ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

იხთიოლის 10 % მალამო 40 გრ

₾2.00
მიმართულება : მეცხვარეობა
მეხორცული საქონელი
მეწველი საქონელი
ხბო
მესაქონლეობა
მეღორეობა
შინაური ცხოველები
ბრენდი : უკრვეტპრომპოსტაჩი
პროდუქტის ტიპი : ანთების საწინააღმდეგო
პროდუქტის ფორმა : მალამო
კოდი : 38014

 

პროდუქტის მახასიათებელი: 

ტიპი    მალამო
დანიშნულება ანთების საწინააღმდეგო
შეფუთვა 20გრ
წარმოშობის ქვეყანა   უკრაინა

 

აღწერა:

მუქი ყავისფერი მალამო იხტიოლის სუნით 40 გრამიან ალუმინის ტუბში.

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 100 გრამი შეიცავს:

იხტიოლი - 10 გრ.;

დამხმარე ნივთიერებები: ვეტერინარული ვაზელინი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ATC ვეტერინარული კლასიფიკაციის კოდი QD08A10. იხტიოლი.

მალამოს აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, კერატოპლასტიკური და ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება. ჭრილობებზე და ლორწოვან გარსებზე დატანის შემდეგ, ანტისეპტიკური მოქმედების გარდა, პრეპარატი ავიწროებს სისხლძარღვებს, ამცირებს სეკრეციას და ექსტრაქციას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება და აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას.

 

ცხოველების სახეობები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ცხენი, ღორი, მტაცებლები, ძაღლები, კატები.

 

ჩვენებები:

ცხოველების სამკურნალოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის  კომპლექსურ თერაპიაში. კანის დაავადებების (დამწვრობა, ჭრილობა, ეგზემა, დერმატიტი, ფურუნკულოზი, პიოდერმია), ასევე ართრიტის, ნევრალგიის, ბურსიტის მკურნალობა.

 

დოზირება:

მალამო გამოიყენება სახვევების, აპლიკაციების და ტამპონების სახით. ბეწვის, უცხო საგნების, ექსუდატის და ნეკროზული ქსოვილებისაგან გაწმენდის ან სხეულის დაზიანებული უბნის ჰიგიენური დამუშავების შემდეგ, მალამო დაიტანება თანაბრად დღეში 1-2-ჯერ დაავადების ნიშნების გაქრობამდე. მალამოს რაოდენობა დამოკიდებულია სხეულის დაზიანებული უბნის ფართობზე, საშუალოდ გამოიყენება 5-10 გრ.

 

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

 

გაფრთხილებები:

გვერდითი ეფექტები

არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

გამოიყენეთ სიფრთხილით იმ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა იხტიოლის მიმართ.

ვადაგასული პრეპარატის უტილიზაცია, უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

გამოყენება ორსულობის, ლაქტაციის, კვერცხის დების პროცესში.

რაიმე სახის გაფრთხილებები არ არსებობს.

ურთიერთმოქმედება სხვა საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

დიმეთილსულფოქსიდი, ეთანოლი ან გლიცეროლი, იხტიოლთან კომბინირებული აპლიკაციისას, აძლიერებს მის სისტემურ შეწოვას და ასევე ზრდის შეღწევადობას რბილ ქსოვილებში.

ორგანიზმიდან გამოსვლის( (კარენციის) პერიოდი

ხორცი და მისი სუბპროდუქტები: 0 დღე.

რძე: 0 დღეს.

 

გამოშვების ფორმა:

40 გრამიანი ალუმინის ტუბები.

მუყაოს კოლოფში მოთავსებულია10 ცალი ალუმინის ტუბი.

გოფრირებული მუყაოს ყუთი შეიცავს 13 მუყაოს კოლოფს (130 ალუმინის ტუბი).

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

 

ვარგისობის ვადა:

5 წელი.

ტუბების გახსნა და პრეპარატის გამოყენების დაწყება არ მოქმედებს მალამოს ვარგისობის ვადაზე იმ შემთხვევაში თუ თითოეული გამოყენების შემდეგ თავსახური მჭიდროდ იქნება დახურული. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული პრეპარატი ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

 

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

 

ფასდაკლება