ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

სევაკ LT L

₾0.00
მიმართულება :
ბრენდი : სევა
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : აბი
კოდი :

Cevac ® LT L

Ceva, საფრანგეთი

ქათმის ინფექციური ლარინგოტრაქეიტის საწინააღმდეგო ვაქცინა

 

შემადგენლობა:

ვაქცინა შეიცავს ცოცხალი ლარინგოტრაქეიტის გამომწვევ T-20 შტამს, ლიოფილიზირებული ფორმით. ვაქცინის წარმოებისას გამოყენებულია ქათმის ემბრიონიანი კვერცხები, რომლებიც მიღებულია სპეციფიკური პათოგენებისგან თავისუფალი (SPF) ჯგუფებიდან.

 

 

ჩვენებები:

გამოიყენება ჯანმრთელი ქათმების აქტიური იმუნიზაციისთვის ლარინგოტრაქეიტის წინააღმდეგ.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

ქათმების ვაქცინაცია უნდა მოხდეს 4-16 კვირის ასაკში, თვალში ჩაწვეთების გზით. თუ ქათმების ვაქცინაცია მოხდა 4 კვირაზე ადრეულ ასაკში, უნდა მოხდეს მათი რევაქცინაცია 4-16 კვირის ასაკში.

თვალში ჩაწვეთების მეთოდი: ვაქცინის სუსპენზია ჩაასხით და გახსენით გამხსნელის დარჩენილ მოცულობაში, რომელიც მოთავსებულია საწვეთურის მქონე ბოთლში. მომზადების პროცესში უნდა

გამოიყენოთ სტერილური ნემსი და შპრიცი. გამხსნელის 30 მლ-ის გამოყენება ხდება 1 000 დოზის მოსამზადებლად. დაიჭირეთ ასაცრელი ფრინველი ცალ მხარეს გადახრილი თავით. დაიჭირეთ პლასტმასის ბოთლი საწვეთურით დაბლა, ფრთხილად მოუჭირეთ გვერდებზე და ჩააწვეთეთ ვაქცინა ფრინველს თვალში. მის გაშვებამდე დარწმუნდით, რომ ვაქცინის წვეთი განაწილდა თვალის ფართობზე. ერთი ჯგუფის ფრინველთა ვაქცინირება უნდა მოხდეს ერთდროულად.

 

შეფუთვა:

1000 დოზიანი ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე.

ფასდაკლება