ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ატაკოლი 100მლ

₾5.00
მიმართულება :
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43039

ატაკოლი - Atacol

დავათი, საქართველო

 ორალური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება

 

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ. შეიცავს:

ქოლისტინის სულფატი .............................................................................................................. 2400 000მე. (11 %)

 

დახასიათება:

ქოლისტინი პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიურად მოქმედებს გრამუარყოფითი ბაქტერიების საწინააღმდეგოდ როგორიცაა, ნაწლავის ჩხირი, ჰემოფილური ჩხირი, სალმონელა. პოლიმიქსინებს ახასიათებთ ფოსფოლიპიდებთან ძლიერი ურთიერთქმედება, უჯრედში შეღწევისას ისინი ანადგურებენ გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედული მემბრანის სტრუქტურას. უერთდებიან ლიპოპოლისაქარიდულ ენდოტოქსინს, ამგვარად ანეიტრალებენ ენდოტოქსინის ფუნქციურ აქტიურობას. ქოლისტინი არასრულად ადსორბირდება პერორალური მიღებისას და თითქმის მთლიანად გამოიყოფა ფეკალთან ერთად.

 

ჩვენებები:

პრეპარატი განკუთვნილია ქოლისტინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების (E.კოლი, ჰემოფილუს, სალმონელა) მიერ გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს შინაურ ფრინველში, ხბოში, ღორში, ცხვარსა და თხაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად სასმელ წყალთან ერთად.
ხბო, ცხვარი და თხა: ..................... 1მლ. 40კგ. ცოცხალ წონაზე, დღეში 2 ჯერ 5-7 დღე.
ფრინველი და ღორი: ............................... 1ლ. 2000-4000ლ. სასმელ წყალში 5-7 დღე.

 

უკუჩვენებები:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ქოლისტინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის, თირკმელების უკმარისობის ან მაღალი მიკრობული მონელების დროს.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 7 დღე.

 

შეფუთვა:

100 მლ. და 1 ლ.  შემცველობის პოლიმერის ბოთლი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ფასდაკლება