ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

იოდინი 10%

₾23.70
მიმართულება :
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : სადეზინფექციო
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43034

Iodine 10 %

Davati, საქართველო

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო ხსნარი

 

 

შემადგენლობა:

1 მლ. პრეპარატი შეიცავს:

პოვიდონის იოდინი ........................................................................................................................... 100მგ.

 

დახასიათება:

პრეპარატს გააჩნია ანტისეპტიკური და ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი აქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების, უმარტივესების მიმართ. პრეპარატის აქტიური ნივთიერება იოდი წარმოდგენილია პოლივინილ-პიროლიდონის იოდის კომპლექსური ფორმით. აქტიური იოდის კონცენტრაცია შეადგენს _ 0,1%-ს. იოდინის გამოყენების ადგილას წარმოიქმნება თხელი შეღებილი ფენა, რომელიც შენარჩუნებულია მანამ, სანამ იოდის მთლიანი რაოდენობა არ გამოთავისუფლდება. ამის შემდეგ პრეპარატის მოქმედება წყდება.

 

ვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის დასამუშავებლად ოპერაციის წინ ან მის შემდეგ (მათ შორის ინექციები, პუნქცია, ბიოფსია, სისხლის აღების დროს). ასევე ჭრილობების, დამწვრობის, ტროფიკული წყლულის, ნაწოლების, ინფექციური დერმატიტის სამკურნალოდ, პაციენტის ჰიგიენური დამუშავების, მწვავე და ქრონიკული ვაგინიტის (შერეული, არასპეციფიური ინფექციები, ტრიქომონოზის და კანდიდოზის) დროს. ცხოველების კიდურების დეზინფექცია თურქულის, ნეკრობაცილოზით დაავადების შემთხვევაში. კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციების შემთხვევაში. შენობების, წარმოება-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების, ცხოველების სადგომის, ინკუბატორის, საფრინველისა, საკვებურების, წყლის ჭურჭლის და სხვა მოწყობილობების დეზინფექციისათვის.

 

მიღების წესი და დოზირება:

იოდინის ხსნარი გამოიყენება განზავების გარეშე ან წყლიანი ხსნარის 1:10 ან 1:100 განზავებული სახით. კანის ზედაპირის დეზინფექციის მიზნით, კანის ჯანმრთელ ზედაპირზე განუზავებელი ხსნარი გამოიყენება ექსპოზიციის სახით 1-2 წთ. ჭრილობის, დამწვრობის, ბაქტერიული და კანის სოკოვანი დაზიანებებისას. გამოიყენება იოდინის წყლიანი ხსნარი 1:10 განზავებით. პაციენტის ჰიგიენისათვის გამოიყენება 1:100 განზავებული წყლიანი ხსნარი.

 

შეფუთვა:

100 და1000 მლ. შემცველობის პოლიემერის ბოთლები.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას 5-15˚C ტემპერატურაზე.

 

ფასდაკლება