ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ალისერილი WS (18001; 18023)

₾72.50
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : ინტერქიმია, ჰოლანდია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 18001; 18023

Aliseryl WS

Interchemie,ნიდერლანდები

კომპლექსური ანტიბაქტერიული პრეპარატი ვიტამინოვანი დანამატებით 

 

 

 

შემადგენლობა:
1 გრ. შეიცავს:
ერითრომიცინის თიოციანატი......................................... 35 მგ.
ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი ....................... 50 მგ.
სტრეპტომიცინის სულფატი .............................................. 35 მგ.
ქოლისტინის სულფატი ...................................... 200 000 სე.
ვიტამინი A რეტინოლი ........................................... 3 000 სე.
ვიტამინი D3 ქოლეკალციფეროლი ........................... 1 500 სე.
ვიტამინი E ტოკოფეროლი ......................................... 2 მგ.
ვიტამინი B1 თიამინი ................................................... 2 მგ.
ვიტამინი B2 რიბოფლავინი ....................................... 4 მგ.
ვიტამინი B6 პირიდოქსინი ......................................... 2 მგ.
ვიტამინი B12 ციანკობალამინი ..................................... 10 მგ.
ვიტამინი C ასკორბინის მჟავა ....................................... 20 მგ.
Ca – პანტოთენატი............................................................ 10 მგ.
ვიტამინი K3 ....................................................................... 2 მგ.
ნიკოტინამიდი .................................................................. 20 მგ.
ინოსიტოლი ........................................................................ 1 მგ.

 

 

კლინიკური ფარმაკოლოგია:
ალისერილი WS (Aliseryl WS) არის ფართო-სპექტრის ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების მაღალ-ეფექტური კომბინაცია. კოლისტინი არის პოლიმიქსინების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელსაც აქვს ბაქტერიციდული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა E. coli, Haemophilus spp. და Salmonella spp. ვინაიდან კოლისტინი შეიწოვება ტეტრაციკლინების ძალიან მცირე ჯგუფისთვის და მოქმედებს ბაქტერიოსტატურად მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Bordetella spp., Campylobacter spp., Chlamydia spp., E.coli, Haemophilus spp., Mycoplasma spp., Pasteurella. spp., Rickettsia spp., Salmonella spp., Staphylococcus spp. და Streptococcus spp. ოქსიტეტრაციკლინის მოქმედება ემყარება ბაქტერიული ცილის სინთეზის ინჰიბირებას. ოქსიტეტრაციკლინის ორგანიზმიდან გამოყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად, მცირე ნაწილის- ნაღველთან, ხოლო მეძუძურ ცხოველებში ასევე რძესთან ერთად. ერითრომიცინი წარმოადგენს მაკროლიდს, რომელსაც ახასიათებს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ძირითადად გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Staphylococcus spp. და Streptococcus spp.
სტრეპტომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდს, რომელსაც აქვს ბაქტერიციდული მოქმედება ძირითადად გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა E. coli, Klebsiella spp., Pasteurella spp., Salmonella spp. და Mycoplasma spp. ვიტამინები აუცილებელია ორგანიზმში სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესის სწორად წარმართვისათვის.

 


ჩვენებები:
ალისერილი WS (Aliseryl WS) არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების მაღალ-ეფექტური კომბინაცია. პროდუქტი ასტიმულირებს კვერცხის დების პროცესს, ააქტიურებს ზრდას, აუმჯობესებს საკვების კონვერსიას და გამოიყენება ვიტამინის დანამატის სახით დაავადებებისა და სტრესის დროს. ეფექტურია კუჭ-ნაწლავის, რესპირატორული და საშარდე გზების ინფექციების წინააღმდეგ, რომლებიც გამოწვეულია კოლისტინ-, ოქსიტეტრაციკლინ-, ერითრომიცინ- და სტრეპტომიცინმგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Bordetella spp., Campylobacter spp., Chlamydia spp., E.coli, Haemophilusp, spp. Klebsiella spp., Mycoplasma spp.,Pasteurella spp., Rickettsia spp., Salmonella spp., Staphylococcus spp. და Streptococcus spp. ხბოში, ცხვარში, თხაში, ღორსა და ფრინველში.

 


უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების, მაკროლიდების, კოლისტინის ან ამინოგლიკოციდების მიმართ. არ ინიშნება ცხოველებში რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა. დაუშვებელია ერთდროული მიღება პენიცილინთან, ცეფალოსპორინთან, ქინოლონსა და ციკლოსერინთან ერთად. დაუშვებელია დანიშვნა აქტიური მიკრობული მონელების პროცესის მქონე ცხოველებში.

 


გვერდითი მოვლენები:
დადგენილი დოზირების რეჟიმის დაცვისას არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

 

 


დოზირება:
პერორალური გამოყენებისათვის:
- ხბოში, ცხვარსა და თხაში:
1 გ სხეულის წონის ყოველ 5 კილოგრამზე 5-7 დღის განმავლობაში.
ღორსა და ფრინველში:
პრევენციისათვის:
1 კგ 2000 ლიტრ სასმელ წყალზე 5-7 დღის განმავლობაში.
მკურნალობისთვის:
1 კგ 1000 ლიტრ სასმელ წყალზე 5-7 დღის განმავლობაში.

 


შენიშვნა: მხოლოდ იმ ხბოს, ბატკნისა და თიკნისათვის, რომლებიც რძით იკვებებიან.

 


პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
- ხორცი: 7 დღე
- კვერცხი: 1 დღე

 


მოარიდეთ ბავშვებს!

 


შენახვის პირობები: ალისერილი WS-ს (Aliseryl WS) აქვს 3 წლიანი ვარგისობის ვადა ბნელ და მშრალ ადგილას 15-25°C ტემპერატურაზე შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში. სასმელი წყალი, რომელშიც გახსნილია ალისერილი WS, შენახვა დასაშვებია 24 საათის განმავლობაში 15-25°C ტემპერატურული რეჟიმის დაცვის შემთხვევაში. ყველა გახსნილი და ნარჩენი პროდუქციის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ეროვნული ან ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

 

ფასდაკლება