Gentadox ws
Interchemie, ნიდერლანდები
ფხვნილი პერორალური გამოყენებისათვის- მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებლად
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
თითოეული გრამი შეიცავს:
დოქსიციკლინის ჰიკლატი...................................................................... 100 მგ.
გენტამიცინის სულფატი ..................................................................... 50 მგ
სამიზნე სახეობები:
ხბო, თხა, ცხვარი, ღორი და ფრინველი.
ჩვენებები:
ხბოს, ცხვრის, თხის, ღორის და ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ამოქსიცილინისადმი მგრძნობიარე შემდეგი მიკროორგანიზმებით: Campylobacter spp, Clostridium spp, Corynebacterium spp, E. coli, Erysipelothrix spp, Haemophilus spp, Pasteurella spp, Salmonella spp.
დოზირება:
პერორალური მიღებისთვის.
ხბო, ცხვარი და თხა: დღეში ორჯერ 1 გრამი 20 კგ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში.
ღორი და ფრინველი: 1 კგ 1000 ლიტრ სასმელ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: გამოიყენეთ მხოლოდ ხბოში, ბატკანსა და ციკანში, რომელიც რძის იკვებება. უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების და/ან ამინოგლიკოზიდების მიმართ.
თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა.
პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ქინოლონების და ციკლოსერინის ერთდროული მიღება.
აქტიური მიკრობული მონელების პროცესის დარღვევა.
გვერდითი მოვლენები: კბილების გაუფერულება ახალგაზრდა ცხოველებში.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება იყოს ნეირო-, ოტო- ან ნეფროტოქსიური.
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
- ხორცი
- ხბო, ცხვარი და თხა: 14 დღე;
- ღორი 8 დღე
- ფრინველი: 7 დღე.
არ გამოიყენება ცხოველებში, რომელთა რძეც განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის, ასევე სასურსათო დანიშნულების კვერცხმდებელ ფრინველებში.
შენახვის პირობები:
ვეტერინარული სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა წარმოებიდან არის 3 წელი.
ვარგისობის ვადა სასმელ წყალში განზავების შემდეგ: 24 საათი.
პროდუქტი უნდა ინახებოდეს 15-25 °C ტემპერატურაზე. სამკურნალო სასმელი წყალი ვარგისია გახსნიდან 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად აუცილებელია სამკურნალო სასმელი წყლის განახლება ყოველდღიურად.
გაფრთხილებები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შესაძლო სენსიბილიზაციისა და კონტაქტური დერმატიტის გამო, გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული უშუალო კონტაქტი კანთან.
დაიბანეთ ხელები პროდუქტის დამუშავების შემდეგ
არ არის რეკომედებული Gentadox WS-ს დანიშვნა ბაქტერიოსტატიკურ, ნეფროტოქსიურ, ოტოტოქსიურ, ნეიროტოქსიკურ პრეპარატებთან, სხვა ამინოგლიკოზიდებთან, ინტრავენურ კალციუმის და რკინის პრეპარატებთან, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
გამოშვების ფორმა: ალუმინის ფოლგის თერმულად დალუქული ლამინირებული პაკეტები 100 გ;
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ანტიბაქტერიული საშუალებების კომბინაციები ATC vet Code: QJ01RA
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands