტეტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 9 კვირა.
  • დაბალი პათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის (LPAIV-H9) H9 ქვეტიპით გამოწვეული სიკვდილიანობის, კლინიკური ნიშნების, დაზიანებებისა და ვირუსის გამოყოფის შესამცირებლად ყველაზე მგრძნობიარე პერიოდის განმავლობაში,
    LPAIV-H9 ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გააქტიურება: 4 კვირაში.
    LPAIV-H9 ვირუსის მიმართ იმუნიტეტის ხანგრძლივობა: მინიმუმ 9 კვირა.ა

გამოყოფის პერიოდი:
0 დღე

 

გამოყენების წესი და დოზირება:
კვერცხუჯრედში შეყვანა: ერთი დოზა 0.05 მლ შეჰყავთ 18 დღის ემბრიონის მქონე ქათმის კვერცხში.
კანქვეშა შეყვანა: ერთჯერადი დოზა 0,2 მლ შეჰყავთ ერთი დღის ასაკის წიწილებში კისრის უკანა ნაწილში.
გამოყენების ცხრილი კვერცხუჯრედში შეყვანის სხვადასხვა ფორმების შესაძლებლობების გამრავლების შესახებ:

 

ვაქცინის ფლაკონების:

       
რაოდენობა  გამხსნელი ერთი დოზის მოცულობა
4 x 2000 დოზა 400 მლ 0.05 მლ
2 x 4000 დოზა 400 მლ 0.05 მლ
4 x 4000 დოზა 800 მლ 0.05 მლ
5 x 4000 დოზა 1000 მლ 0.05 მლ
6 x 4000 დოზა 1200 მლ 0.05 მლ
8 x 4000 დოზა 1600 მლ 0.05 მლ

 



გამოყენების ცხრილი კანქვეშ შეყვანის სხვადასხვა ფორმების შესაძლებლობების
გამრავლების შესახებ:

 

ვაქცინის ფლაკონების
რაოდენობა
გამხსნელი ერთი დოზის მოცულობა
2 x 1000 დოზა 400 მლ 0.2 მლ
1 x 2000 დოზა 400 მლ 0.2 მლ
1 x 4000 დოზა 800 მლ 0.2 მლ
3 x 2000 დოზა 1200 მლ 0.2 მლ
2 x 4000 დოზა 1600 მლ 0.2 მლ



გამოიყენეთ სტერილური მოწყობილობები და აღჭურვილობა ვაქცინის აღდგენისა და შეყვანისთვის.
შეყვანის ყველა ფორმის გამოყენების დროს უნდა დაიცვათ ნორმალური ასეპტიკური უსაფრთხოების ზომები.
მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ სიფრთხილისა და უსაფრთხოების ყველა ზომა თხევად აზოტთან მუშაობისას დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

 

ვაქცინის სუსპენზიის მომზადების მეთოდი:
1. ვაქცინის დოზის ზომის გამხსნელის ზომასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სწრაფად ამოიღეთ საჭირო ამპულების ზუსტი რაოდენობა თხევადი აზოტის კონტეინერიდან.
2. ამოიღეთ 2 მლ გამხსნელი სტერილური 5 მლ შპრიცით. გამოიყენეთ მინიმუმ 18 კალიბრის ნემსები.
3. სწრაფად გაალღვეთ ამპულების შიგთავსი 27–39°C ტემპერატურის წყალში ნაზად მორევით. გადააგდეთ შემთხვევით გალღვალი ყველა ამპულა და არავითარ შემთხვევაში არ გაყინოთ ისინი ხელახლა.
4. მას შემდეგ, რაც ამპულები მთლიანად გალღვება, გახსენით ისინი გაშლილი ხელის მანძილზე, რათა თავიდან აიცილოთ ტრავმის რისკი ამპულის გატეხვის შემთხვევაში.
5. იმის შემდეგ რაც ამპულა გაიხსნება, ნელ-ნელა გადაიტანეთ მისი შიგთავსი შპრიცში, რომელიც უკვე შეიცავს 2 მლ გამხსნელს.
6. გადაიტანეთ სუსპენზია გამხსნელის პარკში. განზავებული ვაქცინა, რომელიც მომზადებულია აღწერილი წესის თანახმად ნაზი მორევის გზით. ხელახლა არ გამოიყენოთ უკვე გახსნილი ვაქცინის კონტეინერები.
7. განზავებული ვაქცინის ნაწილი ჩაასხით ამპულაში მის გამოსარეცხად. ისევ ამოიღეთ გამოსარეცხად ჩასხმული სითხე ამპულიდან და ფრთხილად შეიყვანეთ გამხსნელის პარკში. აღნიშნული პროცედურა გაიმეორეთ ერთხელ ან ორჯერ.
8. განზავებული ვაქცინა, რომელიც მომზადებულია აღწერილი წესის თანახმად ნაზი მორევის გზით იმისათვის, რომ იყოს მზად გამოსახენებლად. გამოსაყენებლად მზა პროდუქტი არის გამჭვირვალე მოწითალო საინექციო სუსპენზია. ვაქცინაციის პროცესში რეგულარულად მოურიეთ განზავებული ვაქცინა მისი რამდენჯერმე გადაბრუნების გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სუსპენზიის ერთგვაროვნება. გაიმეორეთ 2-7 პუნქტებში აღწერილი ქმედებები ამპულების საჭირო რაოდენობის გასალღობად.
გამოიყენეთ ვაქცინა მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში და გამოყენების პროცესის დროს დროდადრო მოახდინეთ მისი მორევა, რათა უზრუნველყოთ სუსპენზიის ერთგვაროვნება.

 

ზოგადი უსაფრთხოების ზომები:
დამაკმაყოფილებელი დაცვის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჯანმრთელ ფრინველებში. ფერმის ყველა ფრინველი უნდა იყოს ვაქცინირებული ერთდროულად. მოერიდეთ ვაქცინის შტამის გავრცელებას ინდაურებში. ვაქცინაციის შემდეგ დარჩენილი ვაქცინის ყველა გახსნილი კონტეინერის უტილიზაცია მოახდინეთ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. ვაქცინის არასწორმა შენახვამ ან გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტურობის დაკარგვა.

 

შენახვის პირობები:
ვაქცინა უნდა ინახებოდეს და მისი ტრანსპორტირება ხორციელდებოდეს თხევად აზოტში.
არ მოახდინოთ ვაქცინის ხელახალი გაყინვა.

 

ATC ვეტ. კოდი
QI01AD ცოცხალი ვირუსული ვაქცინები.

 

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის

ფასდაკლება