პროდუქტის მახასიათებელი:
| ტიპი |
აბი |
| დანიშნულება |
ანტიპარაზიტული საშუალება |
| შეფუთვა |
3 ცალი
|
| მწარმოებელი |
ბიორინგერი, საფრანგეთი |
აღწერა:
ძაღლის ნექსთგარდ სპექტრა - ჩასაღეჭი x 3 150მგ/30 მგ საღეჭი ტაბლეტები > 30 - 60 კგ წონისთვის.
ყოველი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
|
ნექსგარდ სპექტრა
|
აფოქსოლანერი (მგ)
|
მილბემიცინის ოქსიმი (მგ)
|
|
საღეჭი ტაბლეტები 2-3.5 კგ ძაღლებისთვის
|
9.375
|
1.875
|
|
საღეჭი ტაბლეტები >3.5-7.5 კგ ძაღლებისთვის
|
18.75
|
3.75
|
|
საღეჭი ტაბლეტები >7.5-15 კგ ძაღლებისთვის
|
37.50
|
7.50
|
|
საღეჭი ტაბლეტები >15-30 კგ ძაღლებისთვის
|
75.00
|
15.00
|
|
საღეჭი ტაბლეტები >30-60 კგ ძაღლებისთვის
|
150.00
|
30.00
|
წინწკლებიანი წითელი - მოწითალო ყავისფერი, მრგვალი ფორმის (ტაბლეტები 2-3.5 კგ ძაღლებისთვის) ან მართკუთხა ფორმის (ტაბლეტები >3.5-7.5 კგ ძაღლებისთვის, ტაბლეტები >7.5-15 კგ ძაღლებისთვის, ტაბლეტები >15-30 კგ ძაღლებისთვის და ტაბლეტები >30-60 კგ ძაღლებისთვის).
ჩვენებები:
ძაღლებში რწყილებისა და ტკიპების ინვაზიების სამკურნალოდ, როდესაც ნაჩვენებია გულის ჭიის (Heartworm) დაავადების იმავდროული პრევენცია და/ან კუჭ-ნაწლავური ჭიების ინვაზიების მკურნალობა.
ძაღლებში რწყილების ინვაზიების (Ctenocephalides felis და C.canis) მკურნალობა.
ძაღლებში ტკიპების ინვაზიების (Dermacentor reticulates, Ixodes ricinus, Rhipicephalus sanguineus) მკურნალობა.
რწყილები და ტკიპები უნდა მიეკრონ პატრონს და დაიწყონ კვება, რათა მოხდეს აქტიური სუბტსნაციის ზემოქმედების ქვეშ მათი მოხვედრა.
მოზრდლი კუჭ-ნაწლავური ჭიების შემდეგი სახეობების მკურნალობა: მრგვალი ჭია (Toxocara canis და Toxascaris leonina ), მუცლის ჭია (Ancylostoma caninum და Ancylostoma brazilense) და ნაწლავური ჭია (Trichuris vulpis).
გულის ჭიის (Heartworm) Dirofilaria immitis larvae დაავადების პრევენცია ყოველთვიური მიღებით.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
უარყოფითი რეაქციები:
კლინიკური ცდებისას სერიოზული უარყოფითი რეაქციები არ იქნა მიკუთვნებული აფოქსოლანერისა და მილბემიცინის ოქსიმის კომბინაციას. არახშირად აღინიშნა შემდეგი უარყოფითი რეაქციები: ღებინება, დიარეა, ენერგიის არქონა, მადის დაქვეითება და ქავილი. აღნიშნული მოვლენები ზოგადად იყო თვით-შემზღუდავი და ხანმოკლე ხანგრძლივობის.
უარყოფითი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ძალიან ხშირი (მკურნალობის პერიოდში 10-დან 1-ზე მეტ ცხოველში გამოვლინდა უარყოფითი რეაქცია (რეაქციები)
- ხშირი (100-დან 1-ზე მეტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში)
- არახშირი (1000-დან 1-ზე მეტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში)
- იშვიათი (10000-დან 1-ზე მეტში, მაგრამ 10-ზე ნაკლებში)
- ძალიან იშვიათი (10000-დან 1-ზე ნაკლებ ცხოველში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).
თუ შენიშნავთ ისეთ სერიოზულ ან სხვა ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, აცნობეთ თქვენს ვეტერინარს.
სამიზნე სახეობები:
ძაღლები.
დოზირება თითოეული სახეობისათვის:
გამოიყენება მხოლოდ პერორალური გზით.
დოზა: ვეტერინარული სამკურნალო საშუალება მიიღება შემდეგი ცხრილის მიხედვით:
|
ძაღლის სხეულის წონა (კგ)
|
მისაღები ტაბლეტის რაოდენობა და მოქმედების ძალა
|
|
ნექსგარდ სპექტრა 9მგ/2მგ
|
ნექსგარდ სპექტრა
19მგ/4მგ
|
ნექსგარდ სპექტრა 38მგ/8მგ
|
ნექსგარდ სპექტრა
75მგ/15 მგ
|
ნექსგარდ სპექტრა
150მგ/30მგ
|
|
2-3.5
|
1
|
|
|
|
|
|
>3.5-7.5
|
|
1
|
|
|
|
|
>7.5-15
|
|
|
1
|
|
|
|
>15-30
|
|
|
|
1
|
|
|
>30-60
|
|
|
|
|
1
|
60 კგ-ზე მეტი წონის ძაღლებში გამოიყენება საღეჭი ტაბლეტების შესაბამისი კომბინაციები.
მიღების წესი:
ძაღლების უმრავლესობისათვის ტაბლეტები დაღეჭვადია და სასიამოვნო. თუ ძაღლი პირდაპირ არ იღებს ტაბლეტს, შეიძლება მისი საკვებთან ერთად მიცემა.