ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ეურიკან DHPPi2-L

₾30.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : ბიორინგერი
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 48020

პროდუქტის მახასიათებელი:

ტიპი ვაქცინა
დანიშნულება კომპლექსური ვაქცინა
შეფუთვა

10მლ

წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი

 

აღწერა: 

ლიოფილიზებული აბები და საინექციო სუსპენზია

 

ძაღლები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

  • ლიოფილიზებული აბები
  • ატენუირებული ძაღლის ჭირი …………….≥1040 CCID50
  • ატენუირებული ძაღლის ადენოვირუსი

(CAV2)………………………………………… ≥1015 CCID50

  • ატენიურებული ძაღლის პარვოვირუსი.......≥1047 CCID50
  • ატენიურებული პარაგრიპის ვირუსი

ტიპი 2 .................................................................. ≥1047 CCID50

  • დამხმარე ნივთიერება, qs................................................. 1 დოზა
  • არააქტივირებული

Leptospira canicola                                                   ეფექტიანობა

  • არააქტივირებული ევროპული ფარმაკოპეის

Leptospira leterohaemorrhagiae                                შესაბამისად (*)

  • დამხმარე ნივთიერება                                    1 მლ-ის 1 დოზა

(*) დოზა უზრუნველყოფს 80%-იან დაცვას ზაზუნების სახეობაში (ევროპული ფარმაკოპეის, მონოგრაფია 447, ეფექტიანობას ტესტის შესაბამის)

 

ჩვენებები გამოყენებისთვის

ძაღლებში:

აქტიური იმუნიზაცია ჭირის, ადენოვირუსის, პარვოვირუსის, პარაგრიპის მეორე ტიპის რესპირატორული ინფექციებისა და Leptospira canicola   და Leptospira leterohaemorrhagiae  წინააღმდეგ.

 

თითოეული სახეობისთვის დოზირება, გამოყენების გზა(ები) და მეთოდი

შეიყვანთ კანქვეშ დოზის 1 მლ შემდეგი განრიგის შესაბამისად:

  • პირველადი ვაქცინაცია
  • პირველი ინიექცია: 7 კვირის ასაკიდან.
  • მეორე ინიექცია: 3-დან 5 კვირის ასაკის შემდგომ, 12 კვირის ასაკიდან.
  • დოზა-ბუსტერი
  • ყოველწლიურად.

 

 

გამოყენების სპეციალური გაფრთხილებები

განახორციელეთ მხოლოდ აბსოლუტურად ჯანმრთელი ცხოველის ვაქცინაცია, სწორად გამოკვლეული არა ნაკლებ ვაქცინაციამდე 10 დღით ადრე.

არ დაუშვათ ძაღლის მძიმე ფიზიკური ქმედებები, სანამ არ იქნება მიღწეული სრული იმუნიტეტი.

ლეპტოსპიროზის სერიოზული რისკის შემთხვევაში, რეკომენდებული სემესტრული (ნახავარწლიური) ბუსტერი.

 

არასასურველი ეფექტი (სიხშირე და სერიოზულობა)

  • ვაქცინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ადგილობრივი რეაქცია, ისევე როგორც ჰიპერთემია.
  • ისევე როგორც ნებისმიერი ვაქცინის დროს, შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. ეს არის იშვიათი და უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა.

 

ჭარბი დოზა (სიმპტომები, გადაუდებელი პროცედურები, ანტიდოტი), თუკი საჭიროა

ვაქცინის ჭარბი დოზის ინიექციამ შეიძლება გამოიწვიოს პოსტვაქცინური დეპრესია, ისევე როგორც გარდამავალი ადილობრივი რეაქციები.

 

იმუნოლოგიური თვისებები

ძაღლებში ჭირის, ადენოვირუსის, პარვოვირუსის, პარაგრიპის მეორე ტიპის რესპირატორული ინფექციებისა (ცოცხალი) და Leptospira canicola   და Leptospira leterohaemorrhagiae  (არააქტივირებული) საწინააღმდეგო ვაქცინა.

მიღების შემდეგ ვაქცინა იწვევს ძაღლებში იმუნიტეტის გამომუშავებას ჭირის, ადენოვირუსის, პარვოვირუსის, პარაგრიპის მეორე ტიპის რესპირატორული ინფექციებისა (ცოცხალი) და Leptospira canicola   და Leptospira leterohaemorrhagiae (არააქტივირებული) წინააღმდეგ.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

არ არის დაფიქსირებული გვერდითი მოვლენები მდედრობითი სქესის ცხოველებში ორსულობის დროს.

 

ურთიერთქმედება

არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე სხვა პროდუქტებთან შერეული გამოყენების დროს.

 

შეუთავსებლობა

არ შეურიოთ სხვა სამედიცინო პროდუქტს.

 

გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ანდა ასეთი პროდუქტის ნარჩენი მასალების განადგურების სპეციალური გაფრთხილებები

ცარიელი კონტეინერები და კონტეინერები გამოუყენებელი პროდუქტით განადგურებამდე უნდა იყოს დეზინფიცირებული. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ანდა ასეთი პროდუქტის ნარჩენი მასალა უნდა იყოს განადგურებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

 

შენახვის სპეციალური გაფრთხილებები

შეინახეთ 2°-დან 8°C ტემპერატურა (მაცივარში), სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ.

 

მხოლოდ ცხოველების მკურნალობისთვის.

 

ფასდაკლება