ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ნექსთგარდ კომბო - კატისთვის (2.5 - 7.5კგ) x 3

₾107.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : ნექსთგარდი
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 4028691561668

 

პროდუქტის მახასიათებელი:

ტიპი წვეთები
დანიშნულება ანტიპარაზიტული საშუალება
შეფუთვა

3 ცალი

მწარმოებელი ბიორინგერი, საფრანგეთი

 

აღწერა: 

ნექსთგარდ კომბო - შინაგანი და გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალება. ადგილზე გამოსაყენებელი ხსნარი კატებისთვის < 2,5-7,5 კგ

აქტიური ნივთიერებები: ესაფოქსოლანერი, ეპრინომექტინი, პრაზიკვანტელი.

  

 

შემადგენლობა: 

ნექსგარდი კომბო ერთეული დოზის მოცულობა (მლ) ესაფოქსოლანერი (მგ) ეპრინომექტინი (მგ)

პრაზიკვანტელი

(მგ)

კატები 2.5 - 7.5 კგ 0.9 10.80 3.60 74.70

 

დამხმარე ნივთიერებები:

ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E32l) 1 მგ/მლ.

 

 

ჩვენებები: 

კატებისთვის, რომლებსაც აქვთ კესტოდების, ნემატოდების და ექტოპარაზიტების შერეული ინფექციები ან იმყოფებიან ამგვარი ინფექციების რისკის ქვეშ. ვეტერინარული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია, როდესაც სამიზნეს წარმოადგენს ერთროულად სამივე ჯგუფი.

ექტოპარაზიტები

- რწყილებით ინვაზიების მკურნალობა

(Ctenocephalides felis). ერთი მკურნალობა უზრუნველყოფს რწყილების განადგურების დაუყოვნებელ და მუდმივ მოქმედებას ერთი თვის განმავლობაში.

პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც რწყილებით გამოწვეული ალერგიული დერმატიტის (FAD) კონტროლის მიზნით მკურნალობის სტრატეგიის ნაწილი.

- ტკიპებით ინვაზიების მკურნალობა. ერთი მკურნალობა უზრუნველყოფს ტკიპების დაუყოვნებელ და მდგრად განადგურებას Ixodes scapularis-ის წინააღმდეგ ერთი თვის თვის განმავლობაში და Ixodes ricinus-ის წინააღმდეგ ხუთი კვირის განმავლობაში.

- ყურის ტკიპებით (Otodectes cynotis)  გამოწვეული ინვაზიების მკურნალობა

კესტოდები

-       ლენტისებრი ჭიებით (Dipylidium caninum, Taenia taeniaeformis, Echinococcus multilocularis, Joyeuxiella pasqualei, და Joyeuxiella fuhrmanni) გამოწვეული ინფექციების მკურნალობა.

ნემატოდები

- მრგვალი ჭიებით გამოწვეული  დაავადების (Dirofilaria immitis) პროფილაქტიკა ერთი თვის განმავლობაში

- კუჭ-ნაწლავის ნემატოდებით ინფექციების მკურნალობა (L3, L4 Toxocara cati-ს მატლები და ზრდასრულები, Ancylostoma tubaeforme Ancylostoma ceylanicum-ის მატლები და ზრდასრულები და Toxascaris leonine და Фтсндщыещьф икфяшдшутыу-s zrdasruli formebi).

  • კატებში ფილტვის ჭიებით (L4 Troglostrongylus brevior-ის მატლები და ზრდასრულები) ინფექციების მკურნალობა.
  • ვეზიკალური ჭიებით (capillaria plica) ინფექციებით მკურნალობა.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერებების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

 

გვერდითი რეაქციები:

ჰიპერსალივაცია. დიარეა, კანის გარდამავალი რეაქციები გამოყენების ადგილზე (ალოპეცია, ქავილი), ანორექსია, ლეთარგია და ემეზისი იშვიათად დაფიქსირდა კლინიკურ კვლევებში გამოყენებიდან მოკლე ხანში. ეს რეაქციბი ძირითადად მსუბუქი ხასიათისაა, ხანმოკლე და თვით-შემზღუდავი.

უარყოფითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

-        ძალიან ხშირი (უარყოფითი რეაქცია ვლინდება მკურნალობისას 10-დან 1-ზე მეტ ცხოველში)

-       ხშირი (100 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებში)

-       არახშირი (1,000 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებში)

-       იშვიათი (10,000 ცხოველიდან 1-ზე მეტ, მაგრამ 10-ზე ნაკლებში)

-       ძალიან იშვიათი (10,000 ცხოველიდან 1-ზე ნაკლებში, ცალკეული ცნობის ჩათვლით)

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, მათ შორის ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში ან თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი არ მოქმედებს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.

 

 

დოზირება:

რეკომენდებული მინიმალური დოზაა 1.44 მგ ესაფოქსოლანერი, 0,48 მგ ეპრინომექტინი და 10 მგ პრაზიკვანტელი ყოველ კგ სხეულის წონაზე.

 

ფასდაკლება