Ivermic 1%
Microsules, ურუგვაი
საინექციო პრეპარატი შინაგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ
აღწერილობა:
საინექციო ენდექტოციდი 50 მლ. მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის.
ყოველი 100 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ივერმექტინი ....................................................................... 1.00 გ
დამხმარე ნივთიერებები ............................................. 100.00 მლ
სამიზნე ცხოველები:
მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ღორი და აქლემი.
ჩვენებები:
ფართო სპექტრის ენდოპარაზიტული და ექტოპარაზიტული საშუალება.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვარი: კუჭ-ნაწლავის პარაზიტები; Haemonchus sp. Ostertagia ostertagi, Ostertagia lyrate, Trichostrongylus sp, Cooperia oncophora, Cooperia punctate, Cooperia pectinata, Oesophagostomun radiatum, Strongyloides papillosus, Nematodirus helvetianus, Nematodirus spathiger, Toxocara vitulorum და Trichuris spp. ფილტვის პარაზიტები: Dictiocaulus viviparus, Dictiocaulus filaria.
ექტოპარაზიტები: Sarcoptes sp, Haematopinus sp, Dermatobia hominis, Linognatus vituli, Psoroptes spp.
ასევე გამოიყენება მიაზის პროფილაქტიკისათვის ახალშობილის ჭიპში და კასტრაციის შემდგომ ჭრილობებში.
ღორი: კუჭ-ნაწლავის პარაზიტები; Ascaris suum, Hyostrongylus rudidus, Oesophagostomun spp. Strongyloides ramsoni, ფილტვის პარაზიტები: Metastrongylus spp. თირკმლის პარაზიტები: Stephanurus dentatus,
სამხრეთ ამერიკული აქლემი: Sarcoptes scabiei var. Auchenie Lamanema chavezi.
ზოგიერთი შინაგანი პარაზიტი.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
პარენტერალური, კანქვეშა ინექცია.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და აქლემი: ბეჭის წინა ან უკანა მხარეს, მოშვებული კანის არეში.
ცხვარი: ბეჭის წინა ან უკანა მხარეს, მოშვებული კანის არეში, შესაძლებელია ასევე ბარძაყში.
ღორი: ყურის უკან.
დოზირება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და აქლემი: 200 μg/კგ ცოცხალ წონაზე (რაც ექვივალენტურია 1მლ პრეპარატისა სხეულის წონის ყოველ 50კგ-ის).
ცხვარში მუნის საწინააღმდეგოდ უნდა დაინიშნოს 1მლ სხეულის ყოველ 45კგ-ზე გაყოფილი ორად 7 დღეში ერთხელ-სულ 2 გაკეთება.
ღორში: 300 μg/კგ ცოცხალ წონაზე (ექვივალენტური 1მლ სხეულის წონის ყოველ 33კგ-ზე).
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ საქონლში, რომლის რძე სასურსათო დანიშნულებისაა.
შესაძლოა პრეპარატის გამოყენება მშობიარობამდე 28 დღით ადრე.
გვერდითი ეფექტები:
გვერდითი რეაქციები არ ვლინდება რეკომენდებული დოზებითა და მიზნობრივ სახეობებზე გამოყენების შემთხვევაში.
მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოვან პირუტყვსა და აქლემში: ხორცი 35 დღე; ცხვარი: ხორცი 28 დღე,
ღორი: ხორცი 18 დღე.
არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ საქონლში, რომლის რძე სასურსათო დანიშნულებისაა.
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
შეინახეთ ბავშვებისა და შინაურ ცხოველებისთვის მოიწვდომელ ადგილზე. არასდროს გამოიყენოთ ცარიელი კონტეინერები ხელმეორედ. ერთხელ გამოყენების შემდეგ გაანადგურეთ ნარჩენები და კონტეინერი. დაწვით ან ჩამარხეთ მიწაში მდინარეებისგან, ტბებისგან და წყაროებისგან მოშორებულ ადგილას.
შეფუთვა:
50მლ საინექციო ხსნარი მოთავსებული ვაქცინის ტიპის გრძელყელიან პოლიპროპილენის ბოთლში ბუთილის საცობითა და ალუმინის დამცავი ჩაჩით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ სუფთა, მშრალ ადგილზე, ტემპერატურა 15°C-დან 30°C-მდე.
1% ივერმიკის გამოყენება შესაძლებელია გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ენდექტოციდები, ATC Vet code: QP54AA01
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი LABORATORIOS MICROSULES URUGUAY S.A. 4.2.- მისამართი: (Street – City – Country): Rout 101 km. 28, Cno. al Paso Escobar s/n – Pueblo Capitán Artigas Canelones – Uruguay – C.P. 91.001 Phone. 2288 6761 – Fax: 2288 6760