ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

დადოქსინი 200 ორალი

₾110.00
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43037; 43036

ვეტერინარული პრეპარატი „დადოქსინი 200“

ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება

დადოქსინი 200

 

წამლის ფორმა

პერორალური ხსნარი

 

აღწერა

ყავისფერი გამჭვირვალე ხსნარი.

 

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:    დოქსიციკლინის ჰიკლატი          200 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინის ჯგუფის სინთეზურ, მესამე თაობის, მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. მას გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამ-დადებითი (Staphilococcus, Streptococcus) და გრამ-უარყოფითი (Bordetella, Campylobaqter, Escherichia Coli, Haemophilus, Pasteurella, Salmonella)  ბაქტერიების წინააღმდეგ, ასევე მოქმედებს ქლამიდიების, მიკოპლაზმების და რიკეციების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციებისას.

დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, ხასიათდება ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით. ბაქტერიული ცილის სინთეზის  ინჰიბირებას ხარჯზე დოქსიციკლინი ამცირებს ბაქტერიების რეპროდუცირებას. დოქსიციკლინი, ლიპოფილური თვისების გამო ადვილად შეიწოვება და სწრაფად ვრცელდება ქსოვილებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ეფექტურია პეროლალური მიღების დროს. მაქსიმალურ კნცენტრაციას აღწევს მიღებიდან 1 - 2 სთ-ის შემდეგ. გამოყოფა ხდება შარდთან და ნაღველთან ერთად.

რეკომენდირებული დოზებით მიღებისას დადოქსინი კარგად გადაიტანება ცხოველების მიერ და არ ახასიათებს ემბრიოტოქსიკური, ტერატოგენული და ჰეპატოტოქსიკური მოქმედება.

 

ჩვენება

„დადოქსინი 200“ გამოიყენება დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების Bordetella, Campylobaqter, Escherichia Coli, Haemophilus, Pasteurella, Salmonella, Staphilococcus, Streptococcus, Chlamydia, Mycoplasma, Rickettsia მიერ გამოწვეული სასუნთქი სისტემის და კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების დროს. პასტერელოზი, მიკოპლაზმოზი, კოლიბაქტერიოზი, სალმონელოზი, დიზინტერია, ენზოოტიური პნევმონია და სხვა დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებებისას ხბოში, შინაურ ფრინველში, ღორში, ცხვარსა და თხაში.

 

მიღების  წესი და დოზირება 

„დადოქსინი 200“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პეროლალურად სასმელ წყალთან ერთად.

ხბო, ცხვარი, თხა  -    5 მლ 200 კგ ცოცხალ წონაზე 3 – 5 დღის განმავლობაში;

შინაური ფრინველი, ღორი  - ეძლევათ განზავებული სახით: პრეპარატის 100 მლ იხსნება 200 – 400 ლ სასმელ წყალში, 3 – 5 დღის განმავლობაში.

ყოველდღიურად უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი. დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული წყალხსნარის გამოყენება სამკურნალო მიზნებისათვის.

 

გვერდითი მოვლენები

პრეპარატის რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას სასოფლო სამეურნეო ცხოველებსა და ფრინველებში გვერდითი მოვლენები და გართულებები  არ აღინიშნება.

შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას პერიოდულად უნდა განხორციელდეს ღვიძლის და სისხლმბადი ორგანოების კონტროლი.

 

უკუჩვენება

§  პრეპარატი „დადოქსინი 200“ არ გამოიყენება

§  დოქსიციკლინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

§  ქინოლონებთან, პენიცილინის ჯგუფთან, ცეფალოსპორინებთან, ციკლოსერინებთან კომბინაციაში;

§  მიორელაქსანტებთან, მინერალურ დანამატებთან და ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ კალციუმის, მაგნიუმის, რკინის და ალუმინის მარილებს ანტიბაქტერიული აქტივობის შემცირების გამო;

§  აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ზრდასრულ მცოხნავებში, კვერცხმდებელ ქათმებში;

§  ღვიძლის და თირკმელების გამოხატული უკმარისობის დროს.

§  ცხოველებში დაზიანებული ყურის დაფის აპკით.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი -  14 დღე (ხბო, ცხვარი, თხა);

                  8 დღე (ღორი);

                  7 დღე (შინაური ფრინველი).

აღნიშნული დროის გასვლამდე იძულებით დაკლული ცხოველის ხორცის გამოყენება შესაძლებელია ხორცის მჭამელი ცხოველების საკვებად.

 

განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები)

პრეპარატთან „დადოქსინ 200“ მუშაობის დროს დაცული უნდა იქნეს პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

აკრძალულია თავისუფალი ტარის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამოყენება, ის სხვა ნარჩენებთან ერთად ექვემდებარება განადგურებას.

ინახება ბავშვებისა და ცხოველებისაგან მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

 

გამოშვების ფორმა

100 მლ პერორალური ხსნარი მოთავსებული პოლიმერულ ფლაკონში და 1000 მლ პერორალური ხსნარი მოთავსებული პოლიმერულ ბოთლში

 

ვარგისიანობის ვადა 

3   წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია

შ.პ.ს. „დავათი“

ფასდაკლება