პროდუქტის აღწერა:
აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს ჭრელი ქათმის კომბინირებულ, დაბალანსებულ საკვებს, რომელიც იწარმოება ISO22000 სტანდარტის დაცვით, ხარისხის კონტროლი ხორციელდება თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდებით. საკვები სრულიად აკმაყოფილებს ფრინველის მოთხოვნას, საზრდო ნივთიერებებზე, გამოზრდის პერიოდში 1 დან 35 დღის ჩათვლით. საკვების სწორი ფორმულირება უზრუნველყოფს მაქსიმალურ წონამატსა და საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს.
გამოყენებული ინგრედიენტები:
სიმინდი, ხორბალი, სოიოს შროტი, ცხოველური წარმოშობის ნედლეული, ქატო, მცენარეული ზეთი, ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, მიკოტოქსინების საწინააღმდეგო საშუალება, ფერმენტები.
სრული ანალიზი:
ნედლი პროტეინი% 20.5-21.9
ნედლიუჯრედანა% 2-2.5
ნედლი ცხიმი% 3-3.5
ლიზინი% 1,40
მეთიონინი% 0,72
P% 0.6-0.65
Ca% 0.9-1
Na% 0.16-0.18
ტენიანობა 11.5-12.5
ენერგია 300 - 305 კკალ/100გ
გამოყენების ინსტრუქცია:
1-35 დღის პერიოდში ეძლევა 650 გრ/ფრთაზე, შეუზღუდავად, მშრალი სახით, სასმელ წყალთან ერთად.
ჩვენი საკვების ბენეფიტები:
• წარმოადგენს დაბალანსებულ საკვებს, რომელიც ფორმულირებულია ფრინველის განვითარების ფაზის გათვალისწინებით და არ საჭიროებს დანამატების გამოყენებას
• ამცირებს დანაკარგებს
• შეიცავს ამინომჟავებს , რომელიც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სწორ ჩამოყალიბებას
• შეიცავს ფერმენტებს, რომელიც აუმჯობესებს მინერალებისა და ვიტამინების ათვისებას
• შეიცავს პრე და პრობიოტიკებს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავურ მიკროფლორას
• არ შეიცავს ზრდის ჰორმონებს
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა:
პროდუქტის წარმოებიდან 120 დღე.
დამატებითი რეკომენდაციები:
საკვების გარდა გამოზრდის პერიოდში მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფერმაში არსებული მიკროკლიმატის (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა ) კონტროლი.