ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

დავათი

დავათი

ქართული ფარმაცევტული საწარმო „დავათი“, დაარსდა 1998 წელს. თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა მხოლოდ სამედიცინო მედიკამენტებს, რომლებიც როგორც ქართულ ასევე იმპროტირებულ მედიკამენტებთან შედარებით გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით და ეფექტურობით.

2006 წლიდან ფარმაცევტული საწარმო აფართოებს პროფილს და იწყებს სავეტერინარო მედიკამენტების წარმოებას.

დღეის მდგომარეობით შპს „დავათის“ სახით ქართულ ბიზნეს სივრცეში წარმოდგენილია თანამედროვე ფარმაცევტული კომპანია, რომლის ბაზაზეც მიმდინარეობს უახლესი თაობის ფართო სპექტრისა და მოხმარების სამედიცინო და ვეტერინარული მედიკამენტების დამზადება.

ახალი ტექნოლოგიების ათვისების, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და აპარატურის მუდმივი მოდერნიზაციის პირობებში, ყოველ წლიურად, იზრდება „დავათის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ასორტიმენტი და რაოდენობა.

კომპანია წარმატებით მონაწილეობს თემატურ გამოფენებსა და სიმპოზიუმებში. საქართველოში სამედიცინო და ვეტერინარულ სეგმენტში წამყვანი ადგილის დამკვიდრების შემდეგ, კომპანიის მენეჯმენტი სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მეზობელ ქვეყნებში „დავათის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით.

კომპანია „დავათის“ ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია იმუშაოს ისე, რომ ქვეყანას შეემატოს კიდევ ერთი თანამედროვე ტიპის და მოთხოვნების შესაბამისი საწარმო, გამოუშვას მაღალხარისხოვანი და იაფი პროდუქცია, დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.