invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მარბოქსილი 100 მლ

₾45.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
პროდუქტის ტიპი : სხვა
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 5944756701413

მარბოქსილი (MARBOXIL), 100 მგ/მლ,
საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორებისთვის

 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული მილილიტრი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
მარბოფლოქსაცინი (Marbofloxacin) ............. 100 მგ

ფარმაცევტული ფორმა
საინიექციო ხსნარი.
გამჭვირვალე ხსნარი მოყვითალო-მწვანედან მოყვითალო-ყავისფერ ფერამდე.

კლინიკური მახასიათებლები

სამიზნე სახეობები

მსხვილფეხა რქოსანი პურიტყვი და ღორი.
გამოყენების ჩვენებები სამიზნის სახეობების მითითებით

 

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში:
Pasteurella multocida-ს, Mannheimia haemolytica-ს, Mycoplasma bovis-ის მიერ გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობა.

ლაქტაციის პერიოდში მარბოფლოქსაცინის (marbofloxacin) მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული მწვავე
მასტიტის მკურნალობა. 

 

ღორში:
მარბოფლოქსაცინის (marbofloxacin) მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიული შტამებით გამოწვეული მეტრიტის (Metritis), მასტიტის
(Mastitis) და აგალაქტიის (Agalactia) სინდრომის მკურნალობა.

 

უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ მომატებული
მგრძნობელობა მარბოფლოქსაცინის (marbofloxacin) ან დამხმარე
ნივთიერებების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე სახეობისთვის
არ გააჩნია.

 

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ცხოველებში გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ამ პროდუქტის გამოყენებისას უნდა გათვალისწინებულ უნდა იქნას ოფიციალური და ადგილობრივი ანტიმიკრობული საშუალებების
პოლიტიკა.
ფტორქინოლონები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ კლინიკური მდგომარეობების დროს, რომლებიც ცუდად რეაგირებენ
ანტიმიკრობული საშუალებების სხვა კლასებზე ან მოსალოდნელია, რომ ისინი ცუდად დაექვემდებარებიან მკურნალობას. შესაძლებლობის შემთხვევაში, ფტორქინოლონები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ მგრძნობელობის ტესტირების ჩატარების შემდეგ.
პროდუქტის ისეთი ფორმით გამოყენებამ, რომელიც არ შეესაბამება შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას, შეიძლება გაზარდოს
ფტორქინოლონების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების გავრცელება და სხვა ქინოლონებით მკურნალობის ეფექტურობის
შემცირება ჯვარედინი რეზისტენტობის პოტენციალის გამო.ეფექტურობის შესახებ მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი არაეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიებით გამოწვეული მასტიტის მწვავე ფორმების სამკურნალოდ.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა დაიცვას იმ პირმა, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ სამკურნალო
პრეპარატის გამოყენებას ცხოველებზე 

აუცილებელია სიფრთხილის ზომების მიღება შემთხვევითი თვითინექციის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მცირე გაღიზიანება.

შემთხვევითი თვითინექციის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას შეფუთვის ჩანართი საინფორმაციო ფურცელი ან ეტიკეტი.

კანთან კონტაქტის ან თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, გამოივლეთ წყლის დიდი ოდენობით.

გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

 

გვერდითი რეაქციები (სიხშირე და სიმძიმე) 

ინტრამუსკულარულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ტკივილი და შეშუპება საინექციო ადგილას, ასევე ანთებითი დაზიანებები, რომლებიც შეიძლება გაგრძელდეს ინექციიდან სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.

 

გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის პერიოდის ან კვერცხდების დროს
გამოყენება მაკეობის პერიოდის დროს: ვირთხებსა და კურდღლებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული (teratogenic), ფეტოტოქსიკური (foetotoxic) ან მატერნო-ტოქსიკური (maternotoxic) ეფექტები. პრეპარატის უსაფრთხოება დადასტურებულია მაკეობის დროს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვზე გამოყენებისას.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში: პროდუქტის უსაფრთხოება დადასტურებულია გოჭებსა და ხბოებზე გამოყენებით, როდესაც
პრეპარატი გამოიყენება დედალ ღორებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ძროხებზე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ცნობილი არ არის.

 

გამოსაყენებელი მოცულობები და მიღების გზები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი
რესპირატორული ინფექციების დროს რეკომენდებული დოზაა 2 მგ მარბოფლოქსაცინი (marbofloxacin)/ სხეულის წონის ერთ კგ-ზე (ვეტერინარული პრეპარატის 1 მლ /სხეულის წონის თითოეულ 50 კგ-ზე) ერთჯერადი ყოველდღიური ინექციის სახით 3-5 დღის
განმავლობაში ზედიზედ ინტრამუსკულარულად ან კანქვეშ. 

მწვავე მასტიტის დროს რეკომენდებული დოზაა 2 მგ მარბოფლოქსაცინი (marbofloxacin)/ სხეულის წონის ერთ კგ-ზე (ვეტერინარული პრეპარატის 1 მლ /სხეულის წონის თითოეულ 50 კგ) ერთჯერადი ყოველდღიური ინექციის სახით ზედიზედ 3 დღის განმავლობაში, კუნთში ან კანქვეშ შეყვანილი.

ჩვენებების შესაბამისად კანქვეშა წესით ადმინისტრირებული პროდუქტით გამოწვეული შედეგების ატანა ბევრად უკეთესად არის
შესაძლებელი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის მიერ, ვიდრე ინტრამუსკულარული წესით ადმინისტრირებული პროდუქტის
შემთხვევაში.

 

ღორი
რეკომენდებული დოზაა 2 მგ მარბოფლოქსაცინი (marbofloxacin)/ სხეულის წონის ერთ კგ-ზე (ვეტერინარული პრეპარატის 1
მლ/სხეულის წონის თითოეულ 50 კგ-ზე) ერთჯერადი ყოველდღიური კუნთშიდა ინიექციის სახით ზედიზედ 3 დღის განმავლობაში.

სასურველი საინექციო ადგილია კისრის არე.

სწორი დოზირების უზრუნველსაყოფად, სხეულის წონა უნდა განისაზღვროს რაც შეიძლება ზუსტად, იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული დოზის გადაჭარბება. 

 

დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი ზომები, ანტიდოტები), საჭიროების შემთხვევაში
რეკომენდებულ დოზაზე სამჯერ მეტი დოზის გამოყენების შედეგად დოზის გადაჭარბების ნიშნები არ დაფიქსირებულა.
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მწვავე ნევროლოგიური დარღვევა.
აღნიშნული სიმპტომების მკურნალობა უნდა განხორციელდეს სიმპტომურად.

 

ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ხორცი და სუბპროდუქტები): 6 დღე.
რძე: 36 საათი.

ღორი (ხორცი და სუბპროდუქტები): 3 დღე

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების
ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები (floroquinolones).

 

ATC Vet კოდი: QJ01MA93

ფარმაცევტული მახასიათებლები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
დინატრიუმის ედეტატი (Disodium edetate)
თიოგლიცეროლი (Thioglycerol)
მეტა-კრეზოლი (Meta-cresol)
გლუკონოლაქტონი (Gluconolactone)
საინექციო წყალი (Water for injections).

 

ძირითადი შეუთავსებლობები
თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, არ უნდა
განხორციელდეს აღნიშნული ვეტერინარული სამკურნალო
საშუალების შერევა სხვა ვეტერინარულ სამკურნალო
პრეპარატებთან.

 

შენახვის ვადა
ვეტერინარული სამკურნალო საშუალების შენახვის ვადა საცალო
შეფუთვაში: 2 წელი. შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის პირველი
გახსნის შემდეგ: 28 დღე.

პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ მშრალ ადგილას.
მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.

 

გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი
ნარჩენების უტილიზებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები.

ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული პრეპარატების ან მათი ნარჩენების უტილიზება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი
მოთხოვნების შესაბამისად.

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

CRIDA PHARM S.R.L.

Str. Intrarea Vagonetului, Nr. 2, Bloc 101, Ap. 47, Parter, სექტორი 6,
ბუქარესტი, რუმინეთი.
ტელ./ფაქსი: +4021 4304399
ელ.ფოსტა: office@cridapharm.ro

ფასდაკლება