ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ატავეტი 500

₾9.40
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : სულფანილამიდი
პროდუქტის ფორმა : ბოლუსი
კოდი : 43017

 

ანოტაცია
ვეტერინარული პრეპარატი „ატავეტი 500“

 

სავაჭრო დასახელება


ატავეტი 500
ATAVET 500

 

წამლის ფორმა


1200 მგ-იანი ბოლუსი

 

აღწერა


თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის ბოლუსი, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, გარსის გარეშე, ცალ მხარეს გამყოფი ჭდით, მეორე მხარეს მწარმოებლის აღნიშვნით.

 

შემადგენლობა


ერთი ბოლუსი შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: სულფამეთოქსაზოლი 400 მგ
ტრიმეტოპრიმი 100 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.
ATC vet code: QJ01EW11 - სულფამეთოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება


„ატავეტი 500“-ის შემადგენლობაში შემავალ აქტიურ კომპონენტებს (სულფამეთოქსაზოლი, ტრიმეტოპრიმი), ახასიათებთ ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება, როგორც გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
სულფამეთოქსაზოლი არის სულფანილიამიდის ფართო სპექტრის ნივთიერება. ის ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Salmonella spp., Escherichia coli., Pasteurella spp., Listeria monocytogenes, Corynebacterium spp., Klebsiella spp., Prusus, spp. და rickettsia). მოქმედების მექანიზმი ასოცირდება PABA და დიჰიდროპტოროატის სინთეზაზის კონკურენტულ ინჰიბირებასთან, რაც იწვევს პურინებისა და პირამიდინების სინთეზის ბლოკირებას.
ტრიმეტოპრიმი ხასიათდება ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამდადებით ბაქტერიების წინააღმდეგ (Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Corynebacterium spp. და სხვ.) და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ (Escherichia coli, Salmonella spp., Klebsiella spp., Proteus spp., Pasteurelia spp., Bordetella spp., Etc.). ის აფერხებს ბაქტერიულ რედუქტაზას, რომელიც გარდაქმნის დეჰიდროფოლიუმის მჟავას ტეტრაჰიდრო ფოლიუმის მჟავად, რაც აუცილებელია პურინების და ნუკლეინის მჟავების სინთეზისთვის. ასევე აძლიერებს სულფამეთოქსაზოლის ანტიმიკრობულ მოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მიკროორგანიზმების ზრდის და გამრავლების დათრგუნვას.

 

ფარმაკოკინეტიკა


პერორალურად მიღებისას პრეპარატი სწრაფად შეიწოვება და აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. სისხლში მაქსიმალური ანტიბაქტერიული კონცენტრაცია აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 3-დან 4 საათში და თერაპიულ დონეზე ნარჩუნდება 12 საათის განმავლობაში. გამოიყოფა ძირითადად ხდება შარდთან ერთად.

 

ჩვენება


„ატავეტი 500“ გამოიყენება სულფამეთოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, შარდ-სასქესო ორგანოების, ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციების, კანის ინფექციური დაავადებების დროს. „ატავეტი 500“ ეფექტურია დიარეის, კოლისეპტიცემიის, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტის, პნევმონიის, აბსცესის, კოლიბაქტერიოზის, ატროფიული რინიტის, სალმონელოზის, პასტერელოზის, ჰემოფილური პლევროპნევმონიის, მეტრიტის, წითელი ქარის, სტაფილოკოკოზის დროს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარში, თხაში, ღორში, ძაღლში, კატასა და შინაურ ფრინველში.

 

მიღების წესი და დოზირება:


პრეპარატი ეძლევა პერორალურად
ცხვარი, თხა, ხბო - 1 ბოლუსი 20 კგ ცოცხალ წონაზე 3 - 5 დღის განმავლობაში.
შინაური ფრინველი, ღორი - 1 ბოლუსი 15 - 20 კგ ცოცხალ წონაზე 3 -5 დღის განმავლობაში.
ძაღლი, კატა - 1 ბოლუსი 15 კგ ცოცხალ წონაზე 3 -5 დღის განმავლობაში.
საშვილოსნოს შიდა გამოყენება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 4 – 8 ბოლუსი ერთჯერადად.
წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი - 2 – 4 ბოლუსი ერთჯერადად.
მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მოცემული სახეობისათვის.

 

გვერდითი მოვლენები


ზოგიერთ შემთხვევაში ან დოზირების რეჟიმის დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

 

კუჩვენებები


პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში, მერძეულ და მაკე ცხოველებში.
არ გამოიყენება სულფამეთოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას.
პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.

 

მოცდის პერიოდი


ხორცი - 7 დღე

 

განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები)


„ატავეტი 500“-თან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

 

გამოშვების ფორმა:


ბოლუსი №100 მოთავსებული პოლიმერული მასალის ფლაკონში

 

შენახვის პირობები


ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა


საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია


შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება