ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მწერების საწინააღმდეგო საშუალება LEXAN AMP 100 SG 500 გრ.

₾110.00
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : კვიზდა
პროდუქტის ტიპი : სადეზინფექციო
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 63005

მწერების საწინააღმდეგო საშუალება

 

პროდუქტის მახასიათებელი:

ტიპი ფხვნილი
დანიშნულება

ანტიპარაზიტული საშუალება

შეფუთვა 500გ
წარმოშობის ქვეყანა ავსტრია

  

დოზირება:  

სამიზნე ჯგუფები

 

მომხმარებელი

გამოყენების ადგილი

შეფუთვის ტიპი

დოზა

სახლის ბუზი

Musca domestica

პროფესიონალური

შენობა-ნაგებობის შიგნით

სპრეის სახით

პროდუქტის 250 გ შეურიეთ  2,5 ლიტრ წყალს, მიღებული ნარევის გამოყენება საკმარია 100 მ² ზედაპირის დასამუშავებლად.

სახლის ბუზი

Musca domestica

პროფესიონალური

შენობა-ნაგებობის შიგნით

ზედაპირზე დასატანად

პროდუქტის 250 გ შეურიეთ  160 მლ წყალს, მიღებული ნარევის გამოყენება საკმარია 100 მ² ზედაპირის დასამუშავებლად.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

გამოყენების პერიოდ: აპრილი-ოქტომბერი

გამოყენების ადგილი + გამოყენების ტიპი

გამოყენების ინსტრუქცია

ბიოციდური ეფექტის მოქმედების დაწყება

მიღებული შედეგი

დასუფთავების ინსტრუქციები/ დეკონტამინაციის მეთოდები

გამოყენების სიხშირე

შენობა-ნაგებობის შიგნით შესხურების სახით

100 მ² ფართობის შენობა-ნაგებობის დაცვის მიზნით (პირველი სართული).

პროდუქტის დატანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ცხოველებისთვის მიუწვდომელ ზედაპირებზე და მათ საკვებთან უშუალო კონტაქტში არმყოფ ზედაპირებზე. დაბალი წნევის გამაფრქვევლის გამოყენებით, მოახდინეთ პროდუქტის განაწილება ისეთ ადგილებში, სადაც ბუზები უფრო ხშირად ბინადრობენ, ამ ზედაპირების 1/3-ის დაფარვის გზით.

პროდუქტის ზედაპირზე დატანიდან რამდენიმე საათში.

დაცვა 3 თვემდე.

არ გაწმინდოთ დამუშავებული ზედაპირები. გაწმინდეთ მხოლოდ ის ზედაპირი, სადაც ბიოციდის მოქმედება აღარ არის საჭირო სარეცხი საშუალებისა და ცხელი წყლის გამოყენებით.

გამოიყენება 1-დან 3 თვემდე პერიოდის ინტერვალით, და დაბინძურების დონის შესაბამისად. არ გამოიყენოთ წელიწადში 6-ზე მეტჯერ.

შენობა-ნაგებობის შიგნით ზედაპირზე დასატანად

100 მ² ფართობის შენობა-ნაგებობის დაცვის მიზნით (პირველი სართული).

პროდუქტის დატანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ცხოველებისთვის მიუწვდომელ ზედაპირებზე და ისეთ ზედაპირებზე, რომელიც არ აირს საკვებთან კონტაქტში. ოპტიმალური დაცვისთვის ფუნჯით ან როლერით წაუსვით პასტა, 25-30 ზოლებად (20x20 ან 30x10 სმ) გაყოფით, ისეთ ადგილებში, სადაც ბუზები უფრო ხშირად ბინადრობენ (სასურველია ნათელ ადგილებში და სუფთა ზედაპირებზე).

პროდუქტის გამოყენების შემდეგ რამდენიმე საათში.

დაცვა 3 თვემდე.

არ გაწმინდოთ დამუშავებული ზედაპირები. ბიოციდის მოქმედების შესაჩერებლად გაწმინდეთ ზედაპირები სარეცხი საშუალებისა და ცხელი წყლის გამოყენებით ან პანელების მოხსნით.

გამოიყენება 1-დან 3 თვემდე პერიოდის ინტერვალით, დასნებოვნების დონის შესაბამისად. არ გამოიყენოთ წელიწადში 6-ზე მეტჯერ.

 

 უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია:

ბიოციდური პროდუქტი (PT18 ინსექტიციდი)

რეცეპტურის კოდი: SG (ხსნადი გრანულები)

პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვა (ინფორმაციისთვის: წარმოების თარიღი + 3 წელი)

შემადგენლობა:

100 გ/კგ (წონის მიხედვით) აცეტამიპრიდი (CAS ნომერი: 135410-20-7), PT 18.

 

შეიცავს მწარე აგენტს (დენატონიუმის ბენზოატი).

 

ინფორმაცია საფრთხისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ:

 

გაფრთხილება

 

საშიშროების მაჩვენებელი მარკირების კომპონენტები: აცეტამიპრიდი

 

H302 საზიანოა გადაყლაპვის შემთხვევაში.

H361d სავარაუდოდ ზიანს აყენებს ნაყოფს.

H410 ძალიან ტოქსიკურია წყლის ფლორისა და ფაუნისათვის, ხანგრძლივად ზემოქმედების შემთხვევაში.

 

P260 არ ჩაისუნთქოთ პროდუქტის ნისლი/სპრეი.

P264 პროდუქტის გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

P270 პროდუქტის გამოყენებისას დაუშვებელია საკვებისა და წყლის მიღება, ასევე მოწევა.

P273 გამოიყენეთ ისე, რომ პროდუქტი არ მოხვდეს გარემოში.

P280 ატარეთ დამცავი ხელთათმანები, ტანსაცმელი, სათვალე.

P301+P312 გადაყლაპვის შემთხვევაში: იმ შემთხვევაში თუ თავს ცუდად იგრძნობთ, მიმართეთ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს/ექიმს.

P391 შეაგროვეთ დაღვრილი პროდუქტი.

P501 პროდუქტის ნარჩენის/კონტეინერის უტილიზაცია მოახდინეთ ნარჩენების განადგურების ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

ობიექტის დამუშავებამდე (პროდუქტის გაზავების მომზადებისა და გამოყენებამდე), შენობა-ნაგებობიდან გამოიყვანეთ ყველა ცხოველი და გამოიტანეთ მათი საკვები პროდუქტები.

დამუშავებული ზედაპირის გაშრობის შემდეგ შესაძლებელია ცხოველების შეყვანა შენობა-ნაგებობაში.

არ დაუშვათ საკვები პროდუქტების, საკვები ჭურჭლის ან საკვები ზედაპირების კონტაქტი პროდუქტთან.

არ მოახდინოთ პროდუქტის ან მისი კონტეინერის ჩაყრა მილებში (კანალიზაცია, ნიჟარები, ტუალეტები და სხვა), წყლის არხებსა ან საკანალიზაციო კოლექტორებში.

პროდუქტის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები და სხეულის ღია ნაწილები.

რაიმე სახის ინციდენტის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

 

არ გამოიყენოთ ცხოველებზე.

გამოიყენეთ და შეინახეთ მხოლოდ ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.

არ შეეხოთ დამუშავებულ ზედაპირს მის სრულ გაშრობამდე.

შეინახეთ 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, კარგად ვენტილირებად და მშრალ ადგილას. არ გაყინოთ და დაიცავით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.

ყოველი გამოყენების შემდეგ პროდუქტი მჭიდროდ დახურეთ და შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

 

განზავებული პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ერთი გამოყენებისთვის აპლიკატორის გამოყენებით, დაუშვებელია განზავებული პროდუქტის შენახვა მისი ხელახალი გამოყენების მიზნით.

მოახდინეთ წყლისა და პროდუქტის ოდენობის სწორი გამოყენება, რათა მიიღოთ ნარევის ზუსტი ოდენობა, რომელიც საჭიროა შესაბამისი ზომის ზედაპირის დასამუშავებლად.

 

დაუშვებელია ცარიელი შეფუთვის ხელახალი გამოყენება.

ატარეთ წყალგაუმტარი დამცავი ტანსაცმელი, ხელთათმანები და სათვალე.

 

პროფესიონალი მომხმარებელთათვის.

 

 

ფასდაკლება