ინვეტ ზოო - ონლაინ მაღაზია
KA EN RU
 

პერსონალური მონაცემების დამუშავება

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის ფორმა

 

წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების ფორმაზე თანხმობით, მე-მონაცემთა სუბიექტი ვანიჭებ  შპს „ინვეტი“-ს  (ს/ნ: 404387481; იურ.მის: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა, N 84ა) უფლებამოსილებას დაამუშავოს ჩემი პერსონალური ინფორმაცია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.

 

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება გულისხმობს, შპს „ინვეტი“-ს  (ს/ნ: 404387481) მიერ დაგეგმილი სიახლეების, შეთავაზებების, აქციების/ფასდაკლებების  შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გამოგზავნის გზით.

 

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებას ექვემდებარება ჩემი, როგორც მონაცემთა სუბიექტის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 

ინფორმირებული ვარ, რომ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად ექვემდებარება მხოლოდ  ჩემი თანხმობის (წერილობითი) არსებობას.

 

თანხმობა ვალიდური იქნება და შპს „ინვეტი“ შეძლებს ჩემი ზემოთ მითითებული  პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავებას, მანამ სანამ არ გამოვითხოვ კომპანიისთვის გამჟღავნებულ თანხმობას.

 

წინამდებარე  ფორმაზე ხელმოწერით, ვადასტურებ,რომ ჩემ მიერ შპს „ინვეტი“-სთვის გაცხადებული თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ზემოთ მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ინფორმირებული, არაორაზროვანი, ნებაყოფლობითი და  კონკრეტულია.

 

ამასთანავე, ინფორმირებული ვარ, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს გამოვითხოვო ჩემ მიერ კომპანიისთვის გამჟღავნებული თანხმობა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი განხორციელდა ან/და [support@invet.com.ge]-ზე შეტყობინების გაგზავნის გზით.  პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე კომპანიისთვის გამჟღავნებული თანხმობის თქვენ მიერ უკან გამოთხოვნის შემთხვევაში, შპს „ინვეტი“ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით  პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.

 

თანხმობის მიცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი  აღირიცხება და შპს „ინვეტი“-ს მიერ შეინახება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თქვენი უფლებებისა და შპს „ინვეტი“-ს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენს ოპერირებად  ვებგვერდზე:  invet.ge/ka/უსაფრთხოების-პოლიტიკა.

 

წინამდებარე პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების ფორმაზე თანხმობით, ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები შპს „ინვეტო“-ს მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტსა და პროცესს.

 

 

მაღაზია
შეარჩიეთ
ძიება
მომხმ.
0
კალათა
ფილტრი
პროდუქტის ტიპი