Ectosule 0
Microsules, ურუგვაი
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
აღწერილობა:
გარეგანი გამოყენების ხსნარი 1000 მლ. ბუზებისა და ტილების წინააღმდეგ. გამოიყენება რქის ბუზის წინააღმდეგ
ყოველი 100 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ციპერმეტრინ მაღალი ცის იზომერი...............................6.0 გ
პიპერონილბუტოქსიდი...................................................7.0 გ
კარბარილი ................................................................2.0 გ
შემავსებლები ..........................................................100 მლ
სამიზნე ცხოველები:
მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი და ღორი.
ჩვენებები:
ექტოსულეს 0 არის გარეგანი პარაზიტიციდი ბუზების და ტილების წინააღმდეგ. გამოყენება ყოველ 30 დღეში ან უფრო ხშირად.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
გარეგანი გამოყენებისათვის. დატანა უნდა მოხდეს ცხოველის ზურგზე (კისრიდან სხეულის უკანა ნაწილისაკენ). გამოიყენეთ კარგად ვენტილირებად სივრცეებში. პროდუქტის გამოყენების დროს რეკომენდებულია ხელთათმანების ხმარება.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 400 კგ-მდე წონის ცხოველის შემთხვევაში- 10 მლ, 400 კგ-ზე მეტი წონის დროს - 20 მლ თითოეულ ცხოველზე.
ცხენი: 20 მლ
ღორი: 10 მლ
დოზა შეიძლება განმეორდეს 30 დღის შემდეგ.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ სხვა ინსექტიციდებთან ერთად. არ გამოიყენოთ პროდუქტი დაღლილ, სტრესში მყოფ ან ავადმყოფ ცხოველებში, ასევე იმ ზონაში სადაც გარეგანი საფარველი არის დაზიანებული.
გვერდითი ეფექტები:
არ ახასიათებს გვერდითი რეაქციები რეკომენდებული დოზებით გამოყენების შემთხვევაში.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 6 დღე.
რძე: 0 დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
პროდუქტის გამოყენებისას არ მოწიოთ ან მიიღოთ საკვები. პროცედურის დროს პერსონალმა თავიდან უნდა აიცილოს კონტაქტი კანთან ან ლორწოვან გარსებთან. თუ ეს მოხდება დაიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით და საპნით. შემთხვევითი გადაყლაპვის დროს, არ გამოიწვიოთ ღებინება, მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ პროდუქტის შეფუთვა. პროდუქტი შეიცავს ციპერმეტრინს და კარბარილს (ანტიდოტი არის ატროპინ სულფატი).
არასოდეს გამოიყენოთ ხელახლა ცარიელი კონტეინერები, გაანადგურეთ ისინი და ნარჩენები ვეტერინარული პროდუქტების ეროვნული რეგულაციების მიხედვით.
შეფუთვა:
1ლ ხსნარი მოთავსებული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში, ორმაგი ყელით და თავსახურით
შენახვის პირობები: შეინახეთ სუფთა, მშრალ და ვენტილირებად ადგილას; 0-დან 400C-მდე და პირდაპირი მზის სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ პროდუქტი თავის ქარხნულ კონტეინერში.
შეინახეთ ბავშვებისა და ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. პროდუქტი არ ექვემდებარება შენახვას, გამოიყენეთ გახსნისთანავე.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ანტიპარაზიტული საშუალებები, ATC Vet code: QP53
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი LABORATORIOS MICROSULES URUGUAY S.A. 4.2.- მისამართი: (Street – City – Country): Rout 101 km. 28, Cno. al Paso Escobar s/n – Pueblo Capitán Artigas Canelones – Uruguay – C.P. 91.001 Phone. 2288 6761 – Fax: 2288 6760