ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ინტერფლოქსი 200 ორალ 1000 მლ

₾86.00
მიმართულება : მეღორეობა
მეცხვარეობა
ხბო
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 8718692824201

 Interflox 200 Oral 1000 ml

Interchemie,ნიდერლანდები

ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის

 

 

პროდუქტის დასახელება:
ინტერფლოქს - 100.

 


აღწერილობა:
საინექციო ხსნარი. 100 მლ.

 


თითოეული მლ-ის შემადგენლობა:
ენროფლოქსაცინი ..........................................................................................................100 მგ;
სამიზნე სახეობები
ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.
კლინიკური ფარმაკოლოგია

 


ფარმაცევტული ჯგუფი:

ქინოლონებისა და ქინოქსალინის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები.

 


ATCvet კოდი:

QJ01MA90


ენროფლოქსაცინი მიეკუთვნება ქინოლინების ჯგუფს, რომელიც ხასიათდება ანტიმიკრობული აქტივობით ისეთი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Actinobacillus pleuropneumoniae, E.coli, Klebsiella spp., Mannheimia haemolytica, Mycoplasma spp., Pasteurella multocida და Staphylococcus aureus.

 


ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ისეთი შტამებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობა, როგორიცაა Pasteurella multocida, Mannheimia haemolytica და Mycoplasma spp..
ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული მწვავე მძიმე მასტიტის მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების მკურნალობა.
ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა.
ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე Mycoplasma bovis-ის შტამებით გამოწვეული მწვავე მიკოპლაზმასთან ასოცირებული ართრიტის მკურნალობა 2 წლამდე ასაკის მსხვილფეხა-რქოსან პირუტყვში.
ცხვარი
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების მკურნალობა.
ენროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Staphylococcus aureus-ისა და Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული მასტიტის მკურნალობა.
თხა
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Pasteurella multocida-ს და Mannheimia haemolytica-ს შტამებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Staphylococcus aureus-ისა და Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული მასტიტის მკურნალობა.
ღორი
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Pasteurella multocida-ს, Mycoplasma spp-ისა და Actinobacillus pleuropneumoniae-ს შტამებით გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციების მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების მკურნალობა.
მოგების შემდგომი დისგალაქტიკური სინდრომის PDS (MMA სინდრომი) მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს და Klebsiella spp-ის შტამებით.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციების მკურნალობა.
ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Escherichia coli-ს შტამებით გამოწვეული სეფსისის მკურნალობა.

 

 


უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ როდესაც ცნობილია ენროფლოქსაცინის, სხვა ფტორქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობა კონკრეტულ ცხოველში. არ გამოიყენოთ მოზარდ ცხენებში სასახსრე ხრტილის შესაძლო დაზიანების გამო.

 


არასასურველი გვერდითი ეფექტები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (მაგ. დიარეა). აღნიშული ნიშნები ჩვეულებრივ მსუბუქია და გარდამავალია. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ინტრავენურმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შოკური რეაქციები, რაც სავარაუდოდ სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგია. ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე. ღორებში, პრეპარატის ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ, შეიძლება განვითარდეს ანთებითი რეაქციები, რაც შეიძლება შენარჩუნდეს ინექციის შემდეგ დაახლოებით 28 დღის განმავლობაში.

 


ურთიერთქმედება:
ენროფლოქსაცინის გამოყენება დაუშვებელია ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ქინოლონების მიმართ ანტაგონისტურად მოქმედებენ (მაგალითად, მაკროლიდები, ტეტრაციკლინები ან ფენიკოლები). არ გამოიყენოთ ერთდროულად თეოფილინთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თეოფილინის ორგანიზმიდან გამოსვლის შენელება.
გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში

 


მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ვეტერინარული პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილია მაკე ძროხებში პირველ ტრიმესტრის დროს. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ძროხებში მაკეობის პირველ ტრიმესტრში. პროდუქტის გამოყენება ძროხებში მაკეობის ბოლო სამი ტრიმესტრის განმავლობაში უნდა ეფუძნებოდეს პასუხისმგებელი ვეტერინარის შეფასებას მედიკამენტის გამოყენების რისკი-სარგებლის თანაფარდობასთან მიმართებაში. პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ძროხებში ლაქტაციის პერიოდში.


ცხვარი და თხა: მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში ვეტერინარული პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. გამოიყენეთ მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ მედიკამენტის გამოყენების რისკი-სარგებლის შეფასების შესაბამისად.


ღორი: მაკეობის დროს ვეტერინარული პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. გამოიყენეთ მხოლოდ პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ მედიკამენტის გამოყენების რისკი-სარგებლის შეფასების შესაბამისად. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დედა ღორებში ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში.

 


დოზირება:
ინტრავენური, კანქვეშა ან ინტრამუსკულარული გამოყენება.
განმეორებითი ინექციები უნდა გაკეთდეს სხვადასხვა საინექციო ადგილებში.
სწორი დოზირების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სხეულის მასის მაქსიმალურად ზუსტი განსაზღვრა, რათა თავიდან აცილებულ იქნას არასაკმარისი დოზის გამოყენება.


მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
5 მგ ენროფლოქსაცინი/კგ სხეულის მასაზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20კგ-ზე, დღეში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში.
მწვავე მიკოპლაზმა ასოცირებული ართრიტის მკურნალობა 2წ-ზე მცირე ასაკის ცხოველებში, რომელიც გამოწვეულია ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე Mycoplasma Bovis შტამებით: 5 მგ ენროფლოქსაცინი/კგ სხეულის მასაზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20კგ-ზე, დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.
პროდუქტი გამოიყენება ნელა ინტრავენურად ან კანქვეშა ინექციის სახით.
Escherichia coli-ით გამოწვეული მწვავე მასტიტი:5 მგ ენროფლოქსაცინი/კგ სხეულის მასაზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20კგ-ზე, დღეში ერთხელ და 2 შემდგომი დღის განმავლობაში.მეორე დოზა შესაძლოა შეყვანილ იქნას კანქვეშ. ამ შემთხვევაში ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი იქნება კანქვეშა შეყვანის შესაბამისი.
კანქვეშა თითო ინექციის დროს ერთ საინექციო ადგილას შეყვანილ უნდა იქნას არაუმეტეს 10 მლ-სა.


ცხვარი და თხა:
ენროფლოქსაცინის 5 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/ სხეულის მასის 20 კგ-ზე, დღეში ერთხელ კანქვეშა ინექციის სახით 3 დღის განმავლობაში.
კანქვეშა თითო ინექციის დროს ერთ საინექციო ადგილას შეყვანილ უნდა იქნას არაუმეტეს 6 მლ-სა.


ღორი:
ენროფლოქსაცინის 2,5 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც ექვივალენტურია 0,5 მლ/სხეულის მასის 20 კგ-ზე, დღეში ერთხელ ინტრამუსკულარულად 3 დღის განმავლობაში.
Escherichia coli-ით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის ან სეპტიცემიის დროს: ენროფლოქსაცინის 5 მგ/კგ სხეულის მასაზე, რაც ექვივალენტურია 1 მლ/სხეულის მასის 20კგ-ზე, დღეში ერთხელ ინტრამუსკულარულად 3 დღის განმავლობაში.
ღორებში ინექცია უნდა გაკეთდეს კისრის არეში ყურის ძირში.
კანქვეშა თითო ინექციის დროს ერთ საინექციო ადგილას შეყვანილ უნდა იქნას არაუმეტეს 3 მლ-სა.

 


მოცდის პერიოდი:
პირუტყვი: ინტრავენური ინექციის შემდეგ:
ხორცი და სუბპროდუქტები: 5 დღე.
რძე: 3 დღე.
კანქვეშა ინექციის შემდეგ:
ხორცი და სუბპროდუქტები: 12 დღე.
რძე: 4 დღე.

ცხვარი: ხორცი და სუბპროდუქტები: 4 დღე.
რძე: 3 დღე.

თხა: ხორცი და სუბპროდუქტები: 6 დღე.
რძე: 4 დღე.

ღორი: ხორცი და სუბპროდუქტები: 13 დღე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 


შენახვის პირობები:
Interflox-100-ის შენახვის ვადა 3 წელია ბნელ ადგილას 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში შენახვის შემთხვევაში. პირველი გახსნის შემდეგ Interflox-100 ინახება 2 კვირის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ ადგილას მაცივარში (2–8 °C).

 


მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

ფასდაკლება