Dimoxan ws
Interchemie,ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი, ფხვნილი პერორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
ქოლისტინ სულფატი .................................................................... 1 200 000 სე.
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი ................................................................ 200 მგ.
დახასიათება:
დიმოქსინ WS შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ამოქსიცილინი და ქოლისტინი აძლიერებენ ერთმანეთის სამკურნალო ეფექტს. ამოქსიცილინი - ნახევრად სინთეზური პენიცილინია რომელსაც გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
ჩვენებები:
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი და შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების დროს, რომელიც გამოწვეულია ამოქსიცილინისა და ქოლისტინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა: კამპილობაქტერია, კლოსტრიდია, კორინებაქტერია, ეშერიხია კოლი, წითელი ქარი, ჰემოფილუსი, სალმონელა, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი ხბოში, თხაში, შინაურ ფრინველში, ცხვარსა და ღორში.
მიღების წესი და დოზირება:
განკუთვნილია პერორალური მიღებისათვის
ხბო, თხა და ცხვარი: ........................5 გრ 100 კგ ცოცხალ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ღორი:.............1 კგ 1000-2000 ლ. სასმელ წყალში 3-5 დღის განმავლობაში.
შენიშვნა:
გაითვალისწინეთ: ხბოს, ბატკანსა და ციკანთან მიმართებაში კეთდება წინასწარი
ხსნარი 1 კგ. ყოველ 20 ლ. წყალში 40°C -ზე.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 8 დღე
შეფუთვა:
100 გრ. და 1000 გრ. შემცველობის ფოლგის და პოლიმერის პაკეტი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას 15 -25˚C გრადუს ტემპერატურაზე.