ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

კრიმექტინ ინჯ (CRIMECTIN INJ.) 100 მლ

₾14.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : კრიდაფარმ
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 5944756701314

კრიმექტინ ინჯ (CRIMECTIN INJ.)

100 მლ

10 მგ/მლ საინექციო ხსნარი მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ღორისთვის, ცხვრისა და თხისათვი

  

შემადგენლობა:

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:

 

აქტიური ნივთიერება  ივერმექტინი...........................................10 მგ

 

ჩვენებები: გამოიყენება ენდოპარაზიტებისა და ექტოპარაზიტების წინააღმდეგ როგორც პროფილაქტიკის ასევე მკურნალობისათვის:

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები (ზრდასრული ფორმები და ლარვები), ფილტვის ჭიები (მომწიფებული და მეოთხე სტადიის ლარვები), მიაზი (სამივე სტადიის ლარვები), ტილები, ტკიპები.

 

ცხვარი და თხა: კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები (ზრდასრული და მეოთხე სტადიის ლარვები), ფილტვის ჭიები (ზრდასრული და მეოთხე სტადიის ლარვები), Dictyocaulus spp. (ზრდასრული და მეოთხე სტადიის ლარვები), მიაზი (ლარვის ყველა სტადია); ტკიპები (Sarcoptes spp., Psoroptes spp.).

 

ღორები: კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები (ზრდასრული და მეოთხე სტადიის ლარვები), ფილტვის ჭიები (ზრდასრული), ტილები, ტკიპები.

პროდუქტის გამოყენება სამიზნე სახეობებში უნდა ითვალისწინებდეს გეოგრაფიულ განსხვავებებს პარაზიტების გავრცელების მახასიათებლების საკითხში.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ კუნთში ან ინტრავენურად.

არ გამოიყენოთ ცხოველთა სხვა სახეობებში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს სერიოზული გვერდითი რეაქციები, მათ შორის სიკვდილიანობა ძაღლებში.

არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის დროს.

 

გვერდითი რეაქციები:

ინექციის ადგილას ფიქსირდება დროებითი დისკომფორტი და მსუბუქი ანთებითი რეაქცია; აღნიშნული რეაქციები ქრება მკურნალობის ჩატარების გარეშე.

იმ შემთხვევაში თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციას, თუნდაც ისეთს, რაც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ აცნობოთ თქვენს ვეტერინარს.

 

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი და თხა.

 

დოზირება, გამოყენების გზები და მეთოდი: გამოიყენეთ მხოლოდ კანქვეშ.

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა: 1 მლ/სხეულის წონის 50 კგ-ზე, რაც ექვივალენტურია ივერმექტინის 0,2 მგ./სხეულის წონის ერთ კგ-ზე.

 

ღორები: 1 მლ/სხეულის წონის 33 კგ-ზე, რაც ექვივალენტურია ივერმექტინის 0,3 მგ./სხეულის წონის ერთ კგ-ზე.

მოზარდ ღორებში, განსაკუთრებით 16 კგ-ზე ნაკლები წონის შემთხვევაში, როდესაც ინიშნება 0,5 მლ-ზე ნაკლები რაოდენობის მედიკამენტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოზის ზუსტად განსაზღვრა.

 

რჩევები სწორი გამოყენებისთვის: აუცილებელია ზოგადი ასეპტიკური ზომების დაცვა.

იმ შემთხვევაში თუ ცხოველებმა უნდა გაიარონ მკურნალობა კოლექტიურად და არა ინდივიდუალურად, ისინი უნდა დაჯგუფდნენ სხეულის წონის მიხედვით და დოზის განსაზღვრა მოხდეს ამის შესაბამისად, რათა თავიდან იქნას აცილებული ჭარბი ან მცირე დოზით მკურნალობა.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი და სუბპროდუქტები:

ღორი და თხა: 28 დღე.

ცხვარი: 21 დღე.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 49 დღე.

 

რძე: დაუშვებელია გამოყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში, რომელთა რძე სასურსათო დანიშნულებისაა.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პროდუქტის შენახვისას:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში. არ გაყინოთ. პროდუქტი შეინახეთ პირდაპირი სინათლის სხივებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა შეფუთვის გახსნის შემდეგ: 28 დღე.

 

სპეციალური უსაფრთხოების ზომები თითოეული ცხოველისათვის:

აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეზისტენტობის განვითარება და საბოლოო ჯამში არაეფექტური მკურნალობა:ერთი და იგივე კლასის ანტიჰელმინტური საშუალებების ძალიან ხშირი და განმეორებითი გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.დაბალი დოზით მკურნალობა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის წონის არასწორი შეფასებით, პრეპარატის არასათანადო გამოყენებით ან დოზატორის კალიბრაციის პრობლემით (მსგავსის არსებობის შემთხვევაში).

ანტიჰელმინთური პრეპარატების მიმართ კლინიკური რეზისტენტობის ეჭვის შემთხვევაში აღნიშნული საკითხი უნდა იყოს გამოკვლეული შესაბამისი ტესტების ჩატარების გზით (მაგ., ფეკალური კვერცხების რაოდენობის შემცირების ტესტი). იმ შემთხვევაში თუ ტესტის შედეგები მტკიცედ მიუთითებს კონკრეტული ანტიჰელმინტური პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაზე, უნდა იქნას გამოყენებული ანტიჰელმინთური საშუალება, რომელიც მიეკუთვნება სხვა ფარმაკოლოგიურ კლასს და აქვს მოქმედების განსხვავებული მექანიზმი.

 

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები ცხოველებში გამოყენებისას:

არ გამოიყენოთ კუნთში ან ინტრავენურად. ივერმექტინი ძალიან ეფექტურია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭიების ლარვის ყველა სტადიის წინააღმდეგ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის სწორი დროის შერჩევა. ყველაზე ეფექტური შედეგისთვის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მკურნალობა უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე ხარის ზოლიანი ბორების სეზონის დასრულების შემდეგ.

ზოგჯერ მოკლულმა პარაზიტმა (Hypoderma lineatum), რომელიც იმყოფება საყლაპავის ქსოვილებთან ახლოს შეიძლება გამოიწვიოს ნერწყვდენა და მუცლის შებერილობა. ანალოგიურად, ზურგის არხში მყოფმა მკვდარმა Hypoderma bovis-მა  შეიძლება გამოიწვიოს წონასწორობის დარღვევა ან დამბლა. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ბუზების გაჩენის სტადიების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლიც დაცული უნდა იყოს იმ პირის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო პრეპარატის გამოყენებას ცხოველებზე.

ივერმექტინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ პროდუქტთან კონტაქტს. თავიდან უნდა იქნას აცილებული კანთან და თვალებთან პირდაპირი კონტაქტი. იმ შემთხვევაში თუ ასეთ კონტაქტს ჰქონდა ადგილი, გამოირეცხეთ თვალები და დაიბანეთ კანი წყლის დიდი ოდენობით.

პროდუქტის გამოყენებისას დაუშვებელია საკვებისა მიღება და მოწევა.

გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ თავიდან აიცილოთ საკუთარ თავზე პრეპარატის შემთხვევითი გამოყენება: პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება და/ან ტკივილი ინექციის არეში.

 

გამოიყენება მაკეობის ან ლაქტაციის დროს:

პროდუქტი შეიძლება დაინიშნოს ცხოველებში მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში, მაგრამ ამ შემთხვევაში დაუშვებელია რძის გამოყენება სასურსათო დანიშნულებით.

დაუშვებელია პროდუქტის გამოყენება ცხოველებში როდესაც მოგებამდე დარჩენილია 28 დღე და ასევე იმ ცხოველებში, რომელთა რძე სასურსათო დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი.

 

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

არ არის ცნობილი.

 

დოზის გადაჭარბება:

ივერმექტინი არ არის ტოქსიკური დოზის 30-ჯერადი გადაჭარბებისას. დოზის გადაჭარბების გამო ტოქსიკურ რეაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ტოქსიკური სიმპტომებია ტრემორი, კრუნჩხვები და კომა.

შეუთავსებლობა:

არ არის ცნობილი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას გამოუყენებელი პროდუქტების ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზაციის დროს.

დაუშვებელია სამედიცინო საშუალებების ჩაყრა კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენდექტოციდები, მაკროციკლური ლაქტონები, ავერმექტინები.

 

ATCvet code: QP54AA01

 

შეფუთვა:

100 მლ-იანი II ტიპის მინის ფლაკონები, დახურული ბრომბუტილის რეზინის საცობითა და ალუმინის ჩაჩით მოთავსებული ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

S.C. CRIDA PHARM S.R.L.

Str. Intrarea Vagonetului, Nr. 2, Bloc 101, Ap. 47, Parter, სექტორი 6, ბუქარესტი, რუმინეთი.

ტელ.:/ფაქსი: +4021 430 4399, ელ.ფოსტა: office@cridapharm.ro

 

მწარმოებელი:

S.C. CRIDA PHARM S.R.L, Str. Stadionului, Nr. 1, Oltenița, Jud. კალარასი, რუმინეთი.

ტელ./ფაქსი: +4024 251 5005, ელ.ფოტა: office@cridapharm.ro

 

 

ფასდაკლება