პროდუქტის მახასიათებელი:
| ტიპი |
სპრეი |
|
პროდუქტის აღწერა
|
პოსტოპერაციული ჭრილობების მკურნალობისათვის |
| შეფუთვა |
200მლ |
| მწარმოებელი |
ვეტექსპერტი, პოლონეთი |
აღწერა: სპრეიში არსებული კომპლექსური ფორმულა პოსტოპერაციული ჭრილობების მკურნალობისა და შეხორცებისთვის. ის ხელს უშლის ჭრილობაში ინფექციის გავრცელებას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, შეუძლია შეამსუბუქოს ჭრილობისგან გამოწვეული შეშუპება და ტკივილი. იცავს ჭრილობებს გარეგანი დაბინძურებისგან, ქმნის ხელსაყრელ გარემოს ჭრილობის შეხორცებისთვის, ატენიანებს და ამშვიდებს ჭრილობის ირგვლივ კანს.
შემადგენლობა: ბუტანი, იზობუტანი, ალკოჰოლის დენატი, წყალი, ბეტაინი, გლიცერინი, პანთენოლი, ლიმონმჟავა, ვერცხლის ციტრატი, ჰიდროლიზებული ჰიალურონის მჟავა, სილიციუმი, CI 77000, Calendula Officinalis ყვავილის ექსტრაქტი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.
გამოყენების ინსტრუქცია: კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი გამოყენებამდე, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. დაასხურეთ 15-20 სმ. მანძილიდან გაწმენდილ ჭრილობაზე, რათა მიიღოთ ერთიანი ფენა, რომელიც ფარავს ჭრილობას და მის გარშემო კანს, დატოვეთ გასაშრობად. ჩამობანეთ იგი თბილი წყლის ნაკადით.
სიფრთხილის ზომები: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის ცხოველებში. დაიცავით ცხოველის თვალები, არ გამოიყენოთ ყურის მიდამოებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ცხელ ზედაპირებს, ნაპერწკლებს, ღია ცეცხლს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.