ვეტერინარული პრეპარატი „კოლიფლოქსი“
ანოტაცია
სავაჭრო დასახელება
კოლიფლოქსი
COLIFLOX
წამლის ფორმა
პერორალური ხსნარი
აღწერა
ყვითელი ან მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატი 1 მლ შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: კოლისტინის სულფატი 55 მგ
ენროფლოქსაცინი 100 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკები
ATC vet code: QA07AA98
ფარმაკოლოგიური მოქმედება
„კოლიფლოქსი“-ს შემადგენლობაში შემავალი აქტიურ კომპონენტებს (ენროფლოქსაცინი, კოლისტინის სულფატი) ახასიათებთ ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ენროფლოქსაცინი მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფს და ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული და ანტიმიკოპლაზმური მოქმედება. აფერხებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდას და განვითარებას. ენროფლოქსაცინი სწრაფად და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 6 საათის განმავლობაში, თერაპიული კონცენტრაცია კი 24 საათი გრძელდება. ფტორქინოლონები ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით და ნაღველით.
კოლისტინის სულფატი მიეკუთვნება პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკს. ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. კოლისტინის სულფატი უკავშირდება ციტოპლაზმური მემბრანის ფოსპოლიპიდებს, ზრდის უჯრედულ მემბრანის გამტარიანობის, როგორც უჯრედშიდა, ისე უჯრედგარე კომპონენტების მიმართ, ირღვევა მეტაბოლიზმი და შედეგად ხდება მიკროორგანიზმების უჯრედების ლიზისი.
პერორალური მიღებისას კოლისტინის სულფატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიში, რითაც იქმნება კოლისტინის მაღალი ანტიბაქტერიული კონცენტრაცია ნაწლავში. ორგანიზმიდან თითქმის მთლიანად გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად.
ჩვენება
„კოლიფლოქსი“ გამოიყენება კოლისტინის სულფატისა და ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი სისტემის, საშარდე სისტემის დაავადებების სამკურნალოდ ღორში და შინაურ ფრინველში;
მიღების წესი და დოზირება
„კოლიფლოქსი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პეროლალურად სასმელ წყალთან ერთად.
ღორი - პრეპარატის 1 ლ იხსნება 3000 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 – 5 დღე.
შინაური ფრინველი - პრეპარატის 1 ლ იხსნება 2000 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 – 5 დღე.
პრეპარატის არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებსა და მაკე ცხოველებში.
ყოველდღიურად უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი.
უკუჩვენება
პრეპარატი „კოლიფლოქსი“ არ გამოიყენება
- ენროფლოსაცინის და/ან კოლისტინის სულფატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
- თირკმელების და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს;
შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან
არ გამოიყენება ტეტრაციკლინთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან და ლინკოზამიდებთან კომბინაციაში.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი - 9 დღე
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე
გამოშვების ფორმა
1000 მლ პერორალური ხსნარი მოთავსებული პოლიეთილენის ბოთლში დახურული ალუმინის ფოლგითა და თეთრი ხრახნიანი თავსახურით
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა
საქართველო
მწარმოებელი კომპანია
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.