ინვეტ ზოო - ონლაინ მაღაზია
KA EN RU
 
კამპეო - სტერილური კატის საკვები 4კგ.
25.00 ₾
პროდუქტის ტიპი : კატის საკვები
პროდუქტის ფორმა : კატის მშრალი საკვები
კოდი : 5600758049693
რაოდენობა
- +
  • აღწერა
  • მიწოდება
  • დაბრუნების პირობები
  • უსაფრთხოების პოლიტიკა

პროდუქტის მახასიათებელი: 

ასაკი ზრდასრული სტერილური კატებისთვის
ტიპი    მშრალი საკვები
ძირითადი ინგრედიენტები     ფრინველის ხორცი
სასარგებლო თვისებები დაბალი ცხიმიანობა
შეფუთვა 4კგ
მწარმოებელი პეტმაქსი, პორტუგალია
საკვების კლასი ეკონომ კლასი

 

აღწერა:

სრულფასოვანი საკვები ზრდასრული სტერილური კატებისთვის.

 

შემადგენლობა:

გამომშრალი ფრინველის ცილა (26%), ხორბალი, სიმინდი, გამომშრალი ღორისა და მსხვილფეხა პირუტყვის ცილა, ფრინველის ცხიმი, ბრინჯი (4%), მინერალები, შაქრის ლერწმის ბოჭკო, ჭარხლის პულპა (2%), გამომშრალი თევზის ცილა, ჰიდროლიზებული ფრინველის ცილა, საფუარი (MOS-ის წყარო, 450 მგ/კგ), იუკა შიდიგერა (125 მგ/კგ).

 

ვიტამინები და დანამატები:

ვიტამინი A (3a672a) — 18,000 UI, ვიტამინი D₃ (3a671) — 1,350 UI, ვიტამინი E (3a700) — 90 მგ, ბიოტინი (3a880) — 0.9 მგ, ტაურინი (3a370) — 1,350 მგ, მიკროელემენტები: რკინის სულფატის მონოჰიდრატი (3b103) — 54 მგ, კალიუმის იოდიდი (3b201) — 1.08 მგ, სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი (3b405) — 10.8 მგ, მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატი (3b503) — 21.6 მგ, თუთიის სულფატის მონოჰიდრატი (3b605) — 67.5 მგ, თუთიის ქილატის გლიცინის ჰიდრატი (მყარი) (3b607) — 45 მგ, ნატრიუმის სელენიტი (3b801) — 0.16 მგ,ამინომჟავები :DL-მეთიონინი (3c301) — 1,350 მგ.

 

ანალიტიკური კომპონენტები:

ნედლი პროტეინი: 30%, ნედლი ცხიმი: 10%, ნედლი ნაცარი: 8.5%, ნედლი ბოჭკო: 3%

 

გამოყენების ინსტრუქცია:

საკვები განკუთვნილია ყველა ჯიშის მოზრდილი კატებისთვის. დოზა შეიძლება იცვლებოდეს ცხოველის წონის და ფიზიკური აქტივობის მიხედვით. საშუალოდ რეკომენდებულია 30–60 გრამი დღეში. ახალ საკვებზე გადასვლისას, კატა ნელ-ნელა უნდა მიაჩვიოთ — აურიეთ ძველ საკვებში და თანდათან გაზარდეთ ახალი საკვების წილი. ყოველთვის უზრუნველყავით, რომ კატას ჰქონდეს სუფთა, ახალი წყალი. შეინახეთ მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, მზისგან დაცულად.

 

საკვების მიღების წესი: 

ცხოველის წონა (კგ) 2კგ 3კგ 4კგ 5კგ

გ. / დღე

30გ

40გ

50გ

60გ

მინიმალური შეკვეთა: 50 ლარი

 

თბილისში და თბილისის შემოგარენში მიწოდება:

  • 100 ლარამდე პროდუქციის შეძენისას - 5 ლარი
  • 100 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას მიწოდება უფასოა

 

შეკვეთის მიწოდება ხდება შემდეგ სამუშაო დღეს, პარასკევს დაფიქსირებული შეკვეთები დარიგდება ორშაბათს. შაბათ-კვირას მიწოდება არ ხდება.

 

შემოგარენი:

 

*შემოგარენი: კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ზაჰესი, ლილო, ორხევი, ფონიჭალა, აეროპორტის დასახლება, ნასაგური, სოფ. დიღომი, სოფ. გლდანი, მუხიანის აგარაკები, ავშნიანი, ბეთანია.

  • ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (გადმოწერა) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: support@invet.com.ge 

    ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

  • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

  • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.

  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.

  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

  • მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

ტერმინთა განმარტება


წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • შპს „ინვეტი“ (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“, „კომპანია“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული კომპანია, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინვეტი“, (ს/კ 404387481).
  • პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
  • მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
  • მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
  • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;   წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად ასევე მიიჩნევა შპს “ინვეტი” (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 404387481, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა)
  • მესამე პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
  • პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.  პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან;


თანხმობა


შპს „ინვეტის“
ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი შპს „ინვეტს“ ანიჭებს უფლებას დაამუშავოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია შპს „ინვეტის“ მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „ინვეტი“ მოკლებულია შესაძლებლობას მომხმარებელს გაუწიოს რაიმე სახის მომსახურება და შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

მიზანი

ვებგვერდიებს Invet.ge; Zoodelivery.ge გამოყენებისას ვალდებული ხართ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ამის შესაბამისად, შპს „ინვეტი“  მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. მომხმარებელი, რომელიც კომპანიას საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას შპს „ინვეტს“ გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „ინვეტის“ მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, კომპანიის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს შპს „ინვეტის“ ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.


მონაცემთა დამუშავების საფუძველი


შპს „ინვეტი“-სა
და უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგი:

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
  • მისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.


მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

  • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • შპს „ინვეტის“ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • შპს „ინვეტის“ კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • შპს „ინვეტზე“ განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • შპს „ინვეტის“ სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • შპს „ინვეტისთვის“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
  • კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;


მომხმარებლის უფლებამოსილება

მომხმარებელს უფლება აქვს შპს „ინვეტს“ მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება შპს „ინვეტის“ მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა/მოპოვებულ იქნა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მონაცემთა შენახვის ვადის ან მისი განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ;
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მომხმარებელს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.


შპს „ინვეტის“
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მხრიდან მომხმარებლის ინფორმირება ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შპს „ინვეტი“ ვალდებულია გაასწოროს/განაახლოს/შეავსოს მომხმარებლის შესახებ მცდარი/არაზუსტი/არასრული მონაცემ(ებ)ი ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.

მომხმარებელს უფლება აქვს შპს „ინვეტს“ მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგი) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შპს „ინვეტი“ ვალდებულია შეწყვიტოს/წაშალოს ან გაანადგუროს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.

იმ შემთხვევაში, თუ: მომხმარებელი სადავოდ ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა; მომხმარებელს უფლება აქვს შპს „ინვეტს“ მოსთხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა დაბლოკვა. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა. გარდა მონაცემთა შენახვისა, ისინი შპს „ინვეტის“ მიერ შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში: მომხმარებლის თანხმობით; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად; შპს „ინვეტის“ ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად; კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განაცხადებს თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე ან/და მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ან/და მომხმარებელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იგი უფლებამოსილია შპს „ინვეტისგან“ სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

მომხმარებელს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს შპს „ინვეტის“ მიერ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: ეფუძნება მომხმარებლის აშკარად გამოხატულ თანხმობას; აუცილებელია მომხმარებლისა და შპს „ინვეტს“ შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ შპს „ინვეტისთვის“ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება, შპს „ინვეტის“ მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონული შემდეგ ელ.ფოსტაზე მიმართვის საშუალებით: support@invet.com.ge. ასეთ შემთხვევაში, შპს „ინვეტი“ თავის მხრივ, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. თანხმობის გამოხმობამდე მოხმარებელს უფლება აქვს, შპს „ინვეტს“ მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

მომხმარებელი უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.


მომხმარებლის ვალდებულება

მომხმარებელი ვალდებულია შპს „ინვეტს“ მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.


შპს „ინვეტის“ ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომხმარებლის მიერ შპს „ინვეტის“ ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას შპს „ინვეტის“ მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია შპს „ინვეტს“ მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.


არასრულწლოვანი პირი

შპს „ინვეტი“ მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, შპს „ინვეტი“ უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „ინვეტზე“ რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.


ვის ვუზიარებთ მომხმარებლის მონაცემებს

პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლოა განხორციელდეს პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიას მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შპს „ინვეტს“, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

შპს „ინვეტი“ უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.


პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობა/გამოხმობა

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა შპს „ინვეტისგან“ გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, შპს „ინვეტი“ შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება შპს „ინვეტის“ ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით.

მომხმარებელი უფლებამოსილია „NOSMS“-ის გაგზავნით შემდეგ ნომერზე: 90406 ან/და ელ. ფოსტაზე: support@invet.com.ge შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით განაცხადოს უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.

შპს „ინვეტი“ ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს შპს „ინვეტს“ შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.


ლოგ ფაილები და cookies

შპს „ინვეტი“ სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, შპს „ინვეტი“ იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი;
  • მოწყობილობის ტიპი;
  • ბრაუზერი;
  • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი შპს „ინვეტის“ ვებგვერდზე;
  • ინფორმაცია შპს „ინვეტის“ ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ - რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ამგვარი ინფორმაციის დამუშავების მიზანია:

  • გავაანალიზოთ ტრენდები;
  • შპს „ინვეტმა“ მართოს ვებგვერდი;
  • აწარმოოს სტატისტიკა;
  • თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
  • შეიმუშავოს და განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული აქტივობები;
  • გასცეს რჩევები და რეკომენდაციები.

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies.

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.


მონაცემების მიღება

შპს „ინვეტი“ ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  • როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
  • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;


რა სახის მონაცემები მუშავდება

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • მობილურის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მისამართი;
  • სახელი და გვარი;
  • პირადი ნომერი
  • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. შპს „ინვეტს“ არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. შპს „ინვეტი“ იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.


კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა

შპს „ინვეტი“ პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას შპს „ინვეტი“ ინახავს/ამუშავებს კანონმდებლობით, წინამდებარე პოლიტიკითა და შპს „ინვეტის“ სამუშაო სპეციფიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

შპს „ინვეტი“ წარმოადგენს იქომერს პლატფორმას, სადაც მომხმარებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის შემდეგ, კუთვნილი user-ით არაერთჯერადად ისარგებლოს და შეუკვეთოს სასურველი ნივთი/პროდუქტი, გამომდინარე აქედან, შპს „ინვეტის“ მიერ თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია user-ის მონაცემთა დამუშავება პარალელურ რეჟიმში. აღნიშნული მონაცემთა დამუშავების მიზნიდან გამომდინარე შეუძლებელია მონაცემთა შენახვის ვადის კონკრეტულად განსაზღვრა. შესაბამისად, შპს „ინვეტი“ მონაცემებს ინახავს ვიდრე მომხარებელი არ გამოთქვამს სურვილს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ან/და არ დადგება კანონით გათვალისწინებული შემთხვევები.


უსაფრთხოება

შპს „ინვეტისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. შპს „ინვეტი“ გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „ინვეტი“ იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

შპს „ინვეტი“ მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას შპს „ინვეტის“ სერვერებზე.


მესამე მხარე

შპს „ინვეტი“ იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს შპს „ინვეტის“ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, შპს „ინვეტი“ მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.


ცვლილებები და დამატებები

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის შპს „ინვეტის“ მიერ მომხმარებლისათვის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.

 

მსგავსი პროდუქცია
-10%

საუკეთესო ფასი

ცხელი შეთავაზება
მაღაზია
შეარჩიეთ
ძიება
მომხმ.
0
კალათა
ფილტრი
პროდუქტის ტიპი