ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ექტოსულე 0

₾40.00
მიმართულება : მესაქონლეობა
მეღორეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : აბი
კოდი : 48605410

ვეტერინარული პრეპარატი „ექტოსულე 0“
ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება:
ექტოსულე 0
ECTOSULES 0


წამლის ფორმა:
გარეგანი გამოყენების ხსნარი


შემადგენლობა:
თითოეული 100 მლ შეიცავს
ციპერმეტრინის მაღალი შემცველობა.......................6.0 გ
პიპერონილ ბუტოქსიდი..............................................7.0 გ
კარბარილი......................................................................2.0 გ
შემავსებლები.................................................................100 მლ-მდე

 


ჩვენებები:
„ექტოსულე 0“ წარმოადგენს მწერებისა და ტილების საწინააღმდეგო გარეგანი გამოყენების პრეპარატს. გააჩნია მაღალი ეფექტურობის დონე; გამოიყენება 30 დღეში ერთხელ ან 30 დღეზე ხანგრძლივ პერიოდში ერთხელ.

 


სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ღორი.

 


გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი ისხმება ცხოველის ზურგზე (კეფიდან გავის ძვლამდე) და წაუსვით ხერხემლის გასწვრივ მთელს სიგრძეზე (რეკომენდირებულია ხელთათმანების გამოყენება)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 400 კგ-მდე 10 მლ; 400 კგ-ზე მეტი 20 მლ
ცხენი - 20 მლ
ღორი - 10 მლ
დოზის განმეორება შესაძლებელია 30 დღეში. ეს პერიოდი შესაძლებელია განსხვავდებოდეს პარაზიტების რაოდენობის მიხედვით,  ისხმება ცხოველის ზურგზე (კეფიდან გავის ძვლამდე), გამოიყენეთ პრეპარატი განიავებად ადგილას, რეკომენდირებულია ხელთათმანების გამოყენება, არ მოწიოთ და ჭამოთ პრეპარატის გამოყენებისას, ცხოველები უნდა დამუშავდნენ დღის ყველაზე გრილ პერიოდში, დილას ან საღამოს. დაუშვებელია მზეში დამუშავება!

 


ლოდინის პერიოდი:
ხორცი - 6 დღე
რძე - 0 დღე

 

შეზღუდვები გამოყენებისას:
არ გამოიყენოთ სხვა ინსექტიციდებთან ერთად.
არ გამოიყენოთ დაღლილ, სტრესულ მდგომაროებაში მყოფ ან ავადმყოფ ცხოველებთან ან მაშინ, როცა ცხოველს აღენიშნება დაზიანებები იმ ადგილებში, სადაც პრეპარატი უნდა მოხვდეს.
პრეპარატის გამოყენებისას არ მოწიოთ სიგარეტი.

 


უსაფრთხოების ზომები:
გამოყენებისას მოქმედმა პირმა თავიდან უნდა აიცილოს კონტაქტი კანთან ან ლორწოვან გარსთან; თუ ეს მოხდება, ჩამოიბანეთ უხვი წყლითა და საპნით; შემთხვევით გადაყლაპვისას ძალით არ აღებინოთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ეს პროდუქტი შეიცავს ციპერმეტრინსა და კარბარილს (ანტიდოტია ატროპინის სულფატი).

 


შენახვის პირობები:
შეინახეთ სუფთა, მშრალ კარგად განიავებად ადგილას; 0-დან 40° C--მდე ტემპერატურის პირობებში, მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ კონტაქტს. პროდუქტი შეინახეთ თავისივე კონტეინერში.
შეინახეთ ბავშვებისთვისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია ცარიელი კონტეინერის გამოყენება, გაანადგურეთ ის და ვეტერინარული პროდუქტის ნარჩენები განადგურებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ეროვნული რეგულაციების მიხედვით.

 


გამოშვების ფორმა:
10 მლ ხსნარი მოთავსებული პოლიმერულ ტუბში, N20 ტუბი მუყაოს კოლოფში

 


ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

 


მწარმოებელი:
LABORATORIOS MICROSULES ურუგვაი S.A.
დაფასოებულია საქართველოში შპს. „დავათი“-ს მიერ
გრ.ხანძთელის ქ.№10, თბილისი, საქართველო

ფასდაკლება