მოვაჭრის დასახელება: შპს „ინვეტი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 404387481
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 84ა
ელ-ფოსტა: info@invet.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 25 19 66
ქვემოთ განსაზღვრული პირობები, პარმოადგენს შეთანხმებას კომპანიასა და მომხმარებელს შორის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე. მომხმარებელი მონიშვნით გამოხატავს ნებას გააფორმოს ხელშეკრულება და ეთანხმება ყველა მოცემულ პირობას. თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას. ამასთან, მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია არის სწორი და ელექტრონულ კომუნიკაციას კომპანიასა და მომხმარებელს შორის აქვს წერილობით დოკუმენტის ძალა.
პლატფორმაზე რეგისტრაციით მომხმარებელი თანახმაა კომპანიამ შეინახოს და დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები ანგარიშის აქტიური სტატუსის პერიოდში და ანგარიშის გაუქმების თარიღიდან 1 წლის განმავლობაში, თუ მომხმარებლის მიერ გამოხატული არ არის საწინააღმდეგო ნება.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. კომპანია - შპს ინვეტი (ს/კ: 404387481), ან მისი უფლებამონაცვლე;
1.2. კურიერი - ფიზიკური პირი (მოიცავს როგორც მეწარმე ისე არამეწარმე ფიზიკურ პირს), რომელიც პლატფორმაზე განთავსებული მომხმარებლის შეკვეთის დადასტურებით კისრულობს ვალდებულებას, მომხმარებლებს მიაწოდოს შეკვეთა;
1.3. მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც რეგისტრირებული პლატფორმაზე და მასზე განთავსებული პროდუქციის შეძენისა და მათი მიღების მიზნით განახორციელა შეკვეთა;
1.4. მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
1.5. პლატფორმა - კომპანიის მფლობელობაში/მმართველობაში არსებული პლატფორმა (მოიცავს როგორც ვებგვერდს www.invet.ge, ასევე, არსებობის შემთხვევაში, მასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს) ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ობიექტებსა და კურიერებს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ობიექტებისგან შეიძინონ პროდუქცია, ხოლო კურიერებს დაუკვეთონ მისი მიწოდება;
1.6. მიწოდების მომსახურება - კურიერების მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელი მის მიერ მითითებულ მისამართზე იღებს შესყიდულ პროდუქციას (შეკვეთას);
1.7. დასრულებული შეკვეთა - მომხმარებლის მიერ განთავსებული შეკვეთა, რომელიც დადასტურდა კომპანიის მიერ და არ ექვემდებარება ცვლილებას ან გაუქმებას მომხმარებლის მიერ;
1.8. მიწოდების საკომისიო - შეკვეთის მიწოდების საკომისიო, რომელსაც იხდის მომხმარებელი მიწოდების მომსახურების სანაცვლოდ;
1.9. მომხმარებლის მისამართი - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე მითითებული ადგილი/ტერიტორია/მისამართი, სადაც უნდა მოხდეს მისთვის შეკვეთის გადაცემა;
1.10. საქონელი/პროდუქტი/პროდუქცია - ინვეტის ვებგვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;
1.11. ქუქი ფაილები - ელექტრონული იდენტიფიკატორები, რომელსაც კომპანია იყენებს იმისათვის, რომ კომპანიის ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდზე ავტორიზაციაგაუვლელ პირს მისცეს ზოგიერთი სერვისით სარგებლობის ტექნიკური საშუალება;
1.12. ვიზიტორი - პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის კომპანიის ვებგვერდზე და არ აქვს გავლილი ავტორიზაცია.
1.13. რეგისტრაცია - ვებგვერდზე წვდომის ფუნქცია, რომელიც ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, შექმნას საკუთარი პროფილი ინვეტის პლატფორმებზე.
1.14. ავტორიზაცია - ვებგვერდზე წვდომის ფუნქცია, რომელიც ანიჭებს პირს უფლებას, ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის მიზნით, ისარგებლოს საკუთარი პროფილით ინვეტის პლატფორმებზე.
1.15. პერსონალური ინფორმაცია - ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია, როგორც - 'პერსონალური მონაცემი' 'პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს' კანონით;
1.16. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალება - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე შეკვეთის/შეტყობინების გაგზავნისას, კომპანიასა და მომხმარებელს შორის განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაცია, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლის მიერ დასმულ შეკითხვას თუ მოთხოვნას გამოეხმაურება ელექტრონულად (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
1.17. ჩატი - მომხმარებელსა და კომპანიას შორის ელექტრონული კომუნიკაციის არხი, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო და მომხმარებლის მხრიდან უკუკავშირის მიღების ფუნქცია.
1.18. ონლაინ გადახდა - მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განხორციელებული ტრანზაქცია, რომლის შედეგად მოხდა პლატფორმაზე განთავსებული პროდუქტის/პროდუქციის შეძენა.
1.19. მომხმარებლის ანგარიში - მომხმარებლის მიერ www.invet.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი;
1.20. პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
1.21. თათი ბარათი - მომხმარებლის უფლება, რომელიც გამოიხატება ექვსნიშნა კოდით, დაკავშირებულებია მის პირად მონაცემებთან და ანიჭებს უფლებას საბითუმო ფასით შეიძინოს პროდუქტი. თათი ბარათის პლატფორმაზე გამოყენებისას მომხმარებელს არ უგროვდება ქულები.
1.22. საცალო ფასი - ფასი, რომელიც სავაჭრო ქსელში აქვს პროდუქტს.
1.23. საბითუმო ფასი – ფასი, რომელსაც იხდიან მომხმარებლები საქონლის გარკვეული რაოდენობით დადგენილი ლიმიტის შესრულების შემდეგ განხორციელებული შესყიდვისას.
მოვაჭრის ვალდებულებები
- მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი და მომსახურება.
- საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის ნიმუშს ჰქონდა.
- მოვაჭრის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა მოვაჭრეს ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც მოვაჭრე დაეთანხმა.
კანონისმიერი გარანტია
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.
- საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სტანდარტული შეკეთება -ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
- საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
- მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა
- მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის
- მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
- მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
შეკვეთის
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია მოვაჭრის საიტზე შეკვეთის გაფორმების გზით, შემდეგ მომხმარებელი გადადის ანგარიშსწორების ნაწილზე, შეყავს საბანკო მონაცემები და ახორციელებს ანგარიშსწორებას.
- იმისათვის რომ მომხმარებელმა შეიძინოს მოვაჭრის პროდუქცია, მან უნდა განათავსოს მინიმუმ 50 (ორმოცდაათი) ლარის ღირებულების შეკვეთა.
- მოვაჭრის მიერ პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით, რომელიც ასევე მოიცავს თბილისის შემოგარენს. შემოგარენი გულისხმობს შემდეგს:კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ზაჰესი, ლილო, ორხევი, ფონიჭალა, აეროპორტის დასახლება, ნასაგური, სოფ. დიღომი, სოფ. გლდანი, მუხიანის აგარაკები, ავშნიანი, ბეთანია.
- მოვაჭრე, ანგარიშსწორების მომენტიდან, არაუმეტეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში (შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს) ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან თბილისში – 1 სამუშაო დღეს. მოვაჭრე განმარტავს, რომ პარასკევს შეძენილი ნივთის მიწოდება განხოორციელდება ორშაბათ დღეს ან/და თუკი შეკვეთის განთავსების დღე ან მომდევნო დღე არის არასამუშაო დღე, შეკვეთის მიწოდება გადაინაცვლებს მომდევნო სამუშაო დღისთვის (შაბათ-კვირას, ასევე სხვა არასამუშაო დღეებში (ოფიციალურ დასვენების დღეებში) მიწოდება არ განხორცციელდება).
- შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე. მხარეთა შორის მიწოდების დასტურად გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც კურიერი წარუდგენს მომხმარებელს, რომელიც საკუთარი ხელმოწერით დაადასტურებს პროდუქციის მიღებას.
- მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
- მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი შემოწმება და ხელმოწერით დაადასტურის, რომ ნივთს არ აქვს ვიზუალური ნაკლი.
- მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
მიწოდების საფასური
თბილისში და თბილისის შემოგარენში მიწოდება:
- 100 ლარამდე პროდუქციის შეძენისას - 5 ლარი
- 100 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას მიწოდება უფასოა
უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა
- მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
- ეს ვადა აითვლება:
- მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან
- საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან
- მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან
- საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან
დაბრუნების პირობები
- ნივთის უპირობოდ დაბრუნების მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე)და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: support@invet.com.ge , კომპანიის ცხელ ხაზზე (+995 (32) 2 25 19 66) ან ფეისბუქ გვერდის (https://www.facebook.com/InvetGroup/) ჩატში.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
- მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
- გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
- იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს მოვაჭრე თავისი რესურსით.
- მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.
- მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
- მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.
ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
- მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
ფორს–მაჟორი
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.