სავაჭრო დასახელება
პიპერაზინი
წამლის ფორმა
პერორალური ტაბლეტი
აღწერა
თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, გარსის გარეშე. ცალ მხარეს გამყოფი ჭდით, მეორე მხარეს მწარმოებლის ლოგოს აღნიშვნით
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
Piperazine adipinate
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტის შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: პიპერაზინის ადიპინატი 500მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება და ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი მიეკუთვნება ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას. გნსაკუთრებით გამოხატული მოქმედება ახასითებს ზრდასრულ და არაზრდასრულ ჰელმინთებზე, იწვევს ნემატოიდების კუნთების დამბლას და არღვევს მათი ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციას. პრეპარატის გამოყენებისას დეჰელმინტიზაციის ხარისხი შეადგენს 95 %, განმეორებითი გამოყენებისას კი 100 %.
პრეპარატი სწრაფად ადსორბირდება (შეიწოვება) ცხოველის ორგანიზმის ქსოვილებში და ბიოლოგიურ სითხეებში, კარგად ნაწილდება, ქმნის მაღალ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. რაც შეეხება პრეპარატის გამოყოფას იგი ძირითადად წარმოებს თირკმლების საშუალებით შარდთან ერთად.
ჩვენება
პიპერაზინი გამოიყენება ასკარიდოზის, პარაასკარიდოზის, ნეასკარიდოზის, ჰეტეროაკიდოზის, ეხინურიოზის და ტოქსოკაროზის სამკურნალოდ შემდეგ ცხოველებში და ფრინველებში: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, მათ შორის ხბოში, თხაში, ღორში, ცხენში, ძაღლში, კატაში, კურდრელში, ბატში, ქათამში, იხვში.
მიღების წესი და დოზირება:
ცხოველთა სახეობა
|
დოზა
|
მკურნალობის ხანგრძლივობა
|
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მათ შორის ხბო
|
0,7 გ (1,5 ტაბლეტი) კგ ცოცხალ წონაზე
(მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 160 გ)
|
ერთჯერადად
|
ღორი და თხა
|
0,7 გ (1,5 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე
(მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 15 გ)
|
დილით 2 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსის გამეორება შეიძლება 2 თვის შემდეგ.
|
ცხენი
|
0,7 გ (1,5 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე
ზრდასრული ცხენისთვის
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 80 გ
1-2 წლის ცხენისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 60 გ
უფრო ახალგაზრდა ცხენისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 გ
|
2 დღე. 10 კვირის შემდეგ შესაძლებელია კურსის გამეორება
|
კატები და ძაღლები
|
0,5 გ (1 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე.
|
ერთჯერადად. შესაძლებელია კურსის გამეორება 21 დღის შემდეგ.
|
ბატები
|
1გ (2 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე.
|
2 დღე.
ასევე ერთ-ერთი სქემიდან ამ დღეებს შორის ახდენენ დღეღამურ შესვენებას ან პრეპარატი ეძლევა 3 დღე ზედიზედ.
|
|
|
ქათმები
|
0.25 გ (0.5 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე.
წიწილებში (2-3 თვის ასაკის) - 0,3 გ - 0,5 გ (3/4 – 1 ტაბლეტი)
|
იხვები
|
0,25 გ - 1 გ (0,5 – 2 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე.
|
წამალი ეძლევა წყალთან ერთად საღამოს, ამ დროს სხვა სასმელი წყლის მიღება იკრძალება
|
კურდღლები
|
0,5 გ (1 ტაბლეტი) 1 კგ ცოცხალ წონაზე მოზრდილებში.
0,2 გ (0,4 ტაბლეტი) 1კგ ცოცხალ წონაზე ახალგაზრდებში
|
2 დღე. პრეპარატის მიღების წინ ცხოველს არ აჭმევენ 18-24 საათის განმავლობაში.
|
მოცდის პერიოდი:
ხორცი - 4 დღე
რძე - 2 დღე
კვერცხი - 2 დღე
უკუჩვენება
პიპერაზინის გამოყენება იკრძალება ცხოველებში, როდესაც აღინიშნება ღვიძლა და თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ასევე არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის მოტორიკის დარღვევისას.
გვერდითი მოვლენები
პიპერაზინის გამოყენებას თერაპიულ დოზებში არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, ადვილად გადაიტანება ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცხოველში და ფრინველში. თუმცა იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ღებინება, დიარეა, ტრემორი.
დოზის გადაჭარბება
11,4 გ/კგ-ზე წარმოადგენს პიპერაზინის მომაკვდინებელ დოზას. დოზის გადაჭარბებისას 24 საათის შემდეგ კატებში და ძალლებში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ინტოქსიკაციის ნიშნები: ღებინება, სისუსტე, სუნთქვის უკმარისობა, უკანა კიდურების ტრემორი (კანკალი), ჰიპერსალივაცია, დაჰიდრატაცია, მხედველობის დაქვეითება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო ქმედება, რეკომენდირებულია ნახშირის ან სხვა ენტეროსორბენტების გამოყენება.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერზე, ბლისტერი № 15 მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი
მწარმოებელი ქვეყანა
საქართველო
მწარმოებელი კომპანია
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.