Intracox Pump
Interchemie, ნიდერლანდები
კოქსიდიოსტატიკური სუსპენზია ორალური გამოყენებისათვის
პროდუქტის დასახელება: ინტრაკოქსი პამპი (Intracox Pump)
პროდუქტის აღწერა: სუსპენზია პერორალური გამოყენებისთვის.
1 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ტოლტრაზურილი ............................................................................................................ 50 მგ.
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი.
ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი
ფერმებში კოქციდიოზის კლინიკური ნიშნების პროფილაქტიკისა და გავრცელების შემცირებისათვის, რომელიც გამოწვეულია Eimeria bovis ან Eimeria zuernii-ით.
ღორი: დადასტურებული შემთხვევების მქონე ფერმების ახალშობილ გოჭებში (3-5 დღის ასაკის) Cystoisospora -ით გამოწვეული კოქციდიოზის კლინიკური ნიშნების პროფილაქტიკისათვის.
ცხვარი: დადასტურებული ისტორიის მქონე ფერმების ბატკანში Eimeria crandallis და Eimeria ovinoidali -ით გამოწვეული კოქციდიოზის კლინიკური ნიშნების პროფილაქტიკისა და კოქციდიების გავრცელების შემცირებისთვის.
უკუჩვენებები: არ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ცნობილია აქტიური ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შესახებ.
გვერდითი მოვლენები: არ არის ცნობილი.
დოზირება: პერორალური მიღებისათვის. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ხბო: თითოეულმა ცხოველმა ერთჯერადად უნდა მიიღოს 15 მგ ტოლტრაზურილი/კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 3.0 მლ პერორალურ სუსპენზიას ყოველ 10 კგ-ზე. ერთი და იმავე ჯიშის და ასაკის ცხოველთა ჯგუფის სამკურნალოდ, დოზირება უნდა მოხდეს ჯგუფში შემავალი ყველაზე მძიმეწონიანი ცხოველის მიხედვით. ბატკანი: თითოეულმა ცხოველმა ერთჯერადად უნდა მიიღოს 20 მგ ტოლტრაზურილი/კგ სხეულის მასაზე, რაც შეესაბამება 4.0 მლ პერორალურ სუსპენზიას ყოველ 10 კგ-ზე. თუ ცხოველებს ვმკურნალობთ ერთობლივად და არა ინდივიდუალურად, დოზირების შერჩევისას უნდა დავაჯგუფოთ სხეულის წონის მიხედვით, რათა არ მოხდეს დოზის დაკლება ან გადაჭარბება.
გოჭი: გოჭების მკურნალობა ხდება დაბადებიდან მე-3-5 დღეს ტოლტრაზურილის ერთჯერადი 20 მგ დოზით კგ მასაზე, რაც შეესაბამება 4.0 მლ პერორალურ სუსპენზიას ყოველ 10 კგ-ზე.
შენიშვნა: დოზირების სატუმბის თითოეული შეკუმშვიდან მიიღება ერთი დოზა, ე.ი. 1 მლ.
მოცდის პერიოდი:
ხორცი და შინაგანი ორგანოები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 63 დღე.
ღორი: 77 დღე.
ცხვარი: 42 დღე.
არ გამოიყენოთ მეწველ ცხოველებში, რომელთა რძეც გამოიყენება სასურსათო მიზნებისათვის.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: 46 ტოლტრაზურილის მეტაბოლიტი და ტოლტრაზურილის სულფონი საკმაო მედეგობას იჩენს (ნახევრად დაშლის პერიოდი დაახლოებით 1 წელი) და ჩადის ნიადაგში, რაც ტოქსიკურია მცენარეებისთვის. გარემოს დაცვის თვალსაზრისით:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
არ გამოიყენოთ მეხორცული ჯიშის ხბოში. არ გამოიყენება ხბოში, რომელიც იწონის 80 კგ-ზე მეტს ან სახორცე ან ხარებში, რომლებიც იწონიან 150 კგზე მეტს. არ გამოიყენება 3 თვეზე ნაკლები ასაკის ხბოს სამკურნალოდ. მცენარეებზე მავნე ზემოქმედებისა და მიწისქვეშა წყლების შესაძლო დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, დამუშავებული (ნამკურნალევი) ხბოების ნაკელი მიწაზე არ უნდა გავრცელდეს დაუმუშავებელი ძროხების ნაკელთან განზავების გარეშე. მიწაზე გავრცელებამდე დამუშავებული ხბოს ნაკელი უნდა განზავდეს დაუმუშავებელი ძროხების მინიმუმ 3-ჯერ მეტი ოდენობის ნაკელთან. ცხვარი: ბატკნებს, რომლებიც მთელი სიცოცხლის მანძილზე იმყოფებიან შენობაში ინტენსიური მოშენების სისტემის პირობებში, არ უნდა ჩაუტარდეთ მკურნალობა 6 კვირის ასაკამდე ან მანამ სანამ მათი წონა არ გადააჭარბებს 20 კგ-ს. ამ ცხოველების ნაკელი მხოლოდ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს ყოველი სამი წლის განმავლობაში.
ღორი:
არ გააჩნია შეფუთვა:
თეთრი პოლიეთილენის 100 მლ-იანი ბოთლი პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით, მოყვება დოზირებისთვის განკუთვნილი სატუმბი. მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციათან ერთად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები: ინტრაკოქს პამპს აქვს 3 წლიანი შენახვის ვადა. ინახება ბნელ ადგილას 25 °C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ. გამოიყენეთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC
ვეტერინარული კოდი: ანტიპროტოზოული საშუალებები, ტრიაზინები ATC VET კოდი: QP51AJ01
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი: საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands