Macrolan 200
Interchemie, ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის
ვეტერინარული პროდუქტის დასახელება:
მაკროლანი-200 (Macrolan-200) 50 მლ საინექციო ხსნარი
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა ერთ მლ-ზე:
ტილოზინის ბაზა (ტარტრატის სახით).........................................................200.0 მგ.
გამხსნელი..............................................................................................1 მლ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტილოზინი არის პირუტყვის, ხბოს, ცხვრის, თხისა და ღორების სამკურნალოდ განკუთვნილი მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც ხასიათდება ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით ძირითადად ისეთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Campylobacter spp., Mycoplasma spp., Pasteurella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp. და Treponema spp..
ჩვენებები:
გამოიყენება პირუტყვში, ხბოში, ცხვარში, თხებსა და ღორებში კუჭ-ნაწლავის და რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ რომლებიც გამოწვეულია ტილოსინის მიმართ მგრძნობიარე ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Campylobacter spp., Mycoplasma spp., Pasteurella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp. და Treponema spp..
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტიზოლინის მიმართ.
პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ქინოლონებისა და ციკლოსერინის ერთდროული მიღება.
გვერდითი ეფექტები:
ინტრამუსკულარული გამოყენების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც ქრება რამდენიმე დღეში.
შეიძლება განვითარდეს დიარეა, ეპიგასტრიკული ტკივილი და კანის ჰიპერმგრძნობელობა.
ცხოველთა სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.
დოზირება ცხოველთა თითოეული სახეობისთვის, მიღების წესები და მეთოდები:
კუნთში შეყვანისთვის.
სტანდარტულად: 1,0 მლ სხეულის წონის ყოველ 10-20კგ-ზე, 3-5 დღის განმავლობაში.
ორგანიზმიდან გამოსვლის დრო:
- ხორცი: 10 დღე;
- რძე: 3 დღე.
შენახვის განსაკუთრებული ზომები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მაკროლანი-200-ს (Macrolan-200) აქვს 3 წლიანი გამოყენების ვადა სინათლისგან დაცულ ადგილას და 15-25°C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში. გახსნის შემდეგ შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას მაცივარში (2-8°C) და გახარჯეთ 2 კვირის ვადაში.
სპეციალური გაფრთხილებები:
სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე ცხოველისთვის
არა აქვს.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები ცხოველებში გამოყენებისას
არა აქვს.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც მიღებულ უნდა იქნას იმ პირის მიერ, რომელიც იყენებს ვეტერინარულ პრეპარატს ცხოველებზე
სენსიბილიზაციისა და კონტაქტური დერმატიტის შესაძლო განვითარების გამო, გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პირდაპირი კონტაქტი კანთან.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
შეზღუდვა არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ლიტერატურაში არ არის ცნობები მნიშვნელოვან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად ამისა ინექციის წინ არ არის რეკომენდებული მაკროლანი-200-ის (Macrolan-200) შერევა სხვა პრეპარატებთან.
ჭარბი დოზა (სიმპტომები, გადაუდებელი ღონისძიებები, ანტიდოტები) საჭიროების შემთხვევაში
მაკროლანი-200-ს (Macrolan-200) აქვს უსაფრთხოების ფართო ზღვარი,
სხვა უსაფრთხოების ზომები
არა აქვს.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოუყენებელი პროდუქტის ან ნარჩენი მასალების განადგურებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტი ან ასეთი ვეტერინარული სამკურნალო საშუალებებისგან მიღებული ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands
www.interchemie.com