ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

დაკოქსი 1000მლ

₾75.00
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : კოქციდიოსტატიკი
პროდუქტის ფორმა : ბოლუსი
კოდი : 4860115260555

ვეტერინარული პრეპარატი „დაკოქსი“
ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება
დაკოქსი


წამლის ფორმა
პერორალური სითხე

აღწერა
უფერო, გამჭვირვალე სითხე

შემადგენლობა
პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: ტოლტრაზურილი 25 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
კოქციდიოსტატიკური საშუალება
ATC vet code: QP51BC01 - ტოლტრაზურილი

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ტოლტრაზურილი არის ტრიაზინეტრიონის ჯგუფის კოქციდიოსტატიკური საშუალება, რომელიც აქტიურია Eimeria spp-ის გვარის პარაზიტების მიმართ. განსაკუთრებით Eimeria acervulina-ს, Eimeria brunetti-ს, Eimeria maxima-ს, Eimeria mitis-ს, Eimeria necatrix-ს, Eimeria tenella-ს, Eimeria adenoides-ს, Eimeria meleagrimitis-ს მიმართ. ტოლტრაზურილი იწვევს ცვლილებებს კოქციდიის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. პრეპარატი აზიანებს პარაზიტის უჯრედულ მემბრანას და პროტოზოული ბირთვის და უჯრედების დაყოფის შეფერხებას. შედეგად ხდება კოქციდიების განადგურება.

 

ჩვენება
კოქციდიოსტატიკური საშუალება „დაკოქსი“ გამოიყენება ქათმებსა და ინდაურებში კოციდიოზის სამკურნალოდ. ეფექტურია ქათმებში: Eimeria acervulina-ს, Eimeria brunetti-ს, Eimeria maxima-ს, Eimeria mitis-ს, Eimeria necatrix-ს, Eimeria tenella-ს, ხოლო ინდაურებში: Eimeria adenoides-ს, Eimeria meleagrimitis-ს კოქციდიების საწინააღმდეგოდ.

 

გამოყენების წესი და დოზირება
„დაკოქსი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პერორალურად სასმელ წყალთან ერთად.
ქათამი, ინდაური - პრეპარატის 1 მლ იხსნება 1 ლიტრ სასმელ წყალში, ეძლევა უწყვეტად 2 დღის განმავლობაში (მკურნალობის პერიოდში სამიზნე სახეობებისთვის პრეპარატის განზავებული ხსნარი უნდა იყოს წყლის ერთადერთი წყარო);
ან
პრეპარატის 3 მლ იხსნება 1 ლიტრ სასმელ წყალში, ეძლევა დღეში 8 საათის განმავლობაში, ზედიზედ 2 დღე.
ყოველდღე უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ორგანიზმის მიერ წყლის შეწოვის დაქვეითება.

უკუჩვენებები
არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში (ქათმები, ინდაურები).
მომატებული მგრძნობელობა ტორტრაზურილის და პრეპარატის შემედგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ.
არ გამოიყენება თირკმელების ან/და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

ლოდინის პერიოდი: ხორცი - 14 დღე (ქათამი)
16 დღე (ინდაური)

 

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

 

გამოშვების ფორმა
1ლ პერორალური სითხე მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ბოთლში

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა
საქართველო


მწარმოებელი კომპანია
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება