Cevac Layermune 3
Ceva, საფრანგეთი
ნიუკასლის, ინფექციური ბრონქიტის და სალმონელოზის საწინააღმდეგო ვაქცინა
შემადგენლობა:
ქათმების ნიუკასლის დაავადების (ND), ინფექციური ბრონქიტის (IB) და სალმონელოზის (SE) საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინა ზეთოვანი ემულსიით. ლეიერმუნე 3 შეიცავს ნიუკასლის დაავადების ვირუსის La Sota შტამს, ინფექციური ბრონქიტის ვირუსის Mass 41 და Mass Holland შტამებს და Salmonella Enteritidis სხვადასხვა შტამებს.
ჩვენებები:
ვაქცინა რეკომენდირებულია კვერცხმდებელი ქათმების ვაქცინაციისთვის 12 კვირის ასაკში და 4 კვირით ადრე კვერცხისდების დაწყებამდე ნიუკასლის დაავადების, ინფექციური ბრონქიტის და სალმონელას მიერ გამოწვეული დაავადებების პრევენციისთვის. ვაქცინა ხელს უწყობს სალმონელოზის შტამების კოლონიზაციის შემცირებას: შინაგანი ორგანოები, მათ შორის რეპროდუქტიულ სისტემაში, საკვერცხეებში და შესაბამისად კვერცხის შიგთავსში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რომელიც შესაბამისად ამცირებს სალმონელას გავრცელებას გარემოში. მას აქვს დადასტურებული ეფექტურობა ყველა სალმონელას ფაგის ტიპის, მათ შორის მე-4 ტიპის მაღალ ინვაზიური ფაგის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინა კეთდება კანქვეშას, კისრის უკანა ნაწილში. 0,5 მლ. დოზით თითო ფრინველზე.
სპეციალური მითითება:
პროდუქტი შეიცავს ზეთოვან ადიუვანტს, რომლის ადამიანში შემთხვევით შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ლოკალიზებული რეაქცია.
შეფუთვა:
1000 დოზა 500 მლ ფლაკონში.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, +2-8°C, არ შეიძლება გაყინვა.