ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ოქსი ბლუ სპრეი 200 მლ

₾15.00
მიმართულება : მეცხვარეობა
მეხორცული საქონელი
მესაქონლეობა
შინაური ცხოველები
ბრენდი : ფაბერი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სპრეი
კოდი : 8692123303827

 

პროდუქტის მახასიათებელი: 

ტიპი    სპრეი
დანიშნულება

ადგილობრივი გამოყენების სპრეი

შეფუთვა 200მლ
წარმოშობის ქვეყანა   თურქეთი

 

აღწერა:

პრეპარატი წარმოადგენს დამხმარე საშუალებას ცხვარში ჩლიქის ლპობის, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ჩლიქების დერმატიტისა და კანის ზედაპირული ინფექციების მკურნალობის პროცესში, რომლებიც გამოწვეულია ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით ღორებში, ცხვარსა და პირუტყვში.

 

გამოყენების მეთოდი:

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. პრეპარატის დატანამდე დაზიანებული ადგილიდან მოაცილეთ მკვდარი ქსოვილის, გამხმარი შრატის, სეკრეტისა და ჭუჭყის ნარჩენები. აეროზოლის ქილა დაიჭირეთ დასატანი ზედაპირიდან ვერტიკალურად დაახლოებით 15-20 სმ დისტანციაზე და სრულად დაფარეთ დაზიანებული ზედაპირი პრეპარატით დღეში 1-2 ჯერ 3-5 დღის განმავლობაში ან საჭიროებისამებრ. მარკერი-საღებავი მთლიანად ირეცხება ბეწვიდან. შესაბამისად პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბოჭკოს მწარმოებელ ცხოველებში. გამოყენების შემდეგ ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.

 

ანტიმიკრობული თვისებები:

ოქსიტეტრაციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს და ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ისეთი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა Bordetella, Campylobacter, Chlamydia, E. coli, Haemophilus, Mycoplasma, Pasteurella, Rickettsia, Salmonella, Staphylococcoccus და Streptococcus spp. ოქსიტეტრაციკლინის მოქმედება ეფუძნება ბაქტერიული ცილის სინთეზის ინჰიბირებას.

 

ქიმიური თვისებები:

200 მლ Fastec OXY BLUE შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს:

ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი, იზოპროპილის სპირტი, გლიცერინი, გენციან ვიოლეტი, შემავსებლები, პროპელენტი.

 

შეფუთვა / პროდუქტის კოდი:

პროდუქტის კოდი                : FTC01.005

წონა/მოცულობა                    : 200 მლ

რაოდენობა შეფუთვაში         : 30 ცალი.

 

უსაფრთხოების ზომები:

შეინახეთ სითბოს წყაროსაგან, ცხელი ზედაპირებისაგან, ცეცხლისა და აალებადი სხვა წყაროებისაგან მოშორებით. პროდუქტის სიახლოვეს აკრძალულია მოწევა.

არ გააფრქვიოთ ღია ცეცხლის ან აალების უნარის სხვა წყაროების სიახლოვეს.

მოერიდეთ მტვრის/კვამლის/აირის/ნისლის/პროდუქტის ორთქლის/სპრეის შესუნთქვას.

ატარეთ დამცავი ხელთათმანი/ტანსაცმელი/სათვალე/სახის დამცავი საშუალებები.

თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, რამდენიმე წუთის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოივლეთ წყალი. ასევე ამოიღეთ კონტაქტური ლინზები.

დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისაგან. არ დაუშვათ 50°C/122°F-ზე მეტი ტემპერატურის ზემოქმედება.

ფასდაკლება