Hydra-Visine Eye drops ხელოვნური ცრემლი ძაღლებისთვის და კატებისთვის
დანიშნულება: ხელოვნური, სტერილური თვალის წვეთები, რომელიც ხელს უწყობს თვალის ზედაპირის სტაბილურობის შენარჩუნებას და იცავს რქოვანას ეპითელიუმს სხვადასხვა გამღიზიანებლისგან.
გამოყენება: გამოიყენება ლოკალურად, კონიუნქტივალურ პარკში - ჩააწვეთეთ 1 წვეთი დღეში 2-3-ჯერ, ან ვეტერინარის დანიშნული სიხშირით. არ გამოიყენოთ დაზიანებულ თვალზე.
გაფრთხილებები: თუ გაჩნდება გაღიზიანების ნიშნები, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ვეტერინარს. მხოლოდ ცხოველებისთვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით მზის სხივებისგან. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში 4-8°C ტემპერატურაზე. გამოიყენეთ გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
შემადგენლობა: წყალი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, PVP, ჰიალურონის მჟავა, ალანტოინი, პოლიამინოპროპილ ბიგუანიდი, ტაურინი, აცეტილ კარნოზინი, PEG-45 ბის-(ტოკოფერილ სუქცინატი), არგინი, ნიაცინამიდი.
შეფუთვა: 7მლ.