invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ატავეტი

₾0.00
მიმართულება : მეცხვარეობა
მეფრინველეობა
მეღორეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიბაქტერიული
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 4860115260883

ვეტერინარული პრეპარატი „ატავეტი“

ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება

 ატავეტი

ATAVET

 

წამლის ფორმა

პერორალური ფხვნილი

 

აღწერა

თეთრი ფერის ფხვნილი

 

შემადგენლობა

1000 მგ ფხვნილი შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:          სულფამეთოქსაზოლი     400 მგ

                                                  ტრიმეტოპრიმი                 100 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.

ATC vet code: QJ01EW11 - სულფამეთოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

„ატავეტი“-ის შემადგენლობაში შემავალ აქტიურ კომპონენტებს (სულფამეთოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი), ახასიათებთ ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

სულფამეთოქსაზოლი არის სულფანილიამიდის ფართო სპექტრის ნივთიერება.  ის ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Salmonella spp., Escherichia coli., Pasteurella spp., Listeria monocytogenes, Corynebacterium spp., Klebsiella spp., Prusus, spp., Proteus, spp. და rickettsia). მოქმედების მექანიზმი ასოცირდება PABA და დიჰიდროპტოროატის სინთეზაზის კონკურენტულ ინჰიბირებასთან, რაც იწვევს  პურინებისა და პირამიდინების სინთეზის ბლოკირებას.

ტრიმეტოპრიმი ხასიათდება ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამდადებით ბაქტერიების  წინააღმდეგ (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Corynebacterium spp. და სხვ.) და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ (Escherichia coli, Salmonella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Pasteurelia spp., Bordetella spp., Etc.). ის აფერხებს ბაქტერიულ რედუქტაზას, რომელიც გარდაქმნის დეჰიდროფოლიუმის მჟავას ტეტრაჰიდრო ფოლიუმის მჟავად, რაც აუცილებელია პურინების და ნუკლეინის მჟავების სინთეზისთვის. ასევე აძლიერებს სულფამეთოქსაზოლის  ანტიმიკრობულ მოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მიკროორგანიზმების ზრდის და გამრავლების დათრგუნვას.

 

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება და აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. სისხლში მაქსიმალური ანტიბაქტერიული კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3-დან 4 საათში და თერაპიულ დონეზე ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში. გამოიყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად.

 

ჩვენება

„ატავეტი“  გამოიყენება სულფამეთოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, შარდ-სასქესო ორგანოების, ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციების, კანის ინფექციური დაავადებების დროს. „ატავეტი“ ეფექტურია დიარეის, კოლისეპტიცემიის, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტის, პნევმონიის, აბსცესის, კოლიბაქტერიოზის, ატროფიული რინიტის, სალმონელოზის, პასტერელოზის, ჰემოფილური პლევროპნევმონიის, წითელი ქარის, სტაფილოკოკოზის დროს ხბოში, ცხვარში, თხაში, ღორში და შინაურ ფრინველში.

 

მიღების  წესი და  დოზირება:

პრეპარატი სამიზნე სახეობებს ეძლევა პერორალურად

ცხვარი, თხა, ხბო - პრეპარატის 1 გ 20 კგ ცოცხალ წონაზე დღეში ორჯერ 4 - 6 დღის განმავლობაში.

შინაური ფრინველი, ღორი - პრეპარატის 1 გ იხსნება 1,5 – 2 ლ სასმელ წყალში. მკურნალობის ხანგრძლივობა 4 -6 დღე.

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში, მერძეულ და მაკე ცხოველებში.

ყოველდღე უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი.

მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება  უნდა შეწყდეს  მოცემული სახეობისათვის.

 

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში ან დოზირების რეჟიმის დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში, მერძეულ და მაკე ცხოველებში.

არ გამოიყენება სულფამეთოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას.

პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას  ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.

 

ლოდინის პერიოდი

 ხორცი - 7 დღე 

 

განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები)

„ატავეტი“-თან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი  წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

 

გამოშვების ფორმა:   

250 გ პერორალური ფხვნილი მოთავსებული ვერცხლისფერ  სამშრიან (გამჭვირვალე პოლი­ეთი­ლენ­ტერაფტალატი, მეტალი­ზი­რ­ებული პოლიეთილენტერაფტალატი, გამჭვირ­ვალე პოლიე­თი­­ლენი) ლამინირებულ პაკეტში..

 

შენახვის პირობები

ინახება  მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა 

3 წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება