შპს „დავათი“-ს ხელმძღვანელობა გამოთქვავს მზაობას და ნებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის მქონე პროდუქტი. კომპანიის პოლიტიკას წარმოადგენს საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა და მაქსიმალური დაკმაყოფილება, რისთვისაც ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი კვალიფიკაციის და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ წარმოებულ პროდუქტს.
ჩვენი სტრატეგიული მიზანია გავხდეთ მაღალი რეიტინგის კომპანია. ეს პოლიტიკა გამოიყენება, როგორც სისტემის ეფექტურობისათვის საჭირო გაზომვადი მიზნების ჩამოყალიბებისა და გადახედვის სახელმძღვანელო.
კომპანიის მიზანია მომხმარებლისათვის ხარისხიანი, უსაფრთხო, ინოვაციური და ინდივიდუალურ პროექტზე მორგებული პროდუქტის მიწოდება.
ჩვენი პრიორიტეტია მაღალხარისხიანი ვეტ-პრეპარატების წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების ხელშეწყობა.
ჩვენი ხედვა ხარისხთან მიმართებაში არის შემდეგი:
o ვიყოთ სტაბილურობისა და ხარისხის გარანტი ჩვენ საბაზრო სეგმენტში;
o განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობას
ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის და მიზნების სწორი დაგეგმვის, კლიენტზე ორიენტირების, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლების გზით.
კომპანიის პოლიტიკა და წესები ვრცელდება ორგანიზაციის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულზე თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.