შემადგენლობა:
თითოეული 8 გრ. შპრიცი შეიცავს ცეფალექსინის მონოჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 200 მგ. ცეფალექსინის და კანამიცინის მონოსულფატის, რაც უთანაბრდება 100.000 სე კანამიცინს.
სამიზნე ცხოველები:
ლაქტაციის პერიოდში მყოფი ძროხები.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული კომბინირებული ინტრაცისტერალური პრეპარატები.
ATC vet კოდი:
QJ51RD01
ჩვენებები:
კლინიკური მასტიტის მკურნალობა ლაქტაციის ფაზაში მყოფ ძროხებში, რომლებიც გამოწვეულია ცეფალექსინისა და კანამიცინის კომბინაციისადმი მგრძნობიარე ბაქტერიებით, როგორიცაა Staphylococcus aureus, Streptococcus dysgalactiae,
Streptococcus uberis, Escherichia coli
შეყვანის გზა და დოზირება:
ინტრამამარული გამოყენებისთვის.
ერთი შპრიცის შიგთავსი უნდა შეიყვანოთ თითოეულ ინფიცირებულ ცურში, 24 საათიანი ინტერვალით.
ინფუზიის წინ, ცური მთლიანად უნდა გამოიწველოს, მოხდეს სარძევე ჯირკვლის დეზინფექცია რათა თავიდან ავიცილოთ შპრიცის თავის დაბინძურება.
სპეციფიკური კლინიკური ინფორმაცია და სპეციალური გაფრთხილებები სამიზნე ცხოველებისთვის:
პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ კლინიკური მასტიტის სამკურნალოდ. პროდუქტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ბაქტერიებზე მგრძნობელობის ტესტს. ეს თუ შეუძლებელია, თერაპია უნდა ეფუძნებოდეს რეგიონალურ და ფერმის ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციას სამიზნე ბაქტერიების სახეობების შესახებ, ასევე გასათვალისწინებელია ოფიციალური ეროვნული ანტიმიკრობული პოლიტიკა. პროდუქტის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ცეფალექსინისა და კანამიცინის მიმართ რეზისტენტული შტამების გავრცელება და შეიძლება შეამციროს სხვა ცეფალოსპორინებით ან ამინოგლიკოზიდებით მკურნალობის ეფექტურობა ჯვარედინი რეზისტენტობის გამო.
გამოყენება მაკეობის დროს ან ლაქტაციის პერიოდში:
ცხოველებზე ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტის რაიმე მტკიცებულება. ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენული ან ფეტოტოქსიკური ეფექტები. მისი გამოყენება შესაძლებელია მაკე ძროხებში.
გვერდითი მოვლენები:
არ აქვს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
არ უნდა იქნეს გამოყენებული ბაქტერიოსტატიკურ ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად. ცეფალექსინის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ჯვარედინ რეზისტენტობას სხვა ცეფალოსპორინების მიმართ. კანამიცინის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში ვლინდება ჯვარედინი რეზისტენტობა კანამიცინს, ნეომიცინს და პარომომიცინს შორის. ცნობილია ცალმხრივი რეზისტენტობაც სტრეპტომიცინის მიმართ.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ანტიდოტი:
არ გამოიყენება.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 10 დღე, რძე: 5 დღე
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ კანამიცინისა და/ან ცეფალექსინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ძროხებში. არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებიც არ არიან ლაქტაციის ფაზაში. არ გამოიყენოთ რომელიმე აქტიური ნივთიერების მიმართ რეზისტენტობის შემთხვევაში.
ზოგადი გაფრთხილებები:
გამოყენებამდე და ასევე მოულოდნელი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ვეტერინართან.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და საკვები პროდუქტებისაგან მოშორებით.
გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იმ პირებისათვის, რომელიც უშუალოდ არის ჩართული აღნიშნული სამედიცინო პროდუქტით მკურნალობის პროცესში:
ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ცეფალექსინის ან კანამიცინის მიმართ, უნდა მოერიდონ პროდუქტთან კონტაქტს. ცეფალოსპორინებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები(ალერგია) ინექციის, ინჰალაციის, გადაყლაპვის ან კანთან შეხების შემდეგ. პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯვარედინი ალერგიული რეაქცია ცეფალოსპორინების მიმართ და პირიქით. აღნიშნული ნივთიერებებისგან გამოწვეულმა ალერგიულმა რეაქციებმა შეიძლება მიიღოს სერიოზული სახე. არ შეეხოთ პროდუქტს თუ ხართ მგრძნობიარე ან თუ გირჩიეს, რომ არ იმუშაოთ ასეთ პრეპარატებთან. პროდუქტის გამოყენებისას გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე, რათა თავიდან აიცილოთ მისი ზემოქმედება. დაიცავით ყველა რეკომენდაცია.
თუ მისი ზემოქმედების შემდეგ გაგივითარდათ კანზე გამონაყარი, სამედიცინო რჩევისთვის მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ წინამდებარე ინსტრუქცია. სახის, ტუჩების ან თვალების შეშუპება ან გართულებული სუნთქვა ბევრად სერიოზული სიმპტომებია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას.
შენახვის პირობები და მოქმედების ვადა:
შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში მაცივარში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, არ გაყინოთ. სარეალიზაციო ვეტერინარული პრეპარატის ვარგისობის ვადა არის 2 წელი. თითოეული შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების ან ამგვარი პროდუქტების გამოყენებისგან მიღებული ნარჩენების განადგურების შესახებ
გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ფარმაცევტული ნარჩენების განადგურების პრაქტიკის შესაბამისად და ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების მიხედვით.
კომერციული შეფუთვა:
თეთრი 8 გ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ინტრაცისტერალური შპრიცი (დგუშიანი-წვერი) პოლიპროპილენის კონტეიერში 48 და 120 ც.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
Bavet İlaç San. ve Tic. A.Ş. Istanbul Tuzla Organize Sanayi
Bolgesi 12.Cad. No:8 34959 Tepeoren, Tuzla/Istanbul-თურქეთი
მწარმოებელი:
Arion Ilac San. Tic. A.S Istanbul Tuzla Organize Sanayi Bolgesi
12.Cad. No:8 34959 Tepeoren, Tuzla/Istanbul-თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში:
შპს ინვეტი 404387481 საქართველო, თბილისი, 0154, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. N84ა (032) 2 25 19 66