invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

2026-11-03 11:15:02

ინვეტ ჯგუფმა ქანდაში მარცვლეულის თანამედროვე სასაწყობე მეურნეობა გახსნა

ინვეტ ჯგუფმა ქანდაში მარცვლეულის თანამედროვე სასაწყობე მეურნეობა გახსნა.
ინვეტ ჯგუფის 2022 წლის საოპერაციო შედეგების ანალიზმა კომპანიისთვის მარცვლეულის შენახვის საკუთარი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა გამოავლინა. პროექტის მიზანი ნედლეულის მარაგების ეფექტური მართვა და საწარმოო პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა იყო.
პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიამ ქანდაში საინვესტიციო მიწის ნაკვეთი შეიძინა. ტერიტორიაზე მოეწყო მარცვლეულის თანამედროვე სასაწყობე მეურნეობა, რომლის სასილოსე რეზერვუარების საერთო ტევადობა 11 000 ტონას შეადგენს.
პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მისი ჯამური ღირებულება 4 400 000 ლარია, საიდანაც 1 500 000 ლარი შეღავათიან აგროკრედიტს, ხოლო 364 818 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებას წარმოადგენს.
ახალი სასაწყობე მეურნეობა აღჭურვილია მარცვლეულის შენახვის პროცესის მართვის თანამედროვე სისტემებით, რომლებიც ტენიანობისა და ტემპერატურის ყოველდღიური მონიტორინგისა და კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. ეს უზრუნველყოფს შენახვის ოპტიმალური პირობების შენარჩუნებასა და მარცვლეულის ხარისხის დაცვას.
11 000-ტონიანი ტევადობის სასილოსე ინფრასტრუქტურა ინვეტ ჯგუფს შესაძლებლობას აძლევს, 2026 წლის სეზონური მარცვლეულის მარაგები საკუთარ თანამედროვე საცავებში განათავსოს, გააძლიეროს ლოჯისტიკური შესაძლებლობები და კიდევ უფრო ეფექტურად მართოს საწარმოო პროცესებისთვის საჭირო ნედლეულის რესურსები.
ქანდის მარცვლეულის შესანახი მეურნეობის ოფიციალური გახსნა 2026 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. ახალი ობიექტი ინვეტ ჯგუფის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია, რომელიც კომპანიის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეფექტურობის ზრდასა და გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ემსახურება.