Karbavetin10%
დავათი, საქართველო
ანტიპარაზიტული ფხვნილი გარეგანი გამოყენებისათვის
სავაჭრო დასახელება:
კარბავეტინი
წამლის ფორმა:
ფხვნილი
აღწერა:
თეთრი ფერის ფხვნილი
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Carbaryl
შემადგენლობა:
1 გ ფხვნილი შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: კარბარილი 100 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ექტოპარაზიტიციდები ადგილობრივი გამოყენებისთვის, მათ შორის ინსექტიციდები
ATC vet code: QP53AE01 - კარბარილი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კარბარილი არის მაღალეფექტური ინსექტიციდი, რომელიც გამოიყენება გარეგანი პარაზიტების - ტილების, ტკიპების და სხვა მწერების საწინააღმდეგოდ. კარბარილი - 1-ნაფტილ მეთილკარბამატი მიეკუთვნება კარბამატის ჯგუფის ინსექტიციდს. ის წარმოადგენს ფერმენტ აცეტილქოლინესტერაზას შექცევად ინჰიბიტორს. აცეტილქოლინესთერაზას დათრგუნვა, თავის მხრივ იწვევს აცეტილქოლონის დაგროვებას ნერვულ სინაფსებში, შედეგად ხდება ნერვული იმპულსების უკონტროლო გაგზავნა ნერვულ სისტემაში. რაც საბოლოო ჯამში იწვევს პარაზიტების სიკვდილს.
ადგილობრივი გამოყენებისას კარბარილი ორგანიზმში შეიწოვება უმნიშვნელო რაოდენობით. მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოყოფა შარდთან ერთად.
ჩვენება:
ინსექტო-აკარაციდული ფხვნილი „კარბავეტინი“ გამოიყენება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის გარეგანი პარაზიტების (ტილები, ტკიპები), ტარაკნების, ჭიანჭველებისა და სხვა მწერების საწინააღმდეგოდ.
გამოყენების წესი:
ფხვნილი ეფრქვევა კანის ზედაპირზე, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ბუდობენ პარაზეტები.
ფრინველებს ფრთებქვეშ, გულმკერდისა და კლოაკის მიდამოში.
სამჯერადი მკურნალობა შვიდი დღის ინტერვალით.
პროფილაქტიკისთვის თვეში ერთხელ.
შენობაში ფხვნილი იყრება პლინტუსებისა და სველი წერტილების მიმდებარედ.
უკუჩვენებები:
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატის კახექსიურ ცხოველისთვის დანიშვნისას. არ გამოიყენება აქტიური ნივთიერებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს.
გვერდითი მოვლებები:
ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ირღვევა ღვიძლის ფუნქცია.
ტოქსიკურია ფუტკრებისთვის და კიბოსნაირებისთვის.
მოცდის პერიოდი:
ხორცი 24 სთ
რძე 48 სთ
კვერცხი 24 სთ
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე
გამოშვების ფორმა:
100 გ ფხვნილი მოთავსებული თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ფლაკონში
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი კომპანია:
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.