Lexan AMP 100SG
წყალში ხსნადი მწერების საწინააღმდეგო გრანულები
შემადგენლობა:
პროდუქტის 50 გრ შეიცავს:
აცეტამიპრიდი............................................................... 10.0 გ.
ჩვენებები:
აღნიშნული ინსექტიციდი განკუთვნილია მეცხოველეობის მეურნეობებში ბუზებთან საბრძოლველად. პროდუქტი გამოიყენება მწერების თავმოყრის ადგილებში, მაგალითად, როგორიცაა თბილი კედლები, მზიანი მხარის კედლები, ღობის ნაწილები და ა.შ.
გამოყენების მეთოდები:
პროდუქტი გამოიყენება ხსნარის სახით, რომელიც დაიტანება ზედაპირზე ან ზედაპირზე მიესხურება.
სამუშაო ხსნარის მომზადება: სპრეის სახით გამოსაყენებლად ინდივიდუალურ კონტეინერში გააზავეთ პროდუქტის 250გ 2,5ლ წყალში (ოთახის ტემპერატურაზე). საფუძვლიანად მოურიეთ ერთგვაროვანი ხსნარის მისაღებად.
ზედაპირზე დასატანად ინდივიდუალურ კონტეინერში გააზავეთ პროდუქტის 250გ 160მლ წყალში (ოთახის ტემპერატურაზე). საფუძვლიანად მოურიეთ ერთგვაროვანი ხსნარის მისაღებად.
მეთოდი: მიღებული ხსნარი საკმარისია შენობის დასამუშავებლად, რომლის მთლიანი ფართი შეადგენს 100 მ2-ს. აუცილებელია დაიტანოთ ზედაპირის არა ნაკლებ 30 ნაწილზე მოცულობით 10x30 სმ . ადგილებში, რომელიც მიუღებელია პროდუქტის დასატანად ან სადაც არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ზედაპირის ფერის ცვლილების მოსალოდნელობის გამო, პროდუქტები დატანილ უნდა იქნას მუყაოს ნაჭერზე ან პოლიეთილენის ზოლზე, და ამ სახით ჩამოიკიდოს შენობაში.
გამოყენების სიხშირე: გამოიყენება 1-დან 3 თვემდე პერიოდის ინტერვალით და დაბინძურების დონის შესაბამისად.
უკუჩვენებები: არ აქვს
შენიშვნა:
ხსნარი გულდასმით უნდა იყოს მორეული მის გამოყენებამდე. თუ დამუშავების პროცესი 30 წუთზე მეტი ხნით წყდება, საჭიროა ხსნარის კვლავ მორევა. ხსნარი მისი მომზადებისთანავე ან იმავე დღეს უნდა იქნეს გამოყენებული. არ შეიძლება პროდუქტის დატანა ბინძურ, ძალზე ფოროვან ან ცოტა ხნის წინ შეთეთრებულ ზედაპირებზე. მომწამლავია ფუტკრისთვის!
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
შეფუთვა:
პოლიეთილენის კონტეინერი 50 გ.