ამოქსიკრიდი LA (AMOXICRID LA),
150 მგ/მლ,
საინექციო სუსპენზია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხისა და ღორისთვის
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა.
თითოეული 1 მლ-ს შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ამოქსიცილინი (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) ………… 150 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი …………..……1 მგ
პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი ……….………0.4 მგ
ცხოველების სამიზნე სახეობები.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა და ღორი.
გამოყენების ჩვენებები სამიზნე ცხოველების სახეობის მითითებით.
ამოქსიკრიდი LA (Amoxicrid LA) გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხისა და ღორის სამკურნალოდ ამოქსიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიები, განსაკუთრებით Pasteurella spp.) გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ კურდღლებზე, მღრღნელებზე ან ცხენებზე.
პრეპარატის გამოყენების დროს მისაღები განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები.
ცხოველებზე გამოყენების დროს მისაღები განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები.
პროდუქტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ცხოველიდან აღებული ბაქტერიების მგრძნობელობის ტესტირებას. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული შეუძლებელია, თერაპია უნდა ეფუძნებოდეს სამიზნე ბაქტერიების მგრძნობელობის შესახებ ადგილობრივ
ეპიდემიოლოგიურ (რეგიონულ, ფერმის დონეზე) ინფორმაციას.
პროდუქტის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური, ეროვნული და რეგიონული ანტიმიკრობული რეგულაციები.
პრეპარატის გამოყენებამ მოხმარების ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გაზარდოს ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარებისა და სელექციის რისკი, ასევე შეამციროს სხვა პენიცილინებით მკურნალობის ეფექტურობა ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების შესაძლებლობის გამო.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა დაიცვან იმ პირებმა, რომლებიც ახორციელებენ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას ცხოველებზე.
შემთხვევითი თვითინიექციის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას ინსტრუქცია ან ეტიკეტი.
ამოქსიცილინის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებმა თავი უნდა აარიდონ ამ ვეტერინარულ სამკურნალო პრეპარატთან კონტაქტს.
გვერდითი რეაქციები (სიხშირე და სიმძიმე).
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ინიექციის შემდეგ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები ქსოვილზე. აღნიშნული რეაქციები დროებითია და სწრაფად ქრება. ღორებში გვერდითი მოვლენები იშვიათია.
გვერდითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი სქემის მიხედვით:
- ძალიან ხშირი (10 დამუშავებული ცხოველიდან 1-ზე მეტს განუვითარდა გვერდითი რეაქცია(ები));
- ხშირი (100 დამუშავებული ცხოველიდან 1-ზე მეტს, მაგრამ 10-ზე ნაკლებს განუვითარდა გვერდითი რეაქცია(ები));
- არახშირი (1000 დამუშავებული ცხოველიდან 1-ზე მეტს, მაგრამ 10-ზე ნაკლებს განუვითარდა გვერდითი რეაქცია(ები));
- იშვიათი (10000 დამუშავებული ცხოველიდან 1-ზე მეტს, მაგრამ 10-ზე ნაკლებს განუვითარდა გვერდითი რეაქცია(ები))
- ძალიან იშვიათი (10000 დამუშავებული ცხოველიდან 1-ზე მეტს, მაგრამ 10-ზე ნაკლებს განუვითარდა გვერდითი რეაქცია(ები), იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით).
გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის ან კვერცხდების დროს.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში.
რძით ამოქსიცილინის შემცირებული გამოყოფის გამო, მოცემული პრეპარატით მკურნალობის პერიოდის განმავლობაში მცირეწლოვან ცხოველებს შეიძლება მიეცეთ მკურნალობის პროცესში მყოფი ცხოველებისგან მიღებული რძე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
არ გამოიყენოთ ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკებთან ერთად.
პრეპარატის საინიექციო რაოდენობები და შეყვანის გზები.
ინტრამუსკულარული გამოყენება.
რეკომენდებული დოზაა 15 მგ ამოქსიცილინი/კგ სხეულის წონაზე, რაც ექვივალენტურია პრეპარატის 1 მლ/10 კგ-ს სხეულის წონაზე. დოზის გამეორება შესაძლებელია 48 საათის გასვლის შემდეგ.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ყოველი მომდევნო ინიექცია ცხოველს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს სხვადასხვა საინიექციო ადგილზე.
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ერთ საინიექციო ადგილზე ვეტერინარული პრეპარატი არ უნდა გაუკეთდეს 20 მლ-ზე მეტი ოდენობით. ღორებს ერთ საინიექციო ადგილზე ვეტერინარული პრეპარატი არ უნდა გაუკეთდეს 6 მლ-ზე მეტი ოდენობით.
პრეპარატის გამოყენებისას უნდა დაიცვათ ჩვეულებრივი ასეპტიკური ზომები.
სწორი დოზირების შერჩევის მიზნით, აუცილებლად რაც შეიძლება მეტი სიზუტით უნდა განისაზღვროს ცხოველის სხეულის წონა, იმისათვის, რომ თავიდან აცილებულ იქნას არასაკმარისი დოზის მიცემა.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი ზომები, ანტიდოტები, საჭიროების შემთხვევაში).
აუცილებელია დაცულ იქნას რეკომენდებული დოზირება.
ორგანიზმიდან გამოყოფის პერიოდი.
ღორები:
ხორცი და სუბპროდუქტები: 16 დღე.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
ხორცი და სუბპროდუქტები: 14 დღე.
რძე: 5 მოწველა.
ცხვრები და თხები:
ხორცი და სუბპროდუქტები: 10 დღე.
რძე: 4 მოწველა.
ATC ვეტერინარული კოდი: QJ01CA04
შენახვის განსაკუთრებული ზომები.
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო საშუალება ან ასეთი ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტიდან მიღებული ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
S.C. CRIDA PHARM S.R.L.
Str. Intrarea Vagonetului, Nr. 2, Bloc 101, Ap. 47, Parter, Sector 6, ბუქარესტი, რუმინეთი.
ტელ./ფაქსი: +4021 4304399
ელ.ფოსტა: office@cridapharm.ro