CEVAC COGLAPEST
CEVA, საფრანგეთი
ღორის კლასიკური ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა
შემადგენლობა:
ღორის კლასიკური ცხელება, Thiverval - თივერვალის შტამი ………………………..................... 4 x 103 PFU
დახასიათება:
აღნიშნული შტამი ხასიათდება ორი მახასიათებლით: “ცივი” შტამი, რადგანაც მისი ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 33˚C ია, და “არამდგრადი” შტამი, რადგან იგი ინაქტივირდება 56˚ C -ზე გარემო პირობებში.
ჩვენებები:
მაღალი იმუნური აქტივობა: ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი ვითარდება სწრაფად (10-12 დღე). იმუნიტეტის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მისი გამომუშავებისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი ინექცია.
ვაქცინას არ ახასიათებს პათოგენური მოქმედება: ვაქცინაციის შემდეგ დაავადების სიმპტომები არ აღინიშნება, არ გააჩნია ტერატოგენული თვისებები, არ მოქმედებს ღორების ნაყოფიერებაზე, ვაქცინირებული დედისგან მიღებული ან ვაქცინირებული გოჭები იზრდებიან ნორმალურად.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინა განკუთვნილია ღორის კლასიკური ჭირის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციისათვის, შრატის გამოყენების გარეშე. ვაქცინაცია უნდა ხდებოდეს სუფთა გარემოში, ჯანმრთელ ცხოველებში. კეთდება კუნთში, ცხოველზე 2 მლ. განურჩევლად ასაკისა და წონისა.
შეფუთვა:
10 და 50 დოზის შემცველობის ფლაკონი.
შენახვის პირობები:
ინახება +2˚ +8˚ C ტემპერატურაზე.