ბიოცილინ - 150 LA
საინექციო ანტიბიოტიკი- მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
საინექციო სუსპენზია 100 მლ
შემადგენლობა:
თითოეული მლ შეიცავს:
ამოქსიცილინი(ტრიჰიდრატი) ............................................................................................. 150 მგ.
სამიზნე სახეობები:
ხბო , მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი და ღორი.
ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Campylobacter spp, Clostridium spp, Corynebacterium spp, E. coli, Erysipelothrix spp, Haemophilus spp, Pasteurella spp, Salmonella spp.
დოზირება:
კუნთში ან კანქვეშა შეყვანისთვის,გამოყენებამდე კარგად შენაჯღრიეთ.ზოგადად 1 მლ 10 კგ ცოცხალ წონაზე.საჭიროების შემთხვევაში ამ დოზის გამეორება შესაძლებელია 48 საათის შემდეგ.ერთ საინექციო უბანზე არ შეიძლება 20 მლ-ზე მეტის შეყვანა მსხვილფეხა რქოსან საქონელში,10 მლ-ზე მეტი ღორში და 5 მლზე მეტი ხბოში,ცხვარში და თხსაში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ამოქსიცილინის მიმართ.
თირკმელების სერიოზული ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებში გამოყენება.
ტეტრაციკლინების, ქლორამფენიკოლის, მაკროლიდების და ლინკოსამიდების ერთდროული მიღება.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
- ხორცი: 21 დღე;
- რძე: 3 დღე.
არ გამოიყენება ცხვარსა და თხაში, რომელთა რძეც განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის.
შენახვის პირობები:
ბიოცილინ-150 LA ინახება 3 წლის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ ადგილას 8-15 °C ტემპერატურაზე.
გახსნის შემდეგ, Biocillin-150 LA ვარგისია 2 კვირის განმავლობაში თუ ინახება 2-8 °C ტემპერატურაზე, სიანთლისგან დაცულ ადგილას.
გაფრთხილებები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და არ შეიყვანოთ ერთ საინექციო ადგილას მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 20 მლ-ზე მეტი, 10 მლ-ზე მეტი ღორში და 5 მლ-ზე მეტი ხბოში, ცხვრსა და თხაში.
შესაძლო სენსიბილიზაციისა და კონტაქტური დერმატიტის გამო, გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული უშუალო კონტაქტი კანთან.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ბეტა ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, სისტემური გამოყენების პრეპარატები. ATC vet code: QJ01CA04
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:
ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands