Albenol 2500
Interchemie, ნიდერლანდები
პერორალური ბოლუსი - მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
რაოდენობა: 8 x 5 ბოლუსი (თითოეული 15 გ)
შემადგენლობა:
თითოეული ბოლუსი შეიცავს:
ალბენდაზოლი ............................................................................................................... 2500 მგ.
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო
ჩვენებები:
გამოიყენება ხბოსა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰელმინთოზების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის:
კუჭ-ნაწლავის ჰელმინთები: Bunostomum, Cooperia, Chaberia, Haemochuns,
Nemtodirus, Oesophagostomum, Ostertagia, Strongyloides,
Trichostrongylus spp
ფილტვის ჰელმინთები: Dictyocaulus viviparus da D.filaria
ლენტისებური ჰელმინთები: Monieza spp
ღვიძლის ფასციოლა: Adult Fasciola Hepatica
დოზირება:
პერორალური მოხმარებისათვის.
ხბოსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში: 1 ბოლუსი 300 კგ. წონაზე.
ღვიძლის ფასციოლის დროს: 1 ბოლუსი 250 კგ. წონაზე.
უკუჩვენებები:
ემბრიოტოქსიურობის გამო მაკეობის პირველი 45 დღის განმავლობაში პრეპარატის დანიშვნა არ არის დაშვებული.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
- ხორცი: 12 დღე;
- რძე: 4 დღე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ქარხნული შეფუთვა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე(15-25 0C).
ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვის შემთხვევაში ალბენოლ-2500 ბოლუსი ვარგისია დამზადებიდან 4 წლის განმავლობაში.
გაფრთხილებები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
არ არის რეკომენდებული ალბენოლ-2500 ბოლუსის შერევა სხვა პრეპარატებთან. არ დანიშნოთ პრეპარატი მაკეობის პირველი 45 დღის ვადაში ვინაიდან შეიძლება ჰქონდეს ემბრიოტოქსიური ეფექტი. ადგილობრივი რეაქციის განვითარების გამო თავიდან უნდა იქნას არიდებული კანთან კონტაქტი.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ანტიჰელმინთები, ბენზიმიდაზოლები და მათთან დაკავშირებული ნივთიერებები.
QP52AC11
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:
ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands