ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ინტერმექტინი

₾11.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
ხბო
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18019

Intermectin

Interchemie, ნიდერლანდები

ანტიპარაზიტული საშუალება პარენტერალური გამოყენებისათვის 

 

 

პროდუქტის დასახელება:

 

ინტერმექტინი (Intermectin)

 

გარეგნული აღწერა: ხსნარი პარენტერალური გამოყენებისთვის.

 

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 1მლ–ზე:

 

ივერმექტინი (Ivermectin)............................................................................................................. 10 მგ.

 

 

კლინიკური ფარმაკოლოგია:

 

ივერმექტინი (Ivermectin) მიეკუთვნება ავერმექტინების ჯგუფს და მოქმედებს მრგვალი ჭიებისა და პარაზიტების წინააღმდეგ. ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ATC

 

ვეტერინარული კოდი:

 

ანტიპარაზიტული პროდუქტები, ენდექტოციდები. ATCcode: QP54AA01

 

ჩვენებები:

 

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ხბოში, თხაში, ცხვარსა და ღორში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრგვალი და ფილტვის ჭიებით, ტილებით, ესტრიაზით და კანქვეშა პარაზიტებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა.

 

უკუჩვენებები:

 

დაუშვებელია გამოყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში. გვერდითი ეფექტები: ივერმექტინის (ivermectin) ნიადაგთან კონტაქტისას იგი ადვილად და მჭიდროდ ერევა მას (ნიადაგს) და დროთა განმავლობაში ხდება არააქტიური. თავისუფალმა ივერმექტინმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თევზებსა და წყლის ორგანიზმებზე, რომლითაც თევზები იკვებებიან.

 

 

უსაფრთხოების ზომები:

 

დაუშვებელი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში თუ რძე განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის. არ დაუშვათ ცხოველების საკვები ნაგებობიდან წყლის ჩადინება წყაროებში, ტბებსა და აუზებში; არ დაუშვათ წყლის დაბინძურება უშუალოდ მედიკამენტის დაღვრით ან კონტეინერის არასწორი უტილიზაციით. კონტეინერების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისად განკუთვნილ ნაგავსაყრელზე ან მისი დაწვის გზით.

 

 

დოზირება:

 

კანქვეშა გამოყენებისათვის. ხბო, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა და ცხვარი: 1 მლ. სხეულის წონის ყოველ 50 კგ-ზე. ღორი: 1 მლ. სხეულის წონის ყოველ 33 კგ-ზე. ორგანიზმიდან გამოსვლის დრო: -

 

ხორცი: ხბო, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა და ცხვარი: 28 დღე. ღორი: 21 დღე.

 

 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

შენახვის პირობები: ინტერმექტინის (Intermectin)

 

შენახვის ვადა - 3 წელი, იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტის შენახვა უზრუნველყოფილია ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე(15 - 25°C ).

გახსნის შემდეგ უნდა შეინახოთ სინათლისგან დაცულ ადგილას, მაცივარში (2 - 8°C) და გახარჯოთ გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში.

 

გამოშვების ფორმა: 100 მლ-იანი შუშის ფლაკონები, რომლებიც დახურულია სტერილური I ტიპის ბრომობუთილის თავსახურით და ალუმინის ჩაჩით, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: „შპს ინვეტი“

 

მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66

 

მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება