ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ინვეტ ფიდი

ინვეტ ფიდი

კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარზე 2015 წლის 14 მაისიდან ჩნდება.

 

პროექტების „აწარმოე საქართველოში“ და „გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი“ ფარგლებში კომპანიამ შესძლო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მძლავრი წარმადობის (8–10 ტ/სთ) ახალი საწარმოს აშენება ქ. მცხეთაში, სადაც დაიწყო ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებული საკვების წარმოება.

 

„ინვეტ ფიდი“ ფერმერებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტის კომბინირებულ საკვებსა და საკვებ დანამატებს ფრინველებისა და ცხოველებისთვის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

 

პროდუცია მზადდება მეფრინველეობის, მესაქონლეობის, მეღორეობისა და მებოცვრეობის ფერმებისათვის.

 

საწარმოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ოპტიმალურ ვადებში დგინდება ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხი.

 

კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.

 

2019 წლიდან საწარმოს დაემატა გრანულაციის ხაზი, რამაც განაპირობა საკვების ხარისხის გაუმჯობესება და ასორტიმენტის ზრდა. შედეგად, იმავე წელს ინვეტ ფიდს შესაძლებლობა მიეცა პროდუქცია გაეტანა ექსპორტზე სომხეთში.

 

კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთშორისო გამოფენებში, რაც სამომავლოდ საექსპორტო ბაზრის გაფართოების საშუალებას იძლევა.