ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ენროფლოქს ინექცია (ENROFLOX INJ.) 100 მლ

₾16.00
მიმართულება :
ბრენდი : კრიდაფარმ
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : მარცვალი
კოდი : 5944756701376

ენროფლოქს ინჯ (ENROFLOX INJ.) 100 მლ

100 მგ/მლ საინექციო ხსნარი პირუტყვისა და ღორებისთვის.

 

 

შემადგენლობა:

1 მლ. შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ენროფლოქსაცინი.........................................................100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: N-ბუტილის სპირტი....................................................30 მგ

ჩვენებები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Pasteurella multocida-ს, Mannheimia haemolytica-სა და Mycoplasma spp-ის შტამებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობა.

ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული მწვავე მძიმე მასტიტის მკურნალობა.

ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების მკურნალობა.

ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა.

ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Mycoplasma bovis-ის შტამებით გამოწვეული მწვავე მიკოპლაზმასთან ასოცირებული ართრიტის მკურნალობა 2 წლამდე ასაკის პირუტყვში.

 

ღორები:

ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Pasteurella multocida-ს, Mycoplasma spp-სა და Actinobacillus pleuropneumoniae-ს შტამებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობა.ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა.მშობიარობის შემდგომი პოსტ-ტრავმული დისგალაქტიის სინდრომის PDS (MMA სინდრომი) მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-სა და Klebsiella spp-ს შტამებით.ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების მკურნალობა.ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა. 

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ ქინოლონების მიმართ რეზისტენტულობის არსებობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ ხრტილოვანი მასის ზრდის დარღვევის ან/და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანების შემთხვევაში, განსაკუთრებით ფუნქციურად ან სხეულის მასით დატვირთულ სახსრებზე. არ გამოიყენოთ ენროფლოქსაცინის ან სხვა ფტორქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

არ გამოიყენოთ ცხენებში სასახსრე ხრტილის შესაძლო სახიფათო დაზიანების გამო.

 

გვერდითი რეაქციები:

ზოგჯერ ინექციის ადგილას შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ქსოვილოვანი რეაქციები. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი სქემის მიხედვით:

  • ძალიან ხშირი (10 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი ავლენს არასასურველ რეაქციებს);

  • ხშირი (100 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები ცხოველი ავლენს არასასურველ რეაქციებს);

  • ნაკლებად ხშირი (1,000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები ცხოველი ავლენს არასასურველ რეაქციებს);

  • იშვიათი (10,000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები ცხოველი ავლენს არასასურველ რეაქციებს);

  • ძალიან იშვიათი (10,000 ნამკურნალები ცხოველიდან 1-ზე ნაკლები ცხოველი ავლენს არასასურველ რეაქციებს).

იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით რეაქციას, თუნდაც ისეთს, რაც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, ან თუ ფიქრობთ, რომ მედიკამენტი არ მოქმედებს, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.

 

სამიზნე ცხოველები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორი.

 

დოზირება თითოეული სახეობისთვის, გამოყენების გზები და მეთოდი:

ინტრავენური, კანქვეშა ან ინტრამუსკულარული გამოყენება.

განმეორებითი ინექციები უნდა გაკეთდეს სხვადასხვა საინექციო ადგილას.

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

ენროფლოქსაცინის 5 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/ სხეულის მასის 20 კგ-ზე, დღეში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში.

  • მიკოპლაზმასთან ასოცირებული მწვავე ართრიტი, გამოწვეული ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Mycoplasma bovis-ის შტამებით 2 წლამდე ასაკის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში: ენროფლოქსაცინის 5 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20 კგ-ზე, დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში. პროდუქტის შეყვანა შესაძლებელია ნელი ინტრავენური ან კანქვეშა ინექციით.

  • Escherichia coli-ით გამოწვეული მწვავე მასტიტი: ენროფლოქსაცინის 5 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20 კგ-ზე, ნელი ინტრავენური ინექციით დღეში ერთხელ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში.

მეორე დოზის შეყვანა შესაძლებელია კანქვეშ. ამ შემთხვევაში, ხდება მედიკამენტის ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდის გათვალისწინება კანქვეშა ინექციის შემდეგ.

კანქვეშა ერთ საინექციო ადგილას უნდა მოხდეს პრეპარატის არაუმეტეს 10 მლ-ის შეყვანა.

 

ღორები:

ენროფლოქსაცინის 2,5მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე, რაც ექვივალენტურია 0,5მგ./სხეულის წონის 20 კგ-ზე, დღეში ერთხელ ინტრამუსკულარულად 3 დღის განმავლობაში.

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექცია ან სეპტიცემია რომელიც გამოწვეულია Escherichia coli-ით: ენროფლოქსაცინის 5 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20 კგ-ზე, დღეში ერთხელ ინტრამუსკულარულად 3 დღის განმავლობაში.

ღორებში ინექცია უნდა გაუკეთდეს კისერში ყურის ძირში. კუნთში ინექციის დროს ერთ ადგილას შეყვანილ უნდა იქნას არაუმეტეს 3 მლ-სა.

იმ შემთხვევაში თუ კლინიკური ნიშნები არ უმჯობესდება პირველი 2-3 დღის განმავლობაში, უნდა განიხილონ დამატებითი ტესტირება მგრძნობელობაზე და ანტიმიკრობული თერაპიის შეცვლა.

 

რჩევები სწორი გამოყენებისთვის:

სწორი დოზირების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სხეულის მასის ზუსტი განსაზღვრა, იმისათვის, რომ  თავიდან აცილებულ იქნას დაბალი დოზით მკურნალობა.

 

მოცდის პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:

ინტრავენური ინექციის შემდეგ: ხორცი და სუბპროდუქტები: 5 დღე. რძე: 3 დღე.

კანქვეშა ინექციის შემდეგ: ხორცი და სუბპროდუქტები: 12 დღე. რძე: 4 დღე.

ღორები:  ხორცი და სუბპროდუქტები: 13 დღე.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პროდუქტის შენახვისას:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში. შეინახეთ მშრალ ადგილას. შეინახეთ პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.

 

სპეციალური გაფრთხილებები:

სპეციალური უსაფრთხოების ზომები ცხოველებში გამოსაყენებლად:

პროდუქტის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ოფიციალური და ადგილობრივი ანტიმიკრობული პოლიტიკა.

ფტორქინოლონები დარეზერვებული უნდა იყოს კლინიკური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომელთა მკურნალობა რთულია ან როგორც მოსალოდნელია რთულად ექვემდებარება სხვა კლასის ანტიმიკრობულ საშუალებებს. შეძლებისდაგვარად, ფტორქინოლონები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მგრძნობელობის ტესტირების საფუძველზე.

ხბოში დაფიქსირდა სასახსრე ხრტილში დეგენერაციული ცვლილებები, რომლებიც მკურნალობდნენ პერორალურად ენროფლოქსაცინით 30 მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე 14 დღის განმავლობაში.

ენროფლოქსაცინის გამოყენებამ მოზარდ ბატკნებში რეკომენდებული დოზით 15 დღის განმავლობაში გამოიწვია ჰისტოლოგიური ცვლილებები სასახსრე ხრტილში, რასაც არ ახლდა კლინიკური ნიშნები.

 

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომლიც დაცული უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო პრეპარატის გამოყენებას ცხოველებზე.

წინამდებარე პროდუქტი წარმოადგენს ტუტე ხსნარს. კანთან ან თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და აჩვენეთ თქვენს ექიმს საინფორმაციო ფურცელი ან ეტიკეტი. პროდუქტის გამოყენებისას დაუშვებელია საკვების მიღება და მოწევა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი თვითინიექცია. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მოერიდეთ კონტაქტს კანთან და თვალებთან. მოხვედრისას დაუყონებლივ დაიბანეთ კანი და ამოიბანეთ თვალები. გამოყენების შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები. ატარეთ დამცავი ხელთათმანები. ფტორქინოლონების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ პროდუქტთან კონტაქტს.

გამოიყენება მაკეობის, ლაქტაციის ან მშობიარობის დროს: ენროფლოქსაცინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაკეობისა და ლაქტაციის დროს.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები: ანტაგონისტური ეფექტები შეიძლება განხორციელდეს მაკროლიდების და ტეტრაციკლინების ერთდროული გამოყენების გამო.

დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, საგანგებო პროცედურები, ანტიდოტები), საჭიროების შემთხვევაში:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. შემთხვევითი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ არსებობს ანტიდოტი და მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომური.

შეუთავსებლობა: თავსებადობაზე კვლევების არარსებობის გამო, დაუშვებელია ამ ვეტერინარული პროდუქტის შერევა სხვა ვეტერინარულ საშუალებებთან.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას გამოუყენებელი პროდუქტების ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციის დროს.

დაუშვებელია სამედიცინო საშუალებების ჩაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები.

ATC Vet Code: QJ01MA90

 

შეფუთვა:

100 მლ-იანი II ტიპის მინის ფლაკონები, დახურული ბრომბუთილის რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით მოთავსებული ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

S.C. CRIDA PHARM S.R.L.

Str. Intrarea Vagonetului, Nr. 2, Bloc 101, Ap. 47, Parter, სექტორი 6, ბუქარესტი, რუმინეთი.

ტელ.:/ფაქსი: +4021 430 4399, ელ.ფოსტა: office@cridapharm.ro

მწარმოებელი:

S.C. CRIDA PHARM S.R.L, Str. Stadionului, Nr. 1, Oltenița, Jud. კალარასი, რუმინეთი.

ტელ./ფაქსი: +4024 251 5005, ელ.ფოტა: office@cridapharm.ro

ფასდაკლება