invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ვეტამასტი LC (10მლ)

₾2.20
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : უკრვეტპრომპოსტაჩი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : შპრიცი
კოდი : 49006

ვეტამასტ

(სუსპენზია ინტრაცისტერალური გამოყენებისათვის)

 

აღწერილობა:

ღია-ყვითელი ფერის ზეთოვანი სუსპენზია 10 მილილიტრიან შპრიც-ტუბში.

 

შემადგენლობა:

1 შპრიც-ტუბი (10 მლ.) შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებას:

ენროფლოქსინი - 200 მგ.;

ნეომიცინის სულფატი - 200 მგ.;

პრედნიზოლონი - 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: 10 მილილიტრამდე ოდენობით თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი პარაფინი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ATC ვეტერინარული კლასიფიკაციის კოდი QJ51RV01 - ანტიმიკრობულები და კორტიკოსტეროიდები.

კომპლექსური ანტიმიკრობული პრეპარატი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობით, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ენროფლოქსინი მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი. აქტიურია უმრავლესობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის Escherichia coli, Haemophilus spp., Pasteurella spp., Salmonella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium perfringes, Bordetella bronchiceptica. Campylobacter spp., Corynebacterium pyogenes, Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Mycoplasma spp.. ენროფლოქსინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ფერმენტ გირაზის ინჰიბირებაში, რომელიც  ბაქტერიული უჯრედის ბირთვში დნმ-ის სპირალის რეპლიკაციაზე ახდენს გავლენას.

ნეომიცინის სულფატი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება აქტინომიცეტების წარმოებულ ბუნებრივი ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ნეომიცინის ქვეჯგუფს. ნეომიცინის სულფატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის მიმართ, მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების (პენიცილინი, ლევომიცეტინი, ტეტრაციკლინი) მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებისა. ნეომიცინის სულფატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია რიბოსომების დონეზე ცილის სინთეზის შეუქცევად ინჰიბირებასთან მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებში.

პრედნიზოლონი არის სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდი, ჰიდროკორტიზონის დეჰიდრირებული ანალოგი. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი და ანტიალერგიულმოქმედება, ასევე აქვს შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური თვისებები. სტეროიდული რეცეპტორების სტიმულირებით, ის იწვევს სპეციალური კლასის ცილების - ლიპოკორტინების წარმოქმნას, რომლებსაც აქვთ შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ამცირებენ ჰიალურონიდაზას აქტივობას და ასე ხელს უწყობენ კაპილარების გამავლობის შემცირებას.

 

ცხოველების სახეობები:

ძროხები.

 

ჩვენებები:

ლაქტაციის პერიოდში მყოფი ძროხების მასტიტის სხვადასხვა ფორმების მკურნალობა, რომლებიც პრეპარატის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.

 

დოზირება:

ინტრაცისტერალურად. ერთი შპრიც-ტუბის შიგთავსი უნდა შეიყვანოთ ცურში თითოეულ მეოთხედში, რომელიც წინასწარ უნდა გამოიწველოს და მოხდეს დეზინფექცია. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხდება თითოეული სარძევე ჯირკვლის მეოთხედის მასაჟი, რათა პრეპარატი თანაბრად გადანაწილდეს მთელ ნაწილში. განმეორებითი შეყვანა ხორციელდება 24 საათის შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

 

გაფრთხილებები:

გვერდითი ეფექტები

არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

გამოუყენებელი და ვადაგასული პრეპარატის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გამოყენება ორსულობის, ლაქტაციის, კვერცხის დების პროცესში.

შეზღუდვის გარეშე.

ორგანიზმიდან გამოსვლის( (კარენციის) პერიოდი

ხორცი: 7 დღე;

რძე: 5 დღე.

 

გამოშვების ფორმა:

10 მლ პოლიმერული შპრიც-ტუბები.

მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 ც 10 მილილიტრიან შპრიც-ტუბს.

გოფრირებული მუყაოს ყუთი შეიცავს 8 მუყაოს კოლოფს (160 შპრიც-ტუბი).

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. გახსნის შემდეგ შპრიც-ტუბებში არსებული პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს მთლიანად.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

რეგისტრაციის მფლობელის დასახელება და მისამართი:

შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“

07400, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, ჰელსინსკის ჯგუფის ქუჩა 23ა

 

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა:

შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“

07400, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, ჰელსინსკის ჯგუფის ქუჩა 23ა

 

/ხელმოწერილია/

/დასმულია ბეჭედი (შპს „უკრვეტპრომპოსტაჩი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 31033528, კიევის ოლქი, ქ. ბროვარი, უკრაინა)/

 

ფასდაკლება