invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ვეტაზურილ ორალი 10 მლ

₾1.80
მიმართულება :
ბრენდი : სხვა
პროდუქტის ტიპი : კოქციდიოსტატიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 49005

გამოყენების ინსტრუქცია

ვეტაზურილი

(ხსნარი პერორარული გამოყენებისთვის)

 

აღწერილობა

10 მლ გამჭვირვალე, ბლანტი, უფერული ხსნარი პოლიმერულ ფლაკონში.

შემადგენლობა

ხსნარის 1 მლ ხსნარი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებას:

ტოლტრაზურილი - 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ტრიეთანოლამინი, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ATC ვეტერინარული კლასიფიკაციის კოდი QP51AJ01 - ტოლტრაზურილი.

ანტიპროტოზოული საშუალება ფრინველის ეიმერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ტოლტრაზურილი არის ტრიაზინტრიონის ჯგუფის სინთეტიკური  ნივთიერება, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი ხარისხი. აქვს ემირიციდური ზემოქმედება ნაწლავის ეპითელური უჯრედების ეიმერიის ყველა უჯრედშიდა სტადიაზე (განვითარების ენდოგენური ციკლი: მეროგონია, გამეტოგონია). ეფექტურია ყველა სახის ეიმერიის წინააღმდეგ. თავსებადია ვიტამინებთან, საკვებ დანამატებთან და ასევე ფრინველის სამკურნალო სხვადასხვა საშუალებასთან.

ტოლტრაზურილი, ახდენს რა ეიმერიის რესპირატორული ფერმენტების ბლოკირებას, არღვევს უჯრედულ სუნთქვას მიტოქონდრიაში, შესაბამისად აფერხებს ბირთვის გაყოფის პროცესებს და მაკროგამეტოციტების ფორმირებას. პერორალური მიღების შემდეგ ტოლტრაზურილი ნელა შეიწოვება და ფრინველთა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანსა და ლორწქვეშა გარსებში ახდენს ეიმერიის ზრდისა და გამრავლების პროცესების ინჰიბირებას. ტოლტრაზურილი ფრინველის ორგანიზმიდან ძირითადად უცვლელი ან მეტაბოლიტების (სულფონების) სახით ნაკელთან ერთად გამოიყოფა.

ცხოველების სახეობები

ქათამი (ბროილერი, სარემონტო ახალგაზრდა თაობა), ინდაური, ბატი, იხვი.

ჩვენებები

ქათმების (ბროილერი, სარემონტო ახალგაზრდა თაობა), ინდაურის, ბატის, იხვის მკურნალობა შემდეგი სახის ეიმერებით გამოწვეული ეიმერიოზის დროს:

ქათმებში (ბროილერი, სარემონტო მოზარდები): Eimeria acervuline, E. brunette, E. maxima, E. mitis, E. necatrix, E. tenella;

ინდაურებში: Eimeria adenoids, E. meleagridis, E. meleagrimits;

ბატებში, იხვებში: Eimeria anseris, E. truncate.

დოზირება

პრეპარატი გამოიყენება სასმელ წყალთან ერთად შემდეგი დოზირებით:

1 მლ სასმელი წყლის 1 ლიტრზე 48 საათის განმავლობაში ან 3 მლ სასმელი წყლის 1 ლიტრზე 8 საათის განმავლობაში.

მკურნალობის პერიოდში პრეპარატის ხსნარი გამოიყენება როგორც სასმელი წყლის ერთადერთი წყარო.

ეიმერიოზის მძიმე შემთხვევების დროს გამოიყენება 5 დღის შემდეგ იგივე სქემით.

წყალში გახსნილი პრეპარატის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ 24 საათის განმავლობაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტოლტრაზურილის მიმართ!

არ გამოიყენოთ მეკვერცხულ

 ქათმებში!

გაფრთხილებები

გვერდითი ეფექტები

არ არსებობს.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

თავი აარიდეთ პრეპარატის პირდაპირ კონტაქტს კანთან და ლორწოვან გარსთან, გამოყენებისას მიმართეთ დაცვის ინდივიდუალურ საშუალებებს. თვალებში ან კანზე შემთხვევითი მოხვედრის დროს კარგად ჩამოიბანეთ წყლით.

გამოუყენებელი და ვადაგასული პრეპარატის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის, კვერცხის დების პროცესში.

არ გამოიყენოთ კვერცხისმდებელ ქათმებზე!

ორგანიზმიდან გამოსვლის( (კარენციის) პერიოდი

ხორცი და მისი სუბპროდუქტები: 11 დღე.

გამოშვების ფორმა.

20 მლ პოლიმერული ფლაკონები.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 40 ც 10 მლ ფლაკონს.

გოფრირებული მუყაოს ყუთი შეიცავს 12 მუყაოს კოლოფს (480 ც 10 მლ ფლაკონით).

შენახვის პირობები.

შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე რეჟიმის დაცვით.

ვარგისობის ვადა.

2 წელი. გახსნის შემდეგ პროდუქტი ვარგისია 3 თვის განმავლობაში.

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

რეგისტრაციის მფლობელის დასახელება და მისამართი.

შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“

07400, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, ჰელსინსკის ჯგუფის ქუჩა 23ა

 

 

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.

შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“

07400, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, ჰელსინსკის ჯგუფის ქუჩა 23ა

 

/ხელმოწერილია/

/დასმულია ბეჭედი (შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 31033528, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, უკრაინა)/

                                                   

 

               

ფასდაკლება